როგორ მოვაშოროთ კატის შარდის სუნი?

როგორ მოვაშოროთ კატის შარდის სუნი?

კატის შარდის სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ მაღაზიაში შეძენილი სპეციალური გამწმენდი საშუალებები, ასევე ხალხური მეთოდები. ჩვეულებრივ, უსიამოვნო პრობლემა ჩნდება, როდესაც კატა არ არის მიჩვეული ტუალეტს ან ის კარგად არ არის გაწმენდილი. ამიტომ, იმისთვის, რომ საბოლოოდ მოიშოროთ კატის სუნი, რეკომენდებულია დასუფთავება და ცხოველის ქცევისთვის ყურადღების მიქცევა.  

როგორ მოვაშოროთ კატის შარდის სუნი ხალიჩას და იატაკს?

თუ კატის შარდის სუნი გაგჩნდა ავეჯზე ან ხალიჩაზე, პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან მისი მოშორება ასეთი ზედაპირებიდანაც კი შესაძლებელია. თუმცა, შრომა მოგიწევთ. საქმე ისაა, რომ ბუნებით კატის შარდში შარდოვანასა და ფერომონების მაღალი კონცენტრაცია – ამიტომ სუნი შეიძლება დარჩეს მონიშნულ ადგილას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. გამოყოფის შემდეგ შარდი იშლება ამიაკად და თიოლად (ნივთიერება წყალბადის სულფიდის უსიამოვნო სუნით) და შემდეგ მყისიერად იქცევა მცირე კრისტალებად. სწორედ ამიტომ არის ასე რთული კატის შარდის სუნის მოშორება იატაკის საფარებიდან: ის უბრალოდ შეიწოვება ხალიჩაში და პარკეტში. აუცილებელია სუნი ძალიან სწრაფად მოაშოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კატის შარდი გადაიქცევა ინდიკატორად კატისთვის და მან შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ეს ადგილი იატაკზე მისი ახალი ტუალეტი გახდა. ზოომაღაზიებში იყიდება სპეციალური გელები და შამპუნები, რომლებიც დაგეხმარებიან სახლიდან კატის შარდის უსიამოვნო სუნი მოაშოროთ. სხვადასხვა კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს განსხვავებული ზედაპირების გასაწმენდად. ისინი შეიცავენ აქტიურ ნივთიერებას, რომელიც სუნს კი არ ნიღბავს, არამედ საფუძვლიანად ანადგურებს ამიაკის და წყალბადის სულფიდის ნაერთებს. ამ საშუალებების შემადგენლობა, როგორც წესი, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა შინაური ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის. გარდა ამისა, ისინი არ აზიანებენ ხალიჩას და იატაკის სხვა საფარებს. თუ კატის შარდმა ოთახი თავისი სუნით ისე გაჟღინთა, რომ მასთან დამოუკიდებლად გამკლავება შეუძლებელია, ისარგებლეთ პროფესიონალების მომსახურებით, რომლებიც კომპლექსური ქიმწმენდის მეთოდით გაწმენდენ ბინას და სამუდამოდ დაგავიწყებენ ამ პრობლემას. მათ, ვინც უპირატესობას ანიჭებს ხელთ არსებულ საშუალებებს, უმჯობესია გამოიყენო შემდეგი ხელმისაწვდომი მეთოდები:ლიმონის წვენი ან ლიმონის მჟავა გაანადგურებს კატის შარდის კვალს და მის სუნს. წასვით 1 ჩაის კოვზმჟავასგან და 100 მლ წყლისგან შედგენილი ნარევი ან მთელი ლიმონის წვენი საფარ, ეს ამოიყვანსს დარჩენილ სუნს და გადააჩვევს კატას შემდეგ ჯერზე ტუალეტის ნაცვლად ამ ადგილას მოსაქმებას.მუქი ფერის საფარებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ იოდის ხსნარი 1 ჭიქა წყალში 6 წვეთი იოდი უნდა გახსნათ. იოდი უკიდურესად უსიამოვნოა ყველა კატისთვის, ამიტომ ის ხალიჩაზე კვალის დატოვების ნებისმიერ სურვილს წაართმევს. მაშ, ჩვენ გავარკვიეთ, როგორ ამოვიყვანოთ სუნი იატაკიდან, ახლა კი გიმბობთ, როგორ ამოვიყვანოთ კატის შარდის სუნი ფეხსაცმელიდან.

როგორ მოვაშოროთ კატის შარდის სუნი ფეხსაცმელ?

ზოგჯერ კატები პატრონის ფეხსაცმელში შარდავენ. ისინი ამას აკეთებენ არა ჯიბრის გამო, არამედ იმიტომ, რომ მათ უნდათ მონიშნონ ადგილი, რომელსაც ადამიანის სუნი აქვს. არ იჩქაროთ თქვენს საყვარელ ფეხსაცმელთან დამშვიდობება, რადგან კატის შარდის სუნის მოშორება ფეხსაცმლიდანაც კი შესაძლებელია. მთავარია, სუნი ძალიან სწრაფად ამოიყვანოთ, ფეხსაცმელმა სამუდამოდ რომ არ შეიწოვოს თუ შარდის კვალი ჯერ კიდევ სველია, საჭიროა ქაღალდის ხელსახოცით და სარეცხი საპნით დაამუშავოთ. შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან მიმართეთ ერთ-ერთს:
  • ლაქას წაუსვით გლიცერინი, ის ხელს შეუწყობს მის მოცილებას, მაგრამ არ ძველ ლაქებს არ ამოიყვანს.
  • მუქ ფეხსაცმელზე შეგიძლიათ გამოიყენოთ იოდის ხსნარი (6-8 წვეთი თითო ჭიქა წყალზე) ან მარგანეციანი წყალი. დამუსავების ემდეგ, ფეხსაცმელი წყალში გაავლეთ.
  • გამოიყენეთ სპეციალური საწმენდი საშუალება ზოომაღაზიიდან. როგორც წესი, ასეთი საშუალებები შეიცავენ ინგრედიენტებს, რომლებიც კატის შარდის სუნის ნაკვალევს მთლიანად გააქრობენ.

