როგორ მივხვდეთ, რომ კატას მშობიარობა ეწყება?

როგორ მივხვდეთ, რომ კატას მშობიარობა ეწყება?

კატის ორსულობა საკმაოდ მალე მიმდინარეობს – დაახლოებით 9 კვირა. თუ ზუსტად იცით როდის შეაჯვარეთ კატა, ადვილია განსაზღვროთ მშობიარობის პერიოდიც. იმ შემთხვევაში კი თუ არ იცით როდის მოხდა შეჯვარება, მოგიწევთ კატის ქცევების ანალიზი. როგორ მივხვდეთ რომ მშბიარობა იწყება?
ორსული კატის ორგანიზმში არსებით ცვლილებებს ადგილი აქვს დაახლოებით მე 4-6 კვირაზე. ამ დროს კნუტების ზრდის ნახტომი აღინიშნება, რაც იწვევს კატის წონის მატებას და ასევე ცხოველის მადის გაზრდასაც. ამითი პატრონისთვისაც ადვილია მიხვდეს რომ შეჯვარება წარმატებული იყო და უნდა მოემზადოს მშობიარობისთვის.

რა უნდა გააკეთოთ მშბიარობამდე?

  1. ⦁ ვეტერინართან ვიზიტი. ორსულობის დადგენა შესაძლოა ექოგრაფიის მეშვეობით შეჯვარებიდან 21-ე დღეს. და რაც უფრო ადრე გაიგებს პატრონი მისი ცხოველის ორსულობაზე, მით უკეთესია. სპეციალისტი მოგიყვებათ იმაზე თუ როგორ მიმდინარეობს კატის ორსულობა, დაადგენს ორსულობის ვადას და კნუტების რაოდენობას, ასევე კატის მოვლის რეკომენდაციას მოგცემთ;
  2. ⦁ მოელაპარაკეთ ვეტერინარს ბინაზე ვიზიტის თაობაზე. მოილაპარაკეთ იმაზე რომ მშობიარობის დროს გართულებების შემთხვევაში თქვენ მის გამოძახებას ღამითაც შეძლებთ;
  3. ⦁ მშობიარობითვის ადგილის მოწყობა. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ დიდი ყუთი ან მაღაზიაში შეიძინოთ სპეციალური სახლი კატისა და ახალშობილი კნუტებისათვის.
არსებობს კატის ქცევის რამოდენიმე ვარიანტი, რომელიც მშობიარობის მიახლოვებაზე მიანიშნებს. თუმცა ცხოველებში ეს ვარიანტები გამოიხატება სხვა და სხვა ფორმით, ყველაფერი ინდივიდუალურია და ცხოველზეა დამოკიდებული.
მაგალითად, უჯიშო კატები ხშირად ადამიანისგან იმალებიან, ჯიშიანი კატები კი პირიქით ეძებენ თანადგომას და ალერს.

მოახლოვებული მშბიარობის ნიშნები:

  • ⦁ ერთიდან სამი დღით ადრე კატის ტემპერატურა შესაძლოა დაიწიოს 37 გრადუსამდე (ნორმის ფარგლებში მისი ტემპერატურა მერყეობს 38 დან 39 გრადუსამდე). თუმცა ძაღლებისგან განსხვავებით, კატებში შესაზლოა ტემპერატურის ვარდნას ადგილი არ ჰქონდეს. ტემპერატურის ვარდნის მიზეზი არის პროგესტერონის ჰორმონის დაწევა, რომელსაც გამოიმუშავებს ორსულობის ყვითელი ტანი, თუმცა კატებში კნუტების პლაცენტაც გამოიმუშავებს პროგესტერონს.
  • ⦁ კატები აქტიურად ილოკავენ თავს, განსაკუთრებით მუცელს და გენიტალიებს.
  • ⦁ ძუძუები უდიდდებათ, უცხელდებათ, ზოგჯერ გამოიყოფა ხსენი.
  • ⦁ კატის აქტივობა საგრძნობლად იკლებს. როდესაც ის მშვიდ მდგომარეობაშია, კარგად ჩანს მისი მუცლის მოძრაობა, რაც დაკავშირებულია კნუტების მოძრაობასთან.
  • ⦁ მშობიარობის დღეს კატის მადა მკვეთრად მცირდება ან საერთოდ ქრება.
ასევე არსებობს მინიმუმ ორი ნიშანი რომ მშობიარობა მალე დაიწყება. პირველი – სამშბიარო საწობის (ლორწოვანი შენადედი, რომელიც ყოფს საშვილოსნოსა და საშოს) გამოსვლა. ხშირ შემთხვევაში კატა ამ საცობს ჭამს, ამიტომაც თქვენ მაგას ვერ ნახავთ. მეორე ნიშანი – წყლების დაღვრა, რომელსაც აქვს მოყვითალო ფერი და ლორწოვანი სტრუქტურა. ამის მერე როგორც წესი კატას მშბიარობა რამოდენიმე საათში ეწყება.

კატის ნაადრევი მშბიარობა

სამწუხაროდ ხდება ისიც, რომ მშობიარობა კატას ეწყება დროზე ადრე. დღენაკლული კნუტები როგორც წესი კვდებიან. ნაადრევი მშობიარობის მიზეზებია:
  • ⦁ კატის ფიზიკური ტრავმა;
  • ⦁ სქესობრივი ინფექციები;
  • ⦁ სტრესული სიტუაციები;
  • ⦁ კნუტების განვითარების პათოლოგია და ტრავმები;
  • ⦁ რეპროდუქტიული ტრაქრის დაავადებები;
  • ⦁ გენეტიკური შეუთავსებლობა.
ნაადრევი მშბიარობის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ვეტერინარულ კლინიკას. მთავარია – ნუ აყვებით პანიკას კატას შეუძლია დამოუკიდებლად შეაჩეროს ჭინთვები და მშობიარობაც, თუმცა მხოლოდ ვეტერინარს შეუძლია დაადგინოს მშობიარობის დაწყების მიზეზი და დახმარება გაუწიოს ცხოველს. ადვილია შეამჩნიოთ რომ კატას მშობიარობა ეწყება, ბევრად რთულია ამ შემთხვევაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ნუ აყვებით პანიკას და ნუ ეცდებით დაეხმაროთ ცხოველს, განსაკუთრებით თუ ეს თქვენთვის პირველად ხდება. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია მიმართოთ ვეტერინარს და მის პროფესიონალიზმს ენდოთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!