როგორ მივაჩვიოთ კნუტი დასაძინებელ ადგილს?

როგორ მივაჩვიოთ კნუტი დასაძინებელ ადგილს?

ცხოველის სახლში მოყვანის შემდეგ პატრონები ფიქრობენ, რომ ის ოჯახში დადგენილ წესებს დაემორჩილება და სურთ ამ წესებს თავისუფალების მოყვარული კატაც ემორჩილებოდეს.
მაგრამ ძაღლებისგან განსხვავებით, რომლებთანაც ძალიან მარტივია დასაძინებელ ადგილზე „მოლაპარაკება“, კატასთან ეს საკმაოდ რთულია ხოლმე. მაშ, როგორ მივაჩვიოთ კნუტი იქ ძილს, სადაც პატრონს სურს და არა იქ, სადაც მას მოესურვება?

ვარჩევთ დასაწოლ ადგილს

პირველ როგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ადგილი, რომელსაც კნუტს გამოუყოფთ, უნდა იყოს კომფორტული, საკმაოდ დახურული, კნუტისთვის მარტივი უნდა იყოს იქიდან მიაგნოს საჭმელს და ტუალეტს და რასაკვირველია, ეს ადგილი უნდა მოსწონდეს.
ზოომაღაზიებში უამრავი სახეობის კატის საწოლია წარმოდგენილი, ისინი შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: დახურული სახლები, კალათები და ჰამაკები. თუ ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ, აჯობებს, თუ ყველა მათგანს შეიძენთ და კნუტს არჩევანის საშუალებას მისცემთ თავად გადაწყვიტოს, სად უფრო მოსწონს დაძინება. ხოლო, თუ არა – კნუტს ყურადღებით უნდა დააკვირდეთ. თუ მას მოსწონს ღია, რბილ სივრცეში ძილი (მაგალითად, დივანზე) არაფერი საწინააღმდეგო არ ექნება თუ კალათას უყიდით, თუ მხოლოდ განმარტოებულ, ბნელ ადგილებში იძინებს (საწოლის ქვეშ, კარადაში) უფრო მეტად სავარაუდოა, სახლის ტიპის საწოლი შეეფერებოდეს, ჰამაკები კი მოსახერხებელია იმისთვის, რომ შეძლოთ ისინი გათბობასთან ჩამოკიდოთ, ეს კატების უმრავლესობას გაახარებს. მუდმივი დასაძინებელი ადგილის შერჩევისას გაითვალსიწინეთ კნუტის სურვილებიც. თუ მოსწონს ადგილი ფანჯარასა და დივანს შორის, საწოლს თუ იქ დაუდგამთ, სიამოვნებით გამოიყენებს. ასევე, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ: არავითარ შემთხვევაში არ დადგათ კატის საწოლი გასასვლელში ან იმ ადგილებში, სადაც მუდამ ორპირია, რადგან ნაკლებ სავარაუდოა კნუტმა იქ დაიძინოს.

ვაჩვევთ საწოლს

როდესაც სახლში ახალ ნივთს მოიტანთ, განსაკუთრებით იმას, რომელზეც ამყარებთ იმედს, რომ კატის საყვარელს საწოლად იქცევა, ფრთხილად „გააცანით“ ის კატას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კნუტი მასზე ძალით დააწვინოთ, ამან შესაძლოა შეაშინოს და მას იმ საწოლში დაძინება აღარასდროს მოუნდება. ყველაზე მარტივია თუ კალათას, სახლს ან ჰამაკს გამოსაჩენ ადგილას დატოვებთ და კნუტს შესაძლებლობას მისცემთ თავად გაეცნოს მას. კნუტის ყურადღების მისაქცევად შესაძლებელია მიასხუროთ საწოლს ვალერიანის ნახარში ან კატის პიტნა, კატებს ამ მცენარეების სუნი მოსწონთ და საწოლის მიმართ დადებითად განეწყობიან.
ასევე, საწოლში შეგიძლიათ ჩადოთ ნივთი, რომელსაც თქვენი კნუტის სუნი ექნება (მაგალითად, მისი საყვარელი პლედი ან ზეწარი) – ასე კატისთვის გაცილებით მარტივი გახდება მიეჩვიოს ახალ საწოლს და შანსებს, რომ იქ დაიძინოს, მნიშვნელოვნად გაზრდის.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!