რომელი ლეკვის აყვანა ჯობს: მამრის თუ მდედრის

რომელი ლეკვის აყვანა ჯობს: მამრის თუ მდედრის

ლეკვის შეძენის დაგეგმვისას, მომავალ პატრონს უჩნდება კითხვა, რომელი აირჩიოს: ბიჭი თუ გოგო? გაგიმართლათ, თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც დიდხანს ფიქრობენ ამ საკითხზე. რა არის გასათვალისწინებელი ამ რთულ არჩევანში?
როგორც წესი, პატრონები შინაურ ცხოველს პირადი ინტერესით ირჩევენ. ზოგადად აქცევენ ყურადღებას ლეკვის გარეგნობასა და მის ხასიათს. მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის შინაური ცხოველის სქესი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა ჯიშიანი ძაღლის არჩევისას.

გამრავლებაში მონაწილეობა

არსებობს ძაღლების სამი კლასი: პეტ, შოუ და ბრიდ. მაგრამ მათგან მხოლოდ ნახევარი იღებს მონაწილეობას გამრავლებაში. მაგალითად, პეტ კლასის შინაური ცხოველები შეჯვარებაში არ მონაწილეობენ. ბრიდ კლასის მამრებს არ ანიჭებენ უპირატესობას და იშვიათად ამრავლებენ, რასაც ვერ ვიტყვით მდედრებზე, რომლებიც აჩენენ შესანიშნავ, სუფთა სისხლის, სტანდარტების შესაბამის, ლეკვებს. მთავარია, კარგად შეარჩიოთ პარტნიორი.
შოუ კლასის მამრებსა და მდედრებს უპრობლემოდ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამრავლებაში. ესენი არიან სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებულები, ეტალონთან ყველაზე ახლოს მყოფი ძაღლები. ამ სახეობის წარმომადგენლების ღირებულება არც ისე ცოტაა. თუ არ გეგმავთ გამრავლებაში ჩართვას, აიყვანეთ პეტ კლასის ლეკვი ან, საერთოდ, შერეული ჯიშის. ყურადღება უნდა მიაქციოთ ხასიათის გენდერულ მახასიათებლებს.

ბიჭები: ძალა და აღზრდა

პირდაპირი, პატიოსანი, ჯიუტი – სამი თვისება, რომელიც ახასიათებთ მამრებს. მათ სჭირდებათ ძლიერი ხელი, რადგან თითქმის ყველა ბიჭი მიისწრაფვის ლიდერობისკენ “გუნდში”. ძაღლის აღზრდის საკითხში მნიშვნელოვანია სწორი წვრთნა, მაგრამ ისინი ბიჭები ხშირად ავლენენ დამოუკიდებლობის სურვილს. სქესობრივი მომწიფების შემდეგ შინაურ ცხოველი მოითხოვს რეგულარულ შეჯვარებას. თუ პატრონი ამ პროცესს თვითდინებით მიუშვებს და მამრს ეზოს ძაღლებთან მჭიდრო ურთიერთობის საშუალებას მისცემს, სავარაუდოა, რომ შინაური ცხოველი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით დაინფიცირდება. გარდა ამისა, სათანადო აღზრდის გარეშე, სეირნობისას შეიძლება, საბელი გაწყვიტოს გაიქცეს, როგორც კი ჰორიზონტზე მდედრს შეამჩნევს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია კასტრაცია. რაც შეეხება გარეგნობას, მამრები უფრო მძიმეები და მსხვილები არიან ვიდრე მდედრები. ფიზიკურად კი – უფრო ძლიერები და გამძლეები, რაც, ასევე, გასათვალისწინებელია.

გოგონები: ემოციურობა და ერთგულება

რაც შეეხება მდედრების ბუნებას, პატრონების უმეტესობა აღიარებს, რომ გოგონები უფრო მორჩილები, მოსიყვარულეები და უფრო ემოციურები არიან ვიდრე მამაკაცები და უფრო მეტად არიან მიჯაჭვულები ოჯახს. არ არის მდედრისთვის აუცილებელი უპირატესობის დამტკიცება. ამიტომ, გოგონა უფრო მშვიდი და ერთგულია ბავშვების მიმართ, მათ მიმართაც კი, ვინც მის შემდეგ სახლში გაჩნდა. თუმცა, არსებობს მდედრების მოვლის გარკვეული მახასიათებლები. მაგალითად, წელიწადში 2-3-ჯერ აქვთ ესტრუსი – ფსიქოფიზიოლოგიური პროცესი, რომელსაც თან ახლავს სისხლიანი გამონადენი. გარდა იმისა, რომ ეს არაჰიგიენურია, აგრეთვე სეირნობისას „სქესობრივი ნადირობა“ გარკვეულ სირთულეებს ქმნის. მამრებს, რომლებსაც მდედრების სპეციფიკური სუნი იზიდავთ, შეუძლიათ აედევნონ და აღარ მოშორდნენ მას. პატრონის ამოცანაა, რომ არ დაუშვას შეჯვარება. ყველაზე ხშირად, ესტრუსის პერიოდში, პატრონები უბრალოდ ცვლიან სასეირნო ადგილს და ამცირებენ ხანგრძლივობას. პრობლემის უფრო რადიკალური გადაწყვეტა ცხოველის სტერილიზაციაა. ეს მეთოდი აპრობირებულია იმ შემთხვევაშიც, თუ საერთოდ არ გეგმავთ მის გამრავლებას. ლეკვის არჩევისას არ უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ მისი სქესით. გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთი შინაური ცხოველის არჩევა, რომელიც ტემპერამენტითა და ხასიათით თქვენთან ახლოსაა. ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ცხოვრების წესი, არამედ ურთიერთგაგება, ჰარმონია პატრონისა და ძაღლის ურთიერთობაში.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!