როდის უნდა დავფიქრდეთ შეჯვარებაზე?

როდის უნდა დავფიქრდეთ შეჯვარებაზე?

ცნობილია, რომ დედალი კატა მზად არის შეჯვარებისთვის 6 თვის ასაკში, როდესაც მას აქვს პირველი მძუვნობა. ეს არის მეპატრონისთვის იმის ნიშანი, რომ დროა გაემზადოს შეჯვარებისთვის. როგორ ჯობია მოვიქცეთ?
ფიზიკური და სქესობრივი მომწიფების დრო კატებში განსხვავდება ერთმანეთისგან. ცხოველის სქესობრივი მომწიფება ხდება 6-8 თვის ასაკში, როდესაც კატას აქვს პირველი მძუვნობა. თუმცა ფიზიოლოგიურად ცხოველი არ არის შეჯვარებისათვის მზად, მისი ორგანიზმი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. ამიტომ შეჯვარება პირველი მძუვნობის დროს სახიფათოა! იგივე წესი ეხება მამალ კატებსაც, რომლებიც სქესობრივ მომწიფებას აღწევს 7-8 თვის ასაკში.

რა ასაკში ჯობია შევაჯვაროთ კატა?

კატის შეჯვარება მიღებულია 10დან 15 თვის ასაკში, როდესაც მას უკვე რამოდენიმე მძუვნობის პერიოდი ჰქონდა. ყურადღება: შეჯვარებამდე მზუვნობის პერიოდების მედიკამენტოზური ჩახშობა არ არის რეკომენდირებული! მედიკამენტებმა შესაძლოა გაართულონ მომავალი მშობიარობა, ასევე გავლენა იქონიონ მომავალი კნუტების განვითარებაზე. ნუ გაწელავთ შეჯვარების დაგეგმვას. დედალ კატას, რომელსაც შეჯვარება არ ჰქონია 2 წლის ასაკამდე, შესაძლოა განუვითარდეს რეპროდუქტიული სისტემის დაავადებები, როგორიც არის საკვერცხეების კისტა ან ენდომეტრიუმის კისტოზური ჰიპერპლაზია.

ვისთან შევაჯვაროთ კატა?

პარტნიორის ძებნისას პირველ რიგში უნდა მიმართოთ იმ კლუბს, სადაც შეიძინეთ თქვენი კატა. როგორც წესი კლუბის პასუხისმგებლიანი მეპატრონეები თვითონ ირჩევენ სათანადო მამალს. თუ რაიმე მიზეზის გამო მამალი კატა ვერ მოიძებნა, შესაძლოა ის ნახოთ გამოფენაზე ან სხვა კლუბებში. ყურადღებით უნდა იყოთ, თუ მამალ კატას ეძებთ განცხადებებით, რადგან ეს მეთოდი შეიცავს გარკვეულ რისკებს.
თუ თქვენ არ გაქვთ წყვილის არჩევის გამოცდილება, უმჯობესია მიმართოთ კლუბის სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ მამალი კატის არჩევაში.

როგორ მოვამზადოთ დედალი კატა შეჯვარებისთვის?

პირველ შეჯვარებამდე ცხოველებს უნდა ჰქონდეთ გაკეთებული ყველა აცრა, ასევე ჭიებზე და ექტოპარაზიტებზე უნდა იყვნენ დამუშავებული. დარწმუნდით, რომ თქვენს კატას ან მის პარტნიორს არ აქვს ინფექციური ან ვირუსული დაავადება, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – გენეტიკური დაავადებები. ვეტერინართან ბოლო ვიზიტი დაგეგმეთ შეჯვარებამდე ორი კვირით ადრე, ასევე მოიპოვეთ ცნობა იმაზე რომ ცხოველი არის აცრილი და ჯანმრთელი. თქვენ როგორც პატრონმა უნდა დაფიქრდეთ ცხოველის შეჯვარებაზე იმ მომენტიდან როცა კნუტი აგყავთ. ყველაზე მნიშვნელოვანია გადაწყვიტოთ, გინდათ თუ არა გაამრავლოთ დედალი კატა. თუ თქვენ უკვე მოიპოვეთ ჯიშის გამრავლების თანხმობა და პასუხისმგებლობის ასაღებად მზად ხართ, შეგიძლიათ პარტნიორის არჩევა დაიწყოთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!