როგორ მოვაშოროთ სახლში კატის სუნი?
ლაქის წყლით ამორეცხვა რეკომენდებული არაა: ამ გზით შარდმჟავას და სუნის მოცილება შეუძლებელი იქნება, მაგრამ ხეხვამ შესაძლოა ლაქა გაადიდოს.
გარდა ამისა, არ უნდა გამოიყენოთ ამიაკის და ქლორის შემცველი პროდუქტები ერთდროულად. ზოგადად, სხვადასხვა საწმენდი საშუალების შერევა ძალიან არასასურველია. ქიმიური რეაქციის წარმოქმნისას მათ ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზარალის მიყენება შეუძლიათ.
ქიმიკატების დასუფთავებისას აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ხელთათმანები და ნიღაბი.
როგორ ვებრძოლოთ?
• ადსორბენტად გამოაგდგებათ, კატის ტუალეტის შემავსებელი, ბავშვის საფენები, ქაღალდის პირსახოცები და ფქვილიც კი. დადეთ ლაქაზე და მას შემდეგ რაც სითხე მთლიანად შეიწოვება, ადსორბენტი მოათავსეთ კატის ტუალეტში. იატაკზე დარჩენილი ლაქა შეგიძლიათ ძმრისა და სოდის ხსნარით მოაშოროთ. • აუცილებელია ძმრის ხსნარის მომზადება პროპორციით 1:3-ზე, დაასხით მიღებული მასა ლაქაზე. თუ ავეჯი დაზიანებულია, შეგიძლიათ ხსნარი ჩაასხით პულივიზატორში და ლაქიან ადგილს მიასხუროთ. • ძმრის ხსნარის ლაქას დაასხით ჩვეულებრივი საცხობი სოდა და წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი. შედეგად წარმოიქმნება ქაფი, რომელიც მალე შეიწოვება და დადნება. • ქაფის ნარჩენები უნდა მოიცილოთ ციტრუსის ჰაერის გამწმენდით ან ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთის ხსნარით შესხურებით ლაქაზე. •ლაქებს ასევე შეგიძლიათ ებრძოლოთ ლიმონმჟავას ან მარგანეცის ხსნარით. ზოომაღაზიები დღესდღეობით შინაური ცხოველების ცუდ ჩვევებთან საბრძოლველად უამრავ პროდუქტს გვთავაზობენ, მათ შორის, კატის შარდის ლაქების ამოყვანისთვის განკუთვნილ ადსორბენტულ ხსნარებს და სპეციალურ სითხეებს.
არასასურველი ქცევის მიზეზები
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთავარი სირთულე მდგომარეობს არა იმაში, თუ როგორ მოაშოროთ კატის სუნი სახლიდან, არამედ შინაური ცხოველის ამ ქცევის მიზეზებში. თუ ჯერ მხოლოდ ტუალეტს აჩვევთ, შეეცადეთ იყოთ რაც შეიძლება მომთმენი, გამოიყენეთ პოზიტიური მიდგომა: როგორც კი შინაური ცხოველი ტუალეტთან მივა, შეაქეთ, მოეფერეთ და დააჯილდოვეთ სასუსნავებით. თუ კატა მონიშნავს ავეჯსა და შპალერს, სავარაუდოდ, ეს მეტყველებს რომ სქესობრივი ნადირობის პერიოდი დაეწყო. ამ დროს, როგორც წესი, შინაური ცხოველების ქცევაში სხვა ცვლილებებიც შეინიშნება: კატები ხდებიან უფრო აგრესიულები, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იკნავლონ და სახლიდან გაქცევაც კი სცადონ. თუ კატა არ მიეკუთვნება ბრიდ-ჯიშის კლასს და მის გამრავლებას არ გეგმავთ, აჯობებს, მის კასტრაციაზე დაფიქრდეთ.
Leave your comment