რისი თქმა სურს კატას თქვენთვის?

რისი თქმა სურს კატას თქვენთვის?

ცნობილია, რომ კატები ერთმანეთთან ურთიერთობისას არ კნავიან. ამ ტიპის კომუნიკაცია მხოლოდ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. მაგრამ ოთხფეხების ზოგიერთი ქმედების ახსნა ასევე საკმაოდ რთულია ადამიანის ლოგიკის თვალსაზრისით. მეცნიერები გვპირდებიან, რომ მალე წარადგენენ მთარგმნელს კატურიდან. მაგრამ რა უნდა ქნან პატრონებმა, სანამ ეს თარგმანი არ არსებობს? შევეცადოთ გავერკვეთ, რისი თქმა სურს კატას გარკვეული მოქმედებებით.

რატომ ყრიან კატები ნივთებს ძირს?

ეს მარტივი მტკიცებულებაა იმისა, რომ თქვენი შინაური ცხოველი მტაცებელია. მაგიდაზე ან დივანზე რაღაცას თათით შეხებისას კატა ამოწმებს ცოცხალია თუ არა ეს არსება, შესაძლებელია თუ არამსხვერპლთანთამაში, საინტერესოა თუარა. ასევე შესაძლებელია, რომ კატამ ეს ზედაპირი თავის ტერიტორიად მიიჩნიოს და უბრალოდ მოიშოროს ის საგნები, რომლებიც მას არ სჭირდება.

რატომ უყვართ კატებს ნოუთბუქებსა და კლავიატურაზე ძილი?

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი შინაური ცხოველი ცდილობს სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებისგან გაგანთავისუფლოთ. კატებს უყვართ თბილი ადგილები. ნებისმიერი ტექნიკა ექსპლუატაციის დროს თბება და შესანიშნავ გახურებულ საწოლად იქცევა. გარდა ამისა, კატებს მოსწონთ მასაჟი, რომელსაც საკუთარ თავს თავად, გვერდებით კლავიშებზე დაჭერით იკეთებენ.

რატომ იმალება კატა ბნელ ადგილებში და შემდეგ მოულოდნელად ხტება იქიდან?

როგორც ზემოთ ვთქვით, კატები მტაცებლები არიან. ასე რომ, ნადირობა ბუნებრივი ინსტინქტია. ჩასაფრებაში ჯდომა, მომავალი მსხვერპლის მოლოდინში, მათი თანდაყოლილი ბუნებაა. და ის, რომ მსხვერპლად პატრონი იქცევა, ამ ინსტინქტს დიდად არ აფრთხობს. მაგრამ თუ თქვენი შინაური ცხოველი გამუდმებით ეძებს იზოლირებულ ადგილს და ცდილობს არ გამოვიდეს იქიდან, ეს შეიძლება მიუთითებდეს ავადმყოფობაზე, ამიტომ კარგი იქნება მიმართოთ ვეტექიმს.

რატომ ჭამენ კატები ქაღალდს ან კაწრავენ მუყაოს ყუთებს?

საქმე აქაც მტაცებლის ინსტინქტებსია. ქაღალდი, რა თქმა უნდა, არ არის კატების საყვარელი კერძი, მაგრამ როდესაც ის იხევა, ისმის ხმა, რომელიც შინაურ ცხოველს იზიდავს. კატები დარწმუნებულები არიან, რომ მსხვერპლი მათ ასე ესაუბრება, რაც მათ ნადირობის ინსტინქტებს კიდევ უფრო ამძაფრებს. აი, ყუთებში ჯდომა კი სანადიროდ სულაც არ სურთ. ეს უკავშირდება უსაფრთხო ადგილის ძიებას.

რატომ გვიტრიელდება კატა კუდით და შემდეგ ზემოთ სწევს მას?

“მიმზიდველი” ადგილების ჩვენებით, თქვენს შინაურ ცხოველს სულაც არ სურს თქვენი შეურაცხყოფა, პირიქით, ეს სიყვარულის უმაღლესი ხარისხის გამოვლინებაა. კუდის ქვეშ კატებს აქვთ პარაანალური ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ სუნს რომელშიც ცხოველის შესახებ მთელი ინფორმაციაა. როდესაც კატა ამ ადგილებს არ გიმალავთ, ამ გზით თქვენდამი პატივისცემას და ნდობას გამოხატავს. გაცილებით უარესია, თუ კატა მუდმივად ფეხებს შორის მომწყვდეული კუდით დადის, ეს ნიშნავს, რომ ცხოველს რაღაცის ეშინია.

Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!