როგორ გავიგოთ კატის ენა?
კომფორტი
როცა შინაური ცხოველი პატრონის მუცელზე დადის, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის რაღაცას სთხოვს. ეს ჩვევა პატარაობიდან დაჰყვა – ზუსტად იმავეს უკეტებენ დედა კატას კნუტები კნუტები, რითაც ლაქტაციაზე პასუხისმგებელ რეცეპტორებს ასტიმულირებენ. ამ გზით ცხოველი გვიჩვენებს, რომ თავს მოდუნებულად და უსაფრთხოდ გრძნობს.
გადაწყვეტილებების მიღება
გაფოფრილი ულვაში და თავზე მიდებული ყურები მიუთითებს იმაზე, რომ კატა იღებს გადაწყვეტილებას თან შესაძლო შედეგების ცოტა ეშინია: ადგილზე დარჩეს თუ გაიქცეს? გავიდეს გარეთ, სადაც წვიმს, თუ სახლში ჯობს დარჩენა? გარდა ამისა, როდესაც კატა რთული არჩევანის წინაშე დგას, ის კუდს აქნევს, თითქოს აკანკალებს. გადაწყვეტილების მიღებისთანავე კუდს მაშინვე გააჩერებს.
Leave your comment