როგორ დავბანოთ ძაღლს თათები ?

როგორ დავბანოთ ძაღლს თათები ?

მიუხედავად იმისა, რომ სეირნობის შემდეგ ძაღლის თათების დაბანა ძალიან მარტივი პროცედურა ჩანს, საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია რამდენიმე კონკრეტული წესის დაცვა.
პირველ რიგში, ექსპერტები გვირჩევენ სწორი დასაბანი საშუალების არჩევას. ამჟამად ზოომაღაზიების თაროებზე არის სპეციალური შამპუნების ფართო არჩევანი: მაგალითად, კუპრის შემცველი, რომელიც კლავს პარაზიტებს, ან ანტიბაქტერიული ქლორჰექსიდინით. მგრძნობიარე ძაღლებისთვის ჰიპოალერგიული შამპუნის არჩევაც შეიძლება, ხოლო ჭუჭყს კარგად აშორებს ცხიმიანი ლაქების მოსაშორებელი საშუალება.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია ძაღლის თათების დაბანა გრილი წყლით, განსაკუთრებით ზამთარში, რათა ბალიშები არ დაძიანდეს, ტემპერატურის ცვლილების გამო. ჭუჭყისა და რეაგენტების საფუძვლიანად მოსაშორებლად საჭიროა ღრუბელის გამოყენება და აგრეთვე სასურველია პირველ რიგში წინა თათების დაბანა, ხოლო შემდეგ უკანა. ამ პროცესის დროს აუცილებელია გულდასმით დათვალიერება, შესაძლო დაზიანებებისა და ხიჭვების გამოსავლენად. იმისათვის, რომ ძაღლმა არ განიცადოს სტრესი ყოველდღიური დაბანით, ის ადრეული ასაკიდანვე უნდა შევაჩვიოთ წყლის პროცედურებს – ამბობენ ექსპერტები. აბაზანაში ყოველი შესვლის შემდეგ, შინაური ცხოველი შეგიძლიათ წაახალისოთ სასუსნავებით.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!