
როგორ დავამშვიდოთ კნუტი?
რჩევა N1
თუ კნუტი ძალიან აღგზნებულია, უნდა სცადოთ მისი დაჭერა, ხელში აყვანა და მოფერება. ამ ასაკში ცხოველი იზრდება და ვითარდება, მას ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელიც აუცილებელია დახარჯოს, ამიტომ რეკომენდირებულია მასთან რაც შეიძლება დიდი დროის გატარება: ხელში აყვანა, თამაში. ეცადეთ მავნებლობისგან ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ. რაც უფრო მეტად გაართობთ კნუტს დღისით, მით ნაკლებად შეაწუხებს პატრონს ღამით, რადგან ამის ძალა აღარ ექნება და აქტიურობა მნიშვნელოვნად იკლებს. შეიძლება ძალიან აქტიურად ეთამაშოთ დაძინებამდე 2 საათით ადრე.. თამაში ნელ-ნელა უნდა შეწყვიტოთ, იმოძრავეთ უფრო ნელა და მშვიდად. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ, კნუტს გაგრძელების სურვილი გაუჩნდება და პატრონის დევნას განაგრძობს.
რჩევა N2
თუ ყურადღებითა და მოფერებით ზედმეტად აქტიური ცხოველის მოთვინიერება არ გამოგიდით, სიმკაცრის გამოვლენა მოგიწევთ. გახსოვდეთ, კნუტს არავითარ შემთხვევაში არ სცემოთ: პირველივე ჯერზე ის ამას დაიმახსოვრებს და პატრონის მიმართ შიში და უნდობლობა გაუჩნდება, რაც სხვადასხვა უსიამვნო შედეგს გამოიწვევს. საფრთხის მუდმივი მოლოდინის გამო, შესაძლოა კნუტს განუვითარდეს ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც არაადეკვატურად აქცევენ. გარდა ამისა, კატები შურისმაძიებელები არიან, ამიტომ მასთან მიმართებაში გამოვლენილი სიმკაცრე ეს არის პატარა წკლიპურტი ცხვირზე ან წყლის პულივიზატორით შესხურება. კიდევ ერთი მეთოდი: სუსტად მოკიდოთ ხელი ქეჩოში, ცოტა ხნის წინ ასე მას საკუთარი დედა ექცეოდა – მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ უნდა გააკეთოთ, როდესაც მავნებლობს. კატებს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ და უკვე ჩადენილიდან რამდენიმე წუთში ცხოველი ვერ მიხვდება, პატრონი ასე რატომ ექცევა.რჩევა N3
კნუტის დამშვიდება შეუძლია მკვეთრ ხმასაც. შეგიძლიათ იატაკზე სპეციალურად დააგდოთ მეტალის ნივთი – მიზანი კნუტის ყურადღების გადაატანაა და არა – შეშინება, ეს ქმედება მხოლოდ მისი მავნებლური განწყობის ჩაცხრობას ემსახურება. თუ არც ეს მეთოდი იმუშავებს, ცხოველს ყურადღება აღარ უნდა მიაქციოთ და მიახვედროთ, რომ მისი ასეთი ქცევა არ მოგწონთ.
Leave your comment