ძაღლის იმუნიტეტის ჩამოყალიბება, მის კვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ლეკვის ხელში დაჭერის მომენტიდან, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ
თუ თქვენ იყიდეთ ლეკვი, რომლის მშობლებსაც დროულად ჩაუტარეს აცრები, თქვენს ახალ მეგობარს პირველი აცრა მოუწევს დაახლოებით 3 თვის ასაკში. ვაქცინების ინსტრუქციის მიხედვით, ლეკვების იმუნიზაციის ვადა 8-12 კვირაა.
თუ არ არსებობს სანდო ინფორმაცია ლეკვის მშობლების ჯანმრთელობის შესახებ, მაშინ ვეტერინარმა შეიძლება გირჩიოთ პირველი ვაქცინაციის სხვა დროისთვის გადადება, რადგან თავდაპირველად საჭირო იქნება 14 დღიანი კარანტინი.
ეს მნიშვნელოვანია
ვეტერინარი ვაქცინაციის ჩატარებამდე უნდა დარწმუნდეს, რომ ძაღლი ჯანმრთელია.
პირველი წელი
ლეკვის ვაქცინაცია რამდენიმე ეტაპად კეთდება. ერთი წლის ასაკამდე სულ 4 აცრა უნდა ჩატარდეს – სამი ზოგადი (8, 12 და 16 კვირაზე) და ერთი ცოფის საწინააღმდეგოდ (ტარდება მეორე ან მესამე ზოგადი ვაქცინაციის პარალელურად). ამის შემდეგ წელიწადში ერთხელ კეთდება ხელახალი ვაქცინაცია – ასევე ერთი ზოგადი აცრა და ერთი ცოფის წინააღმდეგ.
გამონაკლისები
ხანდაზმული ძაღლებისთვის ვეტერინარები არეგულირებენ ვაქცინის გაკეთების დროს, ეს დაკავშირებულია უკუჩვენებებთან, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუმცა მაინც ინდივიდუალურია. თუ ყველაფერი რიგზეა და ძაღლი სავსეა ენერგიითა და ხალისით, არ არსებობს ვაქცინაციის არ ჩატარების მიზეზი.
Leave your comment