როგორ მივაჩვიოთ ლეკვი ჯიხურს?

როგორ მივაჩვიოთ ლეკვი ჯიხურს?

ცნობილია, რომ ბევრი ძაღლი, განსაკუთრებით მსხვილი ზომის ჯიშები, ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ქალაქგარეთ. კერძო სახლში ცხოვრება თავისუფლებაა და მუდმივად სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა. ამასთან, ბევრი ძაღლი სახლში კი არ ცხოვრობს, არამედ ქუჩაში – ჯიხურში ან ვოლიერში. მოდით გავარკვიოთ, როგორ მივაჩვიოთ ლეკვი ჯიხურს.
მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებთ ლეკვთან მუშაობას, მით უფრო სწრაფად და მარტივად შეეგუება თავის ადგილს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მაშინვე უნდა დარჩეს ჯიხურში მარტო. ამ მიდგომამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ძაღლის ფსიქიკას და უამრავი უბედურება მოუტანოს მთელ ოჯახს.

ჯიხურის მახასიათებლები

პირველ რიგში ჯიხურის გაკეთებაა საჭირო. ეს უნდა იყოს კომფორტული ნაგებობა, რომლის შიგნითაც შინაურ ცხოველს შეეძლება სრულ სიმაღლეზე დგომა და გაშლა. მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს წყალგაუმტარი და თბილი. გარდა ამისა, არ უნდა ჰქონდეს სუნი, მათ შორის გამოყენებული სამშენებლო მასალებისაც კი. თუ თქვენ უკვე მოამზადეთ ჯიხური და დარწმუნებული ხართ, რომ ის თქვენი შინაური ცხოველისთვის შესაფერისია, დროა დაიწყოთ ლეკვის ადაპტაცია.

რას მივაქციოთ ყურადღება?

  • ⦁ ნუ ჩქარობთ სახლში საიმედო მცველის ყოლას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ ლეკვი მარტო ახალ ადგილას. დიდია ალბათობა იმისა, რომ ძაღლს შეეშინდეს უეცარი ცვლილებების, სიბნელის ან მარტოობის, რაც აუცილებლად იმოქმედებს მის ხასიათზე;
  • ⦁ იგივე ეხება ჯაჭვს და ვოლიერს. ლეკვმა ჯერ უნდა მიმოიხედოს ირგვლივ, მიეჩვიოს საკუთარ სახლს. არ არის აუცილებელი ძაღლის ჩაკეტვა ვოლიერში ან ჯაჭვით დაბმა;
  • ⦁ შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ თქვენს ლეკვთან გარეთ. ერთად დაათვალიერეთ ჯიხური, ითამაშეთ – დარწმუნდით, რომ ახალ სახლში თავს მარტოსულად არ გრძნობს;
  • ⦁ განათავსეთ თქვენი ძაღლის საყვარელი სათამაშოები, საწოლები და თასები ჯიხურში. ნაცნობი სუნი დააჩქარებს ადაპტაციის პროცესს;
  • ⦁ მას შემდეგ, რაც ლეკვი დაინტერესდება ახალი სახლით, წაახალისეთ მისი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი კერძებით ან შეაქეთ. პოზიტიური მიდგომა ძაღლის წვრთნის საუკეთესო მეთოდია;
  • ⦁ კიდევ ერთი ვარიანტია თქვენი შინაური ცხოველის გამოკვება ჯიხურის გვერდით, ასე მას ექნება დადებითი ასოციაციები სახლთან;
  • ⦁ გაზარდეთ ჯიხურში დატოვების ხანგრძლივობა, არ დაგავიწყდეთ მისი მონახულება, თამაში და შექება.
ძაღლების გაწვრთნის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი მოთმინებაა. ასევე აუცილებელია ლეკვის ჯიხურთან შეგუების პროცესში, მით უმეტეს, თუ შინაური ცხოველი არ აღიარებს ახალ სახლს და უარს ამბობს მასზე.

რატომ არ მოსწონს ლეკვს ჯიხური?

    1. ⦁ ალბათ მიზეზი თავად ჯიხურშია. ძაღლს შეიძლება არ მოეწონოს კონსტრუქცია, რადგან ცივა ან პირიქით ცხელა ან უსიამოვნო სუნი დგას შიგნით. ხშირად, განსაკუთრებით თავდაპირველად, თბილ ამინდში, შინაური ცხოველი უფრო მეტად რჩება გარეთ.⦁ სანამ ცხოველს ახალ სახლს შეაჩვევთ, დარწმუნდით, რომ ის არის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო ლეკვისთვის.
    2. ⦁ ხანდახან მეპატრონეები მეორად ჯიხურს ყიდულობენ. უცხო სუნმაც, ასევე შეიძლია, შეაშინოს შინაური ცხოველი.
3 ⦁ ძაღლს ეშინია სიბნელის ან მარტოობის. თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ასეთ შიშებს ან მიმართოთ კინოლოგს. 4. ⦁ ითვლება, რომ შემოდგომაზე და ზამთარში, წვიმიან ან ცივ სეზონზე, ლეკვის ჯიხურთან შეგუება უფრო რთულია, ვიდრე ზაფხულში ან გაზაფხულზე. უამინდობამ შეიძლება გააუარესოს შინაური ცხოველის მდგომარეობა, თუ მას სტრესავს ახალი საცხოვრებელი ადგილი. ძაღლის ჯიხურთან ადაპტაციის პერიოდი დიდწილად დამოკიდებულია შინაური ცხოველის ბუნებაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ლეკვის მშობლების ცხოვრების წესიც.
ექსპერტები თვლიან, რომ შინაური ცხოველები, რომელთა უახლოესი წინაპრები ქუჩაში ცხოვრობდნენ, ბევრად უფრო სწრაფად ეჩვევიან ჯიხურს ან ვოლიერს, ვიდრე მათი სხვა ნათესავები.
არის შემთხვევები, როცა ძაღლი კატეგორიულად ამბობს უარს საკუთარ სახლში ცხოვრებაზე – იშვიათად შედის შიგნით და ზამთარშიც კი ურჩევნია გარეთ ღამის გათევა. მიზეზი შეიძლება მდგომარეობდეს ცხოველის ინდივიდუალურ მახასიათებლებში. როგორც წესი, დიდი ზომის ძაღლებს უპრობლემოდ შეუძლიათ მსუბუქი ყინვების მოთმენა. შინაური ცხოველის იძულებით დატოვება ჯიხურში არ ღირს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!