
როგორ გადავიყვანოთ კატა მზა რაციონზე?
ინსტრუქცია
კატა თხევად საკვებზე უცებ შეიძლება გადავიყვანოთ, მაგრამ მშრალ საკვებზე გადასვლას რამდნეიმე დღე სჭირდება – ეს კეთდება საჭმლის მომნელებელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, პროცესი, როგორც წესი 1 კვირაზე მეტხანს არ გრძელდება.
მთავარი წესი აქ არის კატის ჩვეულებრივი საკვების თანდათანობით ჩანაცვლება სწორი კვებით.
პირველ დღეს მან უნდა მიიღოს თავისი ულუფის ერთი მეხუთედი გრანულების სახით და შესაბამისად, წინა რაციონის შემცირებული რაოდენობა, მეორე დღეს – ორი მეხუთედი, მესამე დღეს – სამი მეხუთედი და ასე შემდეგ სანამ ძველი საკვების ჩანაცვლება მთლიანად არ მოხდება.
ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატას მუდმივად სჭირდება სუფთა წყალი.
პრობლემები მოგვარებადია ჯანმრთელ ცხოველს შესაშური მადა აქვს. მაგრამ ასევე ხდება, რომ შინაურ ცხოველი ცუდად ჭამს გრანულებს ან საერთოდ უარს ამბობს მათზე. ამ შემთხვევაში აუცილებელია მიზეზის გარკვევა.მიზეზი შეიძლება იყოს პირის ღრუს პრობლემები, ასევე, ზოგჯერ უმადობა შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგადი სისუსტით ან რაიმე სახის დაავადებით. მესამე ვარიანტი არის ზედმეტი ჭამა. ზუსტი დიაგნოზის დასადგენად კატა სპეციალისტს უნდა აჩვენოთ. ვეტერინარი გასინჯავსს ცხოველს, დანიშნავს მკურნალობის კურსს ან უბრალოდ ულუფის ოდენობის შემცირებასგირჩევთ.
Leave your comment