როგორ გავართოთ კატა, რომ არ მოიწყინოს?
-
-
- უბრალო სათამაშოები
- სათამაშო სივრცისთვის ადგილის არჩევის შემდეგ, გააგრძელეთ მისი მოწყობა. ბევრი სათამაშო შეგიძლიათ თავადაც გაუკეთოთ. ძირითადი წესები – ისინი უნდა იყოს კაშკაშა, შრიალებდნენ ან ხმას გამოსცემდნენ, ასევე, მსუბუქიც, კატამ რომ ადვილად ატაროს ადგილიდან ადგილზე.
- • საბრაზებელი – შედგება ჯოხის (პლასტმასის ან ხის) და მის ბოლოზე მიმაგრებული საგნებისგან. ეს შეიძლება იყოს ხელოვნური ბუმბული, სქელი ძაფის ბურთები, პლასტმასის ხმაურიანი ბურთულები, ზარები და საჭყიპინოები. საბრაზებელი უნდა იყოს მიმაგრებული დივანზე, ისე ჩამოკიდეთ, რომ კატა მწოლიარე ან მდგომარე პოზიციაში სწვდებოდეს მას.
- საიდუმლო ყუთი – წარმოადგენს არაღრმა ყუთს თათის ნახვრეტებით. შიგნით პატარა ბურთები ტავსდება. შინაური ცხოველის ამოცანაა მათი მოპოვება თათების ამა თუ იმ ხვრელში ჩასმით, რითაც ბურთებს გასასვლელისკენ უბიძგებს.
- მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ საღეჭი სათამაშოები და სურნელოვანი თაგვები, რათა კატამ დრო არა მხოლოდ მხიარულად, არამედ სასარგებლოდაც გაატაროს.
- ხალიჩა ჩაშენებული მექანიზმით, რომელსაც სათამაშო მოძრაობაში მოჰყავს, შესაფერისია აქტიური კატებისთვის, განვითარებული ნადირობის ინსტინქტით. როდესაც ხალიჩა ჩართულია, თაგვი ხალიჩის ერთი ბოლოდან მეორეში სირბილს იწყებს და მისი დაჭერა არც ისე ადვილია.
- ლაზერის სხივის მქონე სათამაშოებს შეუძლიათ ყველაზე ცვალებადი კატაც კი დიდხანს გაართონ. ისინი აწყობილია მექანიზმზე, რომელიც ლაზერს სხვადასხვა მიმართულებით „ისვრის“. არჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ტაიმერის არსებობას და ლაზერის მუშაობის სხვადასხვა რეჟიმს. ასევე, შეგიძლიათ დამოუკიდებლად დააყენოთ მოწყობილობის მუშაობის დრო ისე, რომ ბატარეა უფრო ნელა დაუჯდეს და სათამაშო არ გატყდეს.
- ლაბირინთის მქონე საკვების მიმწოდებლები იარუსიან კოშკებს ჰგავს, თითოეულ განყოფილებას აქვს გვირაბები და ქვემოთ მიმავალი სოროები. კატის ამოცანაა საკვების გრანულები ლაბირინთის ბოლოში მიიყვანოს, იმისთვის რომ მათი შეჭმა მოახერხოს. პატრონს სირთულის დონის არჩევა თავად შეუძლია. ასეთი გართობა მოითხოვს გონიერებას და გამძლეობას, ის ყველა კატისთვის შესაფერისი არაა, მაგრამ თუ ცხოველი თამაშის არსს ჩასწვდება, ამ გასართობს ვეღარ მოსწყვეტთ.
-
კატისთვის სათამაშოს არჩევა აუცილებელია მისი ხასიათის, გემოვნების და ტემპერამენტის გათვალისწინებით, ასევე, იმ დროის გათვალსიწინებითაც, რომელსაც სახლში მარტო გაატარებს.
თუ შინაურ ცხოველს არ შეუძლია მშვიდად ჯდომა, მისთვის შესაფერისია ლაბირინთებით, ჩაშენებული მექანიზმებით, მოძრავი საგნებით გართობა. თუ ის მშვიდია და რთული თამაშები არ უყვარს, მაშინ მარტივი სათამაშოები უფრო მოეწონება.
Leave your comment