რა ვაჭამოთ ასაკოვან კატას?

რა ვაჭამოთ ასაკოვან კატას?

როდესაც კატა შვიდი წლის ასაკს მიაღწევს, ის უკვე დაბერებად ითვლება, მაშინაც კი, თუ ეს აშკარად არ ეტყობა. თუმცა, ამ მომენტიდან მისი კვებითი მოთხოვნილებები, განსაკუთრებით ვიტამინებისა და მინერალების მიმართ, იცვლება. მათი დაკმაყოფილება შეგიძლიათ ცხოველის ასაკის შესაბამის რაციონზე გადაყვანით.

დაბერების ნიშნები შვიდი წლის და უფროსი კატის სხეული საკმაოდ ბუნებრივ ცვლილებებს განიცდის: მხედველობა და სმენა თანდათან უქვეითდება, ყნოსვა სუსტდება. იმუნიტეტიც დაქვეითებულია და ზოგადად ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე ხდება დაავადებების მიმართ. შინაგანი გარდაქმნები აისახება კატის გარეგნობაზე და მის ქცევაზე: ცხოველის ბეწვი მბზინვარებას კარგავს, უჩნდება ჭაღარა, კატა ნაკლებს მოძრაობს, კბილების მდგომარეობა უუარესდება.. საჭმლის მონელებაც ნელდება, კატა წონაში იკლებს. გარდა ამისა, იზრდება სერიოზული დაავადებების, კერძოდ თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. თუმცა, დღესდღეობით, პატრონს აქვს ყველა შესაძლებლობა, შეინარჩუნოს კატის ცხოვრების ხარისხი მაღალ დონეზე.
სწორი რაციონი იმისათვის, რომ ცხოველი ბედნიერი იყოს და ღირსეულად შეხვდეს სიბერეს, პატრონმა მისი სამი ძირითადი მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს:

პირველი არის კარგი ჯანმრთელობა. კატას, რომლის საჭმლის მომნელებელი სისტემა სუსტდება, უნდა იკვებებოდეს ადვილად მოსანელებელი საკვებით, ცილებისა და ცხიმებისოდენობა მისი ასაკის შესაბამისი დოზით უნდა მიიღოს, ასევე, საკვები უნდა იყოს გაჯერებული ანტიოქსიდანტებით. მეორე არის საკვებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობა. ხანდაზმული კატები არ უნდა კვებოთ დაბალკალორიული საკვებით, რადგან მისი მოთხოვნილებები იგივე რჩება. მესამე კარგი მადა. საიდუმლო არ არის, რომ ხანდაზმული ცხოველები ხშირად კარგავენ ინტერესს საკვების მიმართ, ამიტომ მათ გემოთი გამორჩეული რაციონები სჭირდებათ. საკვების ტექსტურა ასაკოვანი კატისთვის ადვილად დასაღეჭი უნდა იყოს, ზედმეტად მყარ საკვებს კატა შეიძლება ვერ მოეიროს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!