როდის უნდა ვიფიქროთ შეჯვარებაზე?

როდის უნდა ვიფიქროთ შეჯვარებაზე?

დრო უცებ გადის და თქვენი ძაღლი მალევე გადადის სქესობრიბი მომწიფების ეტაპზე. ის გახლავთ ჯიშის შესანიშნავი წარმომადგენელი, რომელსაც ასევე კარგი შთამომავლობა ეყოლება, ამიტომ დროულადვე გინდათ, რომ მოსინჯოთ თქვენი ძალები სელექციონერობაში. მაგრამ არ იჩქაროთ: ადრეულ შეჯვარებას თან ახლავს ჯანმრთელობის პრობლემები. როგორ განვსაზღვროთ შესაფერისი მომენტი?
ძაღლის შეჯვარებისთვის მომზადების პროცესზე გავლენას ახდენს, არა მხოლოდ ცხოველის ასაკი, არამედ სქესი და ჯიშიც კი. ითვლება, რომ პატარა ზომის ძაღლების შეჯვარება შეიძლება უფრო ადრე მოხდეს, ვიდრე დიდის, რადგან ეს უკანასკნელი უფრო ნელა ვითარდება.

სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნები ძაღლში

მდედრი სქესობრივად მომწიფებულია პირველი ესტრუსის მომენტიდან, ანუ დაახლოებით 6-დან 12 თვემდე ასაკში, ჯიშის მიხედვით. ამ პროცესს თან ახლავს ფიზიოლოგიური ცვლილებები: ძაღლი წყვეტს ზრდას. მამრები სქესობრივ მომწიფებას აღწევენ 5-9 თვის ასაკში. პროცესის დასრულებას ვეტერინარი ადგენს.

პირველი შეჯვარების პერიოდი

მდედრებში პირველი შეჯვარება უნდა მოხდეს 1,5-2 წლის ასაკში. ამ დროს ძაღლის სხეული სრულად არის ჩამოყალიბებული, ის მზადაა ლეკვების გაჩენისთვის. პატარა ზომის ძაღლები უფრო ადრე ყალიბდებიან – მეორე ესტრუსისას, ხოლო დიდი – მესამისას.
მამრების შეჯვარებაც არ არის საჭირო ძალიან ადრე. ოპტიმალურ ასაკად ითვლება მცირე ზომის ჯიშის ძაღლებისთვის 1 წლიდან, საშუალო ჯიშისთვის 15 თვიდან, ხოლო დიდი ზომის ჯიშისთვის 18 თვიდან.

ესტრუსის სიხშირე

ესტრუსი ძაღლებში ჩნდება წელიწადში დაახლოებით 2-ჯერ, 6 თვიანი სიხშირით. მისი ხანგრძლივობაა 18-დან 28 დღემდე, ძაღლის მახასიათებლების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ძაღლს შეიძლება, ესტრუსი წელიწადში ერთხელ ჰქონდეს და ეს არ არის პათოლოგია. მდედრის პირველივე ესტრუსიდან რეკომენდებულია, გქონდეთ კალენდარი, რომელშიც უნდა აღინიშნოს პროცესის დაწყებისა და დასრულების თარიღები, ასევე ძაღლის ქცევა. ეს სქემა დაგეხმარებათ განსაზღვროთ ოვულაციის მომენტი, როდესაც ძაღლი მზად არის შეჯვარებისთვის უნდა მიმართოთ ვეტერინარს, თუ ესტრუსი გრძელდება 30 დღეზე მეტ ხანს, ხოლო თუ ესტრუსს შორის პერიოდი 4 თვეზე ნაკლები და 9-ზე მეტია, ეს შეიძლება მიუთითებდეს ძაღლის ორგანიზმში ჰორმონალურ დისბალანსზე.  

ხელსაყრელი დღე შეჯვარებისთვის

ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც სელექციონერები უშვებენ, არის შეჯვარება ესტრუსის პირველ დღეს. ყველაზე ხშირად, შეჯვარება უნდა მოხდეს 9-დან 15 დღემდე, თუმცა იმისთვის, რომ დანამდვილებით იცოდეთ, როდის არის ოვულაცია, დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს. ვაგინალური ნაცხის, საკვერცხის ექოსკოპიისა და სისხლის ანალიზის ჰორმონ პროგესტერონზე შედეგების მიხედვით, ვეტერინარ-რეპროდუქტოლოგი დაადგენს ოვულაციისა და შეჯვარების ოპტიმალურ დროს. შეჯვარება, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი პროცესია, პატრონისგან მოითხოვს ძაღლისადმი ყურადღებასა და მგრძნობელობას. შეუძლებელია შეჯვარების დაწყება ადრეულ ასაკში და ასევე ძალდატანებით განხორციელება, როდესაც მდედრი ამისთვის მზად არ არის. შინაური ცხოველისადმი თბილი დამოკიდებულება და მასზე ზრუნვა დაგეხმარებათ ჯანმრთელი და ლამაზი ლეკვების დაბადებაში.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!