როგორ მოვახდინოთ კატის სოციალიზაცია. რჩევები

როგორ მოვახდინოთ კატის სოციალიზაცია. რჩევები

თუ კატა იშვილეთ ქუჩიდან ან თავშესაფრიდან, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ის შეიძლება იყოს სრულიად ასოციალური. ახალ ადგილას პირველ დღეებში კატა შეიძლება ყველას დაემალოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია და არ იცის როგორ მოიქცეს. მაგრამ ეს შეიძლება გამოსწორდეს – მთავარია მოთმინება. ქვემოთ ნახავთ რჩევებს, რომლებიც თქვენ და თქვენს კატას ამ პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
  1. უნდა გესმოდეთ, რომ არც თქვენ ხართ დამნაშავე და არც კატა

    • პირველ რიგში დამშვიდდით. თქვენ კარგი საქმე გააკეთეთ იმით , რომ კატას აჩუქეთ, სახლი, მზრუნველობა და სიყვარული. 99% ალბათობით თქვენ არ ხართ დამნაშავე იმაში, რომ თქვენს კატას ყველაფრის ეშინია და გემალებათ. სავარაუდოდ, მას რთული წარსული ჰქონდა, როცა აწვალებდნენ, ან ქუჩის ცხოვრება, სადაც სათანადოდ სოციალიზაციის შესაძლებლობა უბრალოდ არ მიეცა.
  2. აღიჭურვეთ მოთმინებით და თანაგრძნობით მოეპყარით  
    • სამწუხაროდ, ზრდასრული კატის სოციალიზაციის პროცესი ნელია. დიდი დრო დაგჭირდებათ, რომ შინაური ცხოველი დაწყნარდეს და გენდოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არაფერი გამოგივათ; შეიძლება განიხილოთ კატის თავშესაფარში დაბრუნება, მაგრამ გთხოვთ, არ დანებდეთ. ყველაფერი გამოვა, თუ მაქსიმალურ ძალისხმევასა და მოთმინებას გამოიჩენთ.
    .
  3. დაიწყეთ პატარა სივრციდან  
    • კატა შეიძლება იყოს არაკომფორტულად დიდ და სრულიად უცნობ სივრცეში. დასაწყისისთვის, მაშინვე მოათავსეთ იგი პატარა ოთახში და უზრუნველყავით ყველა საჭირო ნივთით, დაუწყვეთ: ჯამები, ტუალეტი, სათამაშოები, საკაწრი და საწოლი. დაე, შეეგუოს ამ ოთახს და მხოლოდ ამის შემდეგ შეისწავლის დანარჩენ ადგილებს თქვენს სახლში.
  4. მინიმუმადე დაიყვანეთ ხმაური

    • არ ჩართოთ ტელევიზორი ან მუსიკა ძალიან ხმამაღლა. არ იყვიროთ და ნუ მოაწყობთ წვეულებებს. სანამ თქვენი კატა თქვენს სახლს შეეჩვევა, ხმაურით ნუ გაანერვიულებთ. გახსოვდეთ, რომ კატებს ძალიან მგრძნობიარე სმენა აქვთ და თქვენს ცხოველს ისედაც ეშინია, ამიტომ ეცადეთ, ხმებით მაინც არ შეაშინოთ იგი.
  5. მიეცით საშუალება თავად მოგიახლოვდეთ

    • როცა კატა სამალავიდან გამოვა, ნუ იჩქარებთ შეეხოთ. არ აიყვანოთ ხელში მაშინვე. გაშალეთ და მოადუნეთ ხელი და მიეცით საშუალება კატას განსაზღვროს, რამდენად ახლოს მოვიდეს თქვენთან.
  6. გამოიყენეთ დამამშვიდებელი ფერომონი
    • კატის დამამშვიდებელი ფერომონები არის “ბედნიერი კატის” ფერომონების სინთეზური ვერსიები, რომლებსაც ეს ცხოველები ტოვებენ, როცა ლოყაზე გეხახუნებიან თქვენს ან თქვენს ავეჯს. გამოიყენეთ ეს საშუალებები თქვენი შინაური ცხოველის დასამშვიდებლად.
  7. გაიარეთ კონსულტაცია ზოოფსიქოლოგთან ზოგჯერ სპეციალისტის დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებით. თუ კატის სოციალიზაცია გიჭირთ, მიმართეთ ზოოფსიქოლოგს. ის გეტყვით, თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოთ. აგიხსნით, როგორ მოიქცეთ, რომ უკვე შეშინებული შინაური ცხოველი ზედმეტად არ გააღიზიანოთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!