როგორ მივაჩვიოთ კატა სხვა საკვებს?

როგორ მივაჩვიოთ კატა სხვა საკვებს?

ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. ეს ჩვენს შინაურ ცხოველებსაც ეხება. როდესაც კატას მოგვყავს, ჩვენ, სხვა ყველაფერთან ერთად, მის რაციონზეც გვიწევს ზრუნვა. თუმცა, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა მიზეზის გამო, კატის მენიუ აუცილებლად შეიცვლება ხოლმე. საკვების შეცვლა შესაძლოა რამდენიმე მიზეზით მოხდეს. ცხოველის ასაკი. კნუტობის პერიოდი, ახალგაზრდობა და მოხუცებულობა. კვება კატის ასკის გათვალისიწნებით უნდა ხდებოდეს. თუ თქვენს შინაურ ცხოველს მზა საკვებს აჭმევთ, შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ ერთი და იმავე ხაზის სხვადასხვა საკვები. ყველა მსხვილი კომპანია აწარმოებს საკვებს სხვადასხვა ასაკის კატებისთვის. ამ შემთხვევაში სხვა საკვებზე გადასვლა ყველაზე მარტივია.

ორსულობა და ლაქტაცია. მომავალი ან ახალგაზრდა დედა კატა უნდა იკვებებოდეს კარგად და სწორად. აქაც, მწარმოებლებმა ყველაფერი ჩვენს მაგივრად გააკეთეს, უბრალოდ, შესაფერისი საკვები ზოომაღაზიაში უნდა შევიძინოთ.

სტერილიზაცია. იმის გამო, რომ სტერილური კატები მიდრეკილნი არიან წონის მატებისკენ, მათ სჭირდებათ დაბალკალორიული საკვები.

Დაავადებები. სამწუხაროდ, ასაკის მატებასთა ერთად, და არა მხოლოდ, ჩვენი შინაური ცხოველები შეიძლება დაავადდნენ. ვეტერინარი მათ დაუნიშნავს სპეციალურ დიეტას, რომელიც დამოკიდებულია დიაგნოზზე. ჩვენ სამკურნალო საკვების კარგი ასორტიმენტი გვაქვს. რაც მთავარია, არ იყიდოთ საკვები თქვენი გემოვნებით. გახსოვდეთ, ამ საკითხზე სწორი რეკომენდაციის მოცემა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

როგორ შევუცვალოთ საკვები კატას? ჯერ გადაწყვიტეთ, კონკრეტულად რით აჭმევთ თქვენს ბეწვიან მეგობარს. შემდეგ შეიძინეთ საკვების ნიმუში, რადგან კატამ შეიძლება კატეგორიული უარი თქვას მის ჭამაზე. მეორეც, საკვების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია. შეიძლება გაგიმართლოთ და თქვენი ფისო ახალ საკვებს გემრიელად გეახლებათ, მაგრამ შესაძლოა, არ მოეწონოს. შეეცადეთ შესთავაზოთ მსგავსი, ოღონდ სხვა ბრენდის მიერ წამროებული საკვები. თუ კატა განსაკუთრებით ჯიუტია, მოგიწევთ მისი მოტყუებაც: ახალი საკვები ძველს შეურიოთ და ისე აჭამოთ. თუ ცხოველი ერთი დღე-ღამის განმავლობაში არ შეჭამს, ეს უკვე ლიმიტია.  
ექიმები ცხოველის სხვა საკვებზე მკვეთრად გადაყვანას არ გვირჩევენ, გარდა იმ შემთხვევიბისა, თუ თქვენი კატა ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსეა და “რკინის” კუჭი აქვს. თუ თქვენი შინაური ცხოველი არ არის ახალგაზრდა, მხიარული და დაკონსერვებული მუცელი. ახალ რაციონზე გადასასვლელად სტანდარტულად 10-12 დღეა საჭირო. ძველ საკვებს ახალი ნელ-ნელა უნდა დაუმატოთ და დააკვირდეთ კატას. მიიჩნევა, რომ ყველაზე რთული გადასვლა ბუნებრივი კვებიდან წარმოებულ საკვებზეა და პირიქით. სხვა საკვებზე გადაყვანის პროცესი ისეთივეა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, ერთადერთი, რაც უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ნატურალური კვება და ნასუფრალი სრულიად განსხვავებული რამეებია.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!