როგორ ვამშბიაროთ კატა?

როგორ ვამშბიაროთ კატა?

ითვლება რომ კატებს აქვთ გენეტიკური მეხსიერება, ამიტომაც მშობიარობა მიმდონარეობს ადვილად და მოკლე დროში. ასეც ხდება უმეტეს შემთხვევაში უსახლკარო ცხოველებში. მაგრამ სახლის კატები, განსაკუთრებით კი ჯიშიანები, ხშირად იბნევიან და საჭიროებენ პატრონის დახმარებას. როგორ ვამშბიაროთ კატა დამოუკიდებლად?
არსებობს რამოდენიმე ძირითადი მომენტი, რაც პარტონმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს. მშბიარობისთვის მზადება უნდა დაიწყოთ სავარაუდო თარიღამდე ორი კვირით ადრე.

მოაწყვეთ ადგილი მშობიარობისთვის

სამშობიარო ადგილისთვის ხშირად გამოიყენება დიდი ყუთი მაღალი ბორტებით, ასევე სპეციალური ყუთი, რომლის შეძენა შესაძლებელია ვეტერინარულ მაღაზიაში. თუ თქვენ გეგვამთ კატის პერიოდულ შეჯვარებას, მეორე ვარიანტი თქვენთვის უკეთესია. ყუთის ძირზე უნდა დააფინოთ პირსახოცი, საბნები, ასევე გაამზადეთ სუფთა ტილოები. ყუთი უნდა განთავსდეს მშვიდ ადგილას, ნიავისგან შორს. უმჯობესია წინასწარ დაათვალიერებინოთ ყუთი კატას და ნახოთ მისი რეაქცია.

თვალი ადევნეთ კატის მდგომარეობას

დაახლოებით ერთიდან სამი დღით ადრე კატა ხდება მოუსვენარი, არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება, საჭმელს არ ჭამს. ზოგიერთი კატა, რომელიც განსაკუთრებლად არის პარტონს შეჩვეული, მისგან შველას და ყურადღებას ითხოვს, ეალერსება და კნავის. სხვა კი პირიქით, ცდილობს ადამიანებს დაემალოს. ამ დროს მოელაპარაკეთ ვეტერინარს შესაძლო დახმარების გაწევაზე და ბინაზე მოსვლაზე.

სამშობიარო სამედიცინო დახმარების აფთიაქი

გაამზადეთ აფთიაქი წინასწარ, მასში ჩაალაგეთ ის ნივთები და სამედიცინო პრეპარატები, რომელიც შესაძლოა კატის მშბიარობისას დაგჭირდეთ:
  • ⦁ სუფთა და დაუთოვებული ტილოები და დოლბანდის საფენები;
  • ⦁ სტერილური აბრეშუმის ძაფი;
  • ⦁ იოდი, ბრილიანტის მწვანე, წყალბადის ზეჟანგი;
  • ⦁ ხელის ანტისეპტიკი და რამოდენიმე წყვილი ხელთათმანი;
  • ⦁ მაკრატელი დამრგვალებული წვერით;
  • ⦁ სათბურა კნუტებისათვის;
  • ⦁ ლორწოს ამოსატუმბი;
  • ⦁ ჯამი პლაცენტისთვის.

კნუტების დაბადება

ნორმალურ სიტუაციაში კატა კნუტს ლოკავს მისი გაჩენის მერე, ღრღნის ჭიპლარს და პლაცენტას ჭამს. სამწუხაროდ ასე ყოველთვის არ ხდება. კატა შესაძლოა დაიბნეს და საერთოდ არ მიაქციოს ახალშბილს ყურადღება. რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში თუ ვეტერინარი ხელმისაწვდომი არ არის.
თუ კნუტი დაიბადა და დედა მას ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ლოკავს და არ აშორებს მას ამნიოტურ ტომარას, არ დაყოვნდეთ, იმიტომ რომ კნუტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თქვენ უნდა გახიოთ კნუტის ტომარა და პიპეტის ან სხვა საშუალებით ფრთხილად მოაშოროთ მას სითხე პირიდან და ცხვირიდან. თუ კატა არც ამ ეტაპზე არ აქცევს კნუტს ყურადღებას, თქვენ უნდა გადაჭრათ მისი ჭიპლარი. ამისთვის ყველაზე წვრილ ადგილას გადაფსკვენით ჭიპლარი სტერულური ძაფით და გადაჭერით სტერილური მაკრატლით ლიგატურის (ძაფი, რომელსაც ვენების გადასაკეტად იყენებენ) ზემოთ, შეგიძლიათ წვერი დაადეზინფიციროთ. ამის შემდეგ დედის მუცელს მიადეთ კნუტი, მას ხსენი სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ყოველივე კნუტის დაბადების შემდეგ უნდა გამოვიდეს მისი პლაცენტა, რომელსაც კატა ჭამს ხოლმე. არ მისცეთ კატას ორზე მეტი პლაცენტის ჭამის საშუალება, რათა თავი აარიდოთ ღებინებას.
მიაქციეთ ყურადღება გამოსული პლაცენტების რაოდენობას, ის უნდა უდრიდეს კნუტების რაოდენობას. კატის შიგნით ჩარჩენილმა პლაცენტამ შესაძლოა გამოიწვიოს ძლიერი ანთება, რომელიც ზოგჯერ ცხოველის სიკვდილით მთავრდება.
ყურადღებით დააკვიდით მშობიარობის შემდგომ მიმდინარეობას. თუ კნუტი გამოჩნდა მაგრამ გარეთ არ გამოდის საათზე მეტ ხანს, სასწრაფოდ დაუკავშირდით ვეტერინარს! ასეთ შემთხვევაში კატას პროფესიონალური დახმარება სჭირდება. ასევე ყურადრება მიაქციეთ ახალშბილი კნუტების ქცევასაც. არააქტიური ცხოველები, რომელიც უაზროდ კნავიან და ცდილობენ დედის გარშემო ჩოჩვას – ეს არის ექიმთან მიმართვის სერიოზული საბაბი. როგორც წესი კატის მშბიარობა მიმდინარეობს რამოდენიმე საათი, იშვიათ შემთხვევაში 12-24 საათამდე. ამ დროს პატრონი უნდა იმყოფებოდეს ცხოველთან ახლოს და თვალი ადევნოს პროცესს. თუ თვლით რომ პროცესი არასწორად მიმდინარეობს, არ მოგერიდოთ ექიმთან დარეკვის, ამას შესაძლოა არა მარტო კნუტებისათვის, არამედ მათი დედისთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდეს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!