როგორ ამოვიყვანოთ შარდისგან დარჩენილი ლაქები?

არსებობს რამდენიმე საიმედო რჩევა, თუ როგორ უნდა ამორეცხოთ კატის შარდისგან დარჩენილი ლაქა სხვადასხვა ზედაპირიდან.
  • თუ ლაქა ახალია, ჯერ მთელი სითხე უნდა მოაშოროთ. ამაში კატის შემავსებელიც კი დაგვეხმარება: უბრალოდ მოაყარეთ გუბეს შთამნთქმელი ბურთულები, შემდეგ კი მტვერსასრუტი გამოიყენეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცები ან ტუალეტის ქაღალდი. იმოძრავეთ კიდეებიდან ცენტრამდე ისე, რომ დაბინძურების ზედაპირი არ გაზარდოთ.
  • ჩვეულებრივი არაყი დაგეხმარებათ შარდოვანას კრისტალების დაშლაში. დატოვეთ სპირტიანი ქსოვილი ლაქაზე 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ზედაპირს უბრალოდ გაშრობა აცადეთ.
  • ღია ფერის ქსოვილების გასარეცხად გამოიყენეთ ჟანგბადის მათეთრებელი ქლორის გარეშე.
  • ლაქას დიდი რაოდენობით სოდა მოაყარეთ და მცირე რაოდენობი წყალბადის ზეჟანგი დაუმატეთ. ამ ნივთიერებების ურთიერთქმედებისას წარმოქმნილი მძლავრი რეაქცია ხელს უწყობს ქსოვილიდან შარდის ნარჩენების გამოყოფას. ქაფის წარმოქმნის შემდეგ, უბრალოდ გაშრობას დაელოდეთ.

კატის შარდის მოსაშორებელი ხალხური საშუალებები

არსებობს რამდენიმე შემოწმებული ხალხური საშუალება, რომელიც ხელს უწყობს კატის შარდისა და მისი სუნის მოშორებას ზედაპირებიდან: ჩვეულებრივ ძმრის ესენციას შეუძლია უსიამოვნო „არომატისჩაახშოს. დაამუშავეთ სუნის წყარო და ჯაგრისით გახეხეთ. ძმარი ამიაკის სუნს ძველ ლაქებზეც კი დაამარცხებს. ძმრის ხსნარის გამოყენების შემდეგრ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება. აიღეთ საცხობი სოდა და ცოტა თხევადი ან სარეცხის საპონი, შეურიეთ და მიღებული მასა წასვით ზედაპირ. გახეხეთ ჯაგრისით და ჩამორეცხეთ წყლით. თუ სუნის წყარო ხალიჩაა, შეგიძლიათ დამატებით დააყაროთ მშრალი სოდა, შემდეგ კი იატაკი მტვერსასრუტით გაასუფთავთ. შარდის სუნს ლიმონმჟავა ძალიან კარგად უმკლავდება დაამუშავეთ დაბინძურების ადგილი. კატები ციტრუსის სუნს ვერ იტანენ და იმ ადგილს მოერიდებიან.

გავერკვეთ კატების ქცევაში

პრობლემის გადაჭრის მცდელობა, რომელიც ეხება სახლიდან კატის შარდის სუნის მოშორებას და გვარდება დალაგებით, საკმარისი არაა, აუცილებელია რომ ცოხველის არასასურველი ქცევა გააანალიზოთ. კატები, როგორც წესი, უგულებელყოფენ ტუელტს, თუ ისინი ცუდად არიან მიჩვეულნი მას ან არ მოსწონთ შემავსებელი. შეეცადეთ კიდევ ერთხელ სცადოთ, მიაჩვიოთ კატა ტუალეტს, ასევე შეამოწმოთ ტუალეტის სიმყარე და მისი ადგილმდებარეობის მოხერხებულობა. სცადეთ სხვადასხვა ტიპის – ბუნებრივი და ხელოვნური შემავსებლები. ასევე, მნიშვნელოვანია ტუალეტის რეგულარულად გაწმენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კატა არასოდეს გამოიყენებს მას, რაც არ უნდა იდეალური იყოს სხვა პირობები. თუ სახლში რამდენიმე კატა გყავთ, უმჯობესია თითოეულს ცალკე ტუალეტი მოწყოთ. იდეალურ შემთხვევაში, ტუალეტების რაოდენობა კატების რაოდენობას ერთით უნდა აღემატებოდეს. თუ თქვენი კატა მუდმივად ნიშნავს ვერტიკალურ ზედაპირებს, სავარაუდოა, რომ მას სურს ტერიტორიის გამიჯვნა ან შფოთვას ამჟღავნებს. შეეცადეთ შეცვალოთ მისი ასოციაცია ამ ადგილთან და იქ საკვების მიმწოდებელი დაუდგით. ასევე შეგიძლიათ შეასხუროთ ზედაპირსინთეზური ფერომონები (მათ ყიდვას ზოომაღაზიებში შეძლებთ). სიტუაციაში, როდესაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა აღმოფხვრილია, მაგრამ პრობლემა არ ქრება, რეკომენდებულია მიმართოთ ვეტერინარს. შესაძლოა იმის მიზეზი რომ კატა ტულაეტს მიღმა ისაქმებს, შარდსასქესო გზების დაავადებაა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!