
რწყილები ძაღლებში. როგორ მოვიქცეთ?
საიდან ჩნდებიან რწყილები?
რწყილები ყველგან არიან და შესანიშნავად ცოცხლობენ ნებისმიერ პირობებში. მათ შეუძლიათ იცხოვრონ გარეთ, ბინებში, სარდაფებში, ფარდულებში – თითქმის ყველგან. ზრდასრულ რწყილებს მუდმივად აქვთ შეხება ცხოველთან, მაგრამ ეს არის მთელი რწყილების პოპულაციის მხოლოდ 5%, დანარჩენი 95% არის გარემოში: კვერცხები, ლარვები და ჭუპრები (რწყილის განვითარების სხვადასხვა ეტაპები). წარმოვიდგინოთ, რომ ძაღლზე 5 ზრდასრული რწყილი ცხოვრობს… ეს ნიშნავს, რომ ბინაში (ადგილი, სადაც ძაღლი ცხოვრობს) არის კიდევ 50 კვერცხი, 40 ლარვა და 5 ჭუპრა. რწყილის სასიცოცხლო ციკლი გრძელდება 3-დან 8 კვირამდე – ეს დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურასა და ტენიანობაზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ ორ კვირაში შესაძლოა თქვენს ბინაში გაჩნდეს ახალგაზრდა და ენერგიული რწყილები.
რატომ ბინაში?
ზრდასრული მდედრი რწყილი დღეში 50-მდე კვერცხს დებს, ეს კვერცხები არ ჩერდება ცხოველის ბეწვზე და თავისუფლად ხვდება გარემოში – იატაკის ნაპრალებში, ჩარჩოს ქვეშ, ხალიჩაზე ან დივნის ბალიშებში. კვერცხიდან ლარვის წარმოქმნა ხდება 1-6 დღეში, ლარვის სტადია გრძელდება 2-3 კვირა, ამ დროის განმავლობაში ლარვა იზრდება, რის შემდეგაც იგი იქცევა ჭუპრად, რომელშიც უსაფრთხოდაა გახვეული ახალგაზრდა რწყილი.ჭუპრაში რწყილებს შეუძლიათ 200 დღემდე გაძლება.
ამასთანავე, იმუნიტეტი აქვთ ინსექტიციდებით დამუშავების მიმართ და შეუძლიათ გამოჩეკვა ძალიან მოკლე დროში, როდესაც პოტენციური „მასპინძელი“ გამოჩნდება.
რატომ არ ჩანს რწყილები ძაღლზე?
იმის გამო, რომ ჯანმრთელ ძაღლს მხოლოდ რამდენიმე მათგანი ეყოლება (ძაღლები მშვენივრად იჭერენ და კბენენ რწყილებს), რწყილების დიდი რაოდენობა შეიძლება ნახოთ მხოლოდ ავადმყოფ ან ძლიერ დასუსტებულ ცხოველებზე. რწყილები საკმაოდ პატარა და მოძრავი არსებებია, ხოლო გრძელი ბეწვის მქონე ძაღლებში მათი დანახვა უფრო რთულია.
Leave your comment