როგორ გადავაჩვიოთ კატა ავეჯზე ბრჭყალების ალესვას?

როგორ გადავაჩვიოთ კატა ავეჯზე ბრჭყალების ალესვას?

კატის ყველა მეპატრონემ იცის, მისი შინაური ცხოველის ავეჯზე ბრჭყალების ალესვის მიმართ სიყვარულის შესახებ. ჩვეულებრივ, ეს პროცესი სერიოზული საფრთხისშემცველია ავეჯისთვის, კედლებისთვის და კარის ზღურბლებისთვის. გამოცდილმა მეპატრონეებმა ისიც იციან, რომ ბრჭყალების ალესვის პროცესი, შესაძლოა ინტერიერიერისთვის გაცილებით ნაკლებდამაზიანებლად აქციონ, მაგრამ ამაზე ზრუნვა კნუტის პატარაობიდანვეა საჭირო. მაშ, როგორ გადავაჩვიოთ კატა ავეჯზე ბრჭყალების ალესვას?

რატომ ილესავენ კატები ბრჭყალებს?

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ბრჭყალების ალესვა კატისთვის ბუნებრივი აუცილებლობაა. ამისთვის კატას ნებისმიერი ვერტიკალური ნივთი ესაჭიროება, იმ მომენტში, როცა ცხოველი ამას აკეთებს, ის ბუნებერივი გზით იშორებს ბრჭყალებიდან მათ გარქოვანებულ, მკვდარ ნაწილებსა და უჯრედებს. ეს პროცესი სასარგებლოა არა მხოლოდ თავის მოვლისთვის, არამედ კუნთების ვარჯიშისთვისაც.

ამასთან, ამ გზით კატები საკუთარ ტერიტორიას ნიშნავენ: ისინი შიდა ჯირკვლიდან მძაფრი სუნის მქონე ნივთიერებას – სეკრეტს გამოყოფენ. ეს ჯირკვალი თათებზეა განლაგებული. ამა თუ იმ ნივთზე ბრჭყალების ალესვის შემდეგ, კატა მასზე საკუთარ სუნს ტოვებს, როთაც სხვა კატებს აგებინებს, რომ ეს მისი ტერიტორიაა. ეს ინსტინქტი კნუტებში საკმაოდ ადრეულ ასაკში აღმოცენდება.

ბრჭყალების სალესი, როგორც გადამრჩენელი

თუ კატას ბრჭყალების სალესს მიაჩვევთ, დაივიწყებთ დახეულ შპალერსა და ნაკაწრებს ავეჯზე. ბრჭყალების სალესი კნუტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია, რომელიც ფისოს სახლში გამოჩენდან მალევე უნდა შეიძინოთ – ეს საშუალებას მისცემს, მალე შეეჩვიოს მას. ბრჭყალების სალესის არჩევისას, უპირატესობა მდგრად, ნატურალური მასალით დაფარულს მიანიჭეთ.

როგორ მივაჩვიოთ კატა ბრჭყალების სალესს

იმისთვის, რომ ჩვენი შინაური ბინადარი მალევე მიხვდეს ბრჭყალების სალესის დანიშნულებას, დააკვირდით, ჩვეულებრივ, რა ადგილებში ილესავს ხოლმე ბრჭყალებს. რეკომენდირებულია, სალესის სწორედ ამ ადგილებში განთავსება – ამ გზით თქვენ ცხოველისთვის ჩვეული ტერიტორიის დაფარვასთან ერთად, ენერგიას ახალ ნივთზე გადაატანინებთ.

გამოცდილი მომშენებლები ამბობენ, რომ შეიძლება სალესი განთავსდეს კატის დასაძინებელი ადგილის გვერდითაც. ამ შემთხვევაში, თავისი ძირითადი ფუნქციის გარდა, ის შეასრულებს დილის ვარჯისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის ფუნქციასაც, რაც კატის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

თუ ბრჭყალების სალესი თქვენი ბინადრის ყურადღებას არ იქცევს, უნდა შევაგნებინოთ, რისთვისაა განკუთვილი ეს ნივთი: როგორც კი კნუტი რაიმეზე ბრჭყალების ალესვას გადაწყვეტს, მაშინვე აიყვანეთ და დასვით ბრჭყალების სალესთან – ასე მოიქცით, იქამდე, სანამ მიზეზს არ მიხვდება.

როგორ დავაძლევინოთ კნუტს მავნე ჩვევა?

მაშინაც კი, თუ თქვენი კნუტი უკვე მიეჩვია ბრჭყალების ავეჯსა თუ კედელზე ალესვას, გადაჩვევა სავსებით შესაძლებელია. ამაში დაგეხმარებათ ციტრუსების არომატი, რომელსაც კატები ვერ იტანენ. შეგიძლიათ ფრთხილად წაუსვათ ფორთოხლის ან ლიმონის ქერქი ავეჯსა და სხვა ნივთებს, თუ ციტრუსი არ მოგეპოვებათ, არომატიზატორიც გამოგადგებათ.

ამის შემდეგ, დააკვირდით კატის ქცევას: თუ ის გააგრძელებს ბრჭყალების ალესვას აკრძალულ ადგილას, ისევ დააიგნორებს ბრჭყალების სალესს, ტაქტიკის შეცვლა მოგიწევთ: სცადეთ ტაში ხმამაღლა შემოჰკრათ, შეაშინოთ, ან ცოტა წყალი შეასხათ. ეს მოქმედებები იქამდე გაიმეროეთ, სანამ თქვენი შინაური ცხოველი არ მიხვდება, რომ ასე გაკეთება არ შეიძლება.

მოთმინება და თანმიმდევრულობა სასურველ შედეგს მოიტანს: თქვენ აუცილებლად მიაჩვევთ კატას ბრჭყალების სალესს, ავეჯი და ნივთები კი დაუზინებელი დარჩება.

Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!