როგორ მოვაშოროთ სახლს კატის ბეწვი?
პრევენციული ღონისძიებები
დღეში ერთხელ მაინც საჭიროა კატას ბეწვი სპეციალური ხელთათმანით დავარცხნოთ. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, შედეგი შესამჩნევი იქნება. ყველაზე გრძელბეწვიანებს სპეციალური ჯაგრისებით ვარცხნიან ხოლმე. თბილ სეზონზე შინაური ცხოველი შეგიძლიათ მიიყვანოთ გრუმერთან, ან დამოუკიდებლად გაკრიჭოთ.
ვებრძვით ბეწვს სახლში
ფუმფულა და არც თუ ისე ფუმფულა კატების ნებისმიერი პატრონისთვის სახლის სისუფთავისთვის ბრძოლაში მთავარი ასისტენტი მტვერსასრუტია. ბეწვისგან თავის დასაღწევად მოამტვერსასრუტეთ ზემოდან ქვევით, დაიწყეთ თაროებიდან, შემდეგ გადადით ავეჯზე და ფანჯრის რაფებზე, ბოლოს კი, იატაკზე და ხალიჩაზე. ხალიჩებიდან ბეწვის ეფექტურად მოსაშორებლად უმჯობესია გამოიყენოთ ტურბო ჯაგრისი. ის ბეწვს იხვევს და ამით წმენდა ადვილდება.
კატის პატრონებმა ასევე არ უნდა დაივიწყონ სველი წმენდა, უმჯობესია ამის გაკეთება ყოველდღიურად. სველი ქსოვილი კარგად აგროვებს ყველაზე პატარა ბეწვსაც კი, რომლებსაც მტვერსასრუტი ვერ უმკლავდება.
ბეწვთან ბრძოლაში რეზინიც საკმაოდ ეფექტურია. სპეციალური ლილვაკები ან ცოცხები რეზინის საფარით იზიდავს ბეწვს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გაწმენდას. რბილი დივანებისა და სავარძლებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მტვრისა და ბეწვის გაწმენდის ისეთი მოძველებული მეთოდი, როგორებიცაა ზეწარი და საბერტყი ჯოხი. დაფარეთ რბილი ავეჯი ზეწრებით და კარგად დააწექით, შემდეგ კი უბრალოდ გარეცხეთ.
ბრძოლა ბეწვთან ტანსაცმელზე
ძალიან სამწუხაროა ხოლმე როდესაც კატის ბეწვს თქვენს საყვარელ სამოსზე ხედავთ. ტანსაცმლიდან ბეწვის მოცილების რამდენიმე გზა არსებობს. უმარტივესი არის სველი ხელისგული. დაისველეთ ხელები წყლით და საგულდაგულოდ გაიწმინდეთ ტანსაცმელი ზემოდან ქვევით მოძრაობით. ბეწვი აიგორგლება, მას სამოსს იოლად მოაშორებთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა წებოვანი ლილვაკები ტანსაცმლისთვის, რომლებიც ნივთებისთვის ბეწვის მოსაშორებლად შექმნეს. ისინი აგროვებენ წებოვან ზედაპირზე უმცირეს ბეწვსაც კი. ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, უმჯობესია აირჩიოთ მრავალჯერადი გამოყენებადი ლილვაკები, რომლებიც შეიძლება გაირეცხოს გამდინარე წყალში ან გაიწმინდოს სხვა გზით.
იმისათვის, რომ ბეწვი ნივთებს ნაკლებად მიეკრას, რეცხვისას გამოიყენეთ ქსოვილის დამარბილებელი, ასევე ანტისტატიკური საშუალებები. ტანსაცმელი დახურულ კარადებში შეინახეთ.
Leave your comment