როდის ახელენ თვალებს ახალშობილი კნუტები?

როდის ახელენ თვალებს ახალშობილი კნუტები?

მიიჩნევა რომ ყველა კნუტი დახუჭული თვალებით იბადება და სამყაროს დანახვა მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეუძლიათ. როდის იწყებენ კატების სამყაროს დანახვას? ყველა კნუტი ბრმა იბადება? რა პრობლემები შეიძლება ელოდოთ ახალშობილ კნუტებს და რით შეგვიძლია დავეხმაროთ მათ? ყველა ეს კითხვა ხშირად აწუხებს მფლობელებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი ელიან თავიანთი შინაური ცხოველის პირველ შთამომავლობას. მაგრამ ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია. კნუტების უმეტესობა მართლაც მჭიდროდ დახუჭული თვალებით იბადება.

ჩვეულებრივ, დაბადებიდან 1 კვირაში ან 10 დღეში კნუტების ქუთუთოები ნელ-ნელა ახელას იწყებენ.
ყველაზე ხშირად ეს უცებ არ ხდება, ანუ კნუტი თვალებს ერთიანად ფართოდ არ ახელს, ნელ-ნელა თითო მილიმეტრით ყოველდრიურად ეხილება თვალები. ამ პროცესმა შესაძლოა 1-დან 3 დღემდე გასტანოს, ნორმად ჩაითვლება ვარიანტი, როდესაც კნუტები სიცოცხლის პირველ-მეორე კვირას გაახელენ თვალებს.
ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები და თავისებურებები დამოკიდებულია ცხოველის ზომაზე, სქესზე და ჯიშზე. დამტკიცებულია, რომ ძუ კატები ხვადებზე მალე ახელენ თვალებს, გრძელბეწვიანები კი, მოკლებეწვიანებზე გვიან. მაგალითად, ამაყი სფინქსები შეიძლება უკვე ახელილი თვალებით დაიბადონ, ან ფართოდ გაახილონ თვალები სიცოცხლის მესამე დღეს. ბრიტანულები და სპარსულები თვალებს მეცხრე დღეს ახელენ, რეგდოლები კი, სამყაროს დანახვას მხოლოდ 3 კვირის ასაკისთვის იწყებენ. თუმცა, იმის თქმა, რომ კნუტები ხედავენ ბოლომდე, სწორი არაა: პირველ ხანებში ახალშობილები მხოლოდ ჩრდილებს აღიქვამენ, მის თვალის ბადურას თუ დააკვირდებით, ის ოდნავ აღრეული იქნება. კარგი მხედველობა, რომელიც ამ მტაცებლებს ახასიათებთ, მხოლოდ 1 თვის ასაკისთვის უჩნდებათ – სწორედ ამიტომ ბევრი ვეტერინარი ურჩევს პატრონებს, კნუტები ზედმეტად განათებულ გარემოში არ ყავდეთ, რატა მკვეთრმა სინათლემ თვალები არ დაუზიანოთ.
სხვათა შორის, დაკვირვების მრავალწლიან გამცოდილებაზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ვადა ინდივიდუალურია. მაგალითად, კნუტები თუ დედა-კატას მშობიარობის ვადა გადაუცდა, დროულად დაბადებულ კნუტებთან შედარებით, თვალებს უფრო მალე გაახელენ. ამიტომ კნუტების მხედველობაზე ღელვა შეიძლება დაიწყოთ, თუ 21 დღე გავიდა და ვერ ხედავენ. თუ თვალების ახელის პროცესი არ დაეწყებათ, დასამშვიდებლად შეგიძლიათ კნუტი ვეტექიმს 2 კვირის ასაკში აჩვენოთ. ექიმთან მყისიერ ვიზიტს მხოლოდ თვალებიდან ჩირქოვანი გამონადენი საჭიროებს. თუ დედა კატა ინფიცირებული აღმოჩნდა, კნუტებს შესაძლოა კონიუქტივიტი დაემართოთ, რაც მათ მხედველობაზე მომავალში ძალიან ცუდად აისახება. ასევე, ექიმის უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაშიც, თუ ახალშობილ კნუტებს თვალები ბოლომდე არ აეხილათ, ან თუ მხოლოდ ერთი თვალი აეხილათ. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ქუთუთოების ნაწილობრივ შეხორცებაზე, რასაც სპეციალისტის კონსულტაცია სჭირდება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!