რა ვქნათ, თუ კატამ უადგილო ადგილებში დაიწყო მოსაქმება?
თუ ცხოველმა მოულოდნელად შეწყვიტა ტუალეტის გამოყენება, ჯერ გამორიცხეთ აშკარა მიზეზები. თუ შემავსებელი შეუცვალეთ, დაუბრუნდით წინას, არ დაგავიწყდეთ კატის ტუალეტის გაწმენდა; გარდა ამისა, პლასტიკის ბოქსი სუნს ძალიან იღებს – დაფიქრდით, იქნება დროა ახალი ტუალეტი უყიდოთ. თუ ოჯახში ან სახლში ცვლილებები მოხდა, მეტი ყურადღება მიაქციეთ შინაურ ცხოველს: შესაძლოა მას მარტოობა ან შიში აწუხებს და მისი ქცევის მიზეზი დეპრესიაზე მიანიშნებს.
თუ არ არსებობს ფაქტორები, რომლებსაც შეეძლოთ ცხოველის “ხულიგნობის” პროვოცირება, მაშინ ნუ შინაური ცხოველის გაკიცხვას ნუ იჩქარებთ, მიმართეთ ექიმს.
ასეთ ქცევას იწვევს შარდსასქესო სისტემისა და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. ცხოველი უბრალოდ თავს ვერ იკავებს და იქ ისაქმებს, სადაც მოუნდება. გარდა ამისა, პატრონებმა შეიძლება შეამჩნიონ შარდის გაჟონვა, რაც ასევე ძალიან უსიამოვნო სიმპტომია.
ექიმი დაგეხმარებათ ზუსტად გაიგოთ, რამ მოახდინა ცხოველის ასეთი ქმედების პროვოცირება. იქნება, სულაც დროა, ცხოველს გაუკეთოთ კასტრაცია ან სტერილიზაცია (თუ გამრავლებას არ აპირებთ), ან შესაძლოა ავადაა და სამედიცინო დახმარება სჭირდება.
ექიმისთვის კითხვების დასმით, თქვენ შეძლებთ ავადმყოფობის გამორიცხვას და გარდა ამისა, ამ „სუნიანი“ პრობლემის გადაჭრისთვის რეკომენდაციებს მიიღებთ.
თუ ცხოველი ჯანმრთელია, მაგრამ პრობლემა შენარჩუნებულია, ზოოფსიქოლოგი დაგეხმარებათ.
Leave your comment