როგორ დავაჭრათ კნუტს ბრჭყალები?
როდის დგება ბრჭყალების დაჭრის დრო?
სიცოცხლის პირველ კვირებში კნუტებს საკმაოდ მოკლე და რბილი ბრჭყალები აქვთ, მაგრამ დროთა განმავლობაში, ისინი მაგრდება. 6-8 კვირისკენ ბრჭყალები ისეთ ზომამადე ეზრდებათ, ჭამის დროს დედის დაკაწვრას იწყებენ, რითიც ხელს უშლიან.
კნუტი და ბრჭყალების სალესი
დაახლოებით 6-7 კვირის კნუტები აქტიურად იყენებენ ბრჭყალებს თამაშისას, ახალი მწვერვალების დასაპყრობად და ყველაფერ იმის შესასწავლად, რაც გარშემო აკრავთ. თუ შეამნიეთ, რომ კნუტმა ავეჯისა და კედლების კაწვრა დაიწყო, ეს იმას ნიშნავს რომ დროა ბრჭყალების სალესი შეიძინოთ. ეს დაგეხმარებათ ნერვებისა და ინტერიერის შენარჩუნებაში, კნუტს კი ხელს შეუწყობს ბრჭყალები კომფორტულად აილესოს.
იმისთვის, კნუტს ბრჭყალების სალესის დანიშნულება ვუჩვენოთ, ფრთხილად უნდა მოვკიდოთ ხელი თათზე და ბრჭყალების ზედაპირზე გადავატაროთ – ეს დაგეხმარებათ მიაჩვიოთ ახალი აქსესუარი რეგულარულად გამოიყენოს. თუმცა, რაც უნდა ხშირად ილესოს ბრჭყალები კნუტმა სალესსე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრჭყალები არ უნდა დააჭრათ.
პირველად, ნამდვილი, მაგარი ბრჭყალები ეზრდებათ 4 თვის ასაკში, რომლებიც 6 თვემდე ბოლომდე უყალიბდებათ. კნუტებისთვის ბრჭყალების დაჭრის პროცედურის ჩატარება 15 კვირის ასაკიდან შეიძლება.
როგორ დავაჭრათ ბრჭყალები სწორად?
აუცილებელია ჩვენი ბინადარი ბრჭყალების დაჭრის პროცესს რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან მიაჩვიოთ. ამ საკითხში მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორი, პირველი გამოცდილებაა: ბრჭყალების პირველმა დაჭრამ უნდა ჩაიაროს რაც შეიძლება კარგად, კნუტმა არ უნდა განიცადოს დისკომფორტი და ტკივილი. ამ შემთხვევაში პროცედურა არ გამოიწვევს მასში შიშს და შეძლებთ მის ბრჭყალებს დაუბრკოლებლად მოუაროთ. პროცედურის დროს უნდა იმოქმედოთ ძალიან ფრთხილად, ტკივილი არ მიაყენოთ, ბრჭყალების დაჭრისას უნდა გაითვალისწინოთ მათი აგებულება, რათა არასწორ ქმედებებს თავი აარიდოთ.დაჭრის ეტაპები:
-
- შეარჩიეთ ისეთი დრო, როდესაც კნუტი მშვიდადაა და ეძინება კიდეც, თავს კარგად უნდა გრძნობდეს. შეგიძლიათ მოეფეროთ, ყურს უკან მოფხანოთ და შეეხოთ ყველა თათზე, რათა პროცედურას შეეჩვიოს.
- შემდეგ კატა კალთაში უნდა ჩაისვათ, ერთ ხელში მისი თათი აიღოთ, მეორეში -სპეცალური მაკრატელი, რომლის შეძენაც ნებისმიერ ზოომაღაზიაშია შესაძლებელი.
- აუცილებელია ხელი დააჭიროთ თათის შუაში ისე, რომ ბრჭყალები გარეთ გამოვიდნენ.
- დააკვრდით ბრჭყალს განსაზღვრეთ – სად მთავრდება მისი მგრძნობიარე ნაწილი. შემდეგ აუცილებელია ფრთხილად მოაჭრათ ბრჭყალი ისე, რომ დატოვოთ მინიმუმ 2 მილიმეტრი პულპიდან, ყველა თათის შემთხვევაში ასე უნდა მოიქცეთ.
სასარგებლო რჩევები:
-
კარგი იქნება ყოველი შემთხვევისთვის გვერდით იქონიოთ სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება და ანტისეპტიკი (ეს საშუალებები შეიძლება დაგჭირდეთ, თუ ბრჭყალების დაჭრისას პულპას დააზიანებთ)
-
თუ ეჭვი გეპარებათ რომ გაუმკლავდებით, ან უბრალოდ, ამ პროცედურის შესრულების გეშინიათ, შეგიძლიათ ის პროფესიონალებს მიანდოთ. ზოოსალონებში სპეციალისტები მას სწრაფად და უმტკივნეულოდ ჩაატარებენ.
Leave your comment