ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რატომ სჭირდება კატას ულვაში. ზოგჯერ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფროსებსაც კი უჭირთ. ზოგიერთს სერიოზულად სჯერა, რომ გრძელი უხეში თმა, რომელიც სხვადასხვა მხარეს არის გაფშეკილი, სილამაზისთვისაა შექმნილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მაშ, რისთვის სჭირდება კატას ულვაში სინამდვილეში?
ძუძუმწოვრების ულვაშებს მეცნიერულად “vibrissae”-ს უწოდებენ – ლათინურიდან vibro, ნიშნავს “რხევას”. ისინი განლაგებულია არა მხოლოდ ლოყებზე, არამედ ნიკაპზე, თვალების ზემოთ წარბების მიდამოში და კატის თითოეულ თათზე.
ულვაშს თმას ვერ ვუწოდებთ. უფრო მეტიც, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ. ვიბრისები შეხების განსაკუთრებული ორგანოა. თითოეული ულვაში გარშემორტყმულია მრავალი ნერვული დაბოლოებით, რომლებიც ინფორმაციას გადასცემენ ტვინის კონკრეტულ ნაწილს. ულვაშების დახმარებით კატა შეგრძნობს სხვადასხვა საგანს, ზუსტად ისე როგორც ადამიანი თითების დახმარებით.
მოძრაობისას ვიბრისები ცხოველს ეხმარება სივრცეში ორიენტირდეს, ანუ კატა ულვაშებიდან იღებს ინფორმაციას მის გარშემო არსებული დაბრკოლებების შესახებ დაგვერდს მშვიდად უვლის მათ.
სხვათა შორის, ვიბრისები პასუხისმგებელნი არიან კატების შესახებ არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან მითზე: თითქოს, ისინი სრულ სიბნელეში შესანიშნავად ხედავენ. ეს მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. სრულ სიბნელეში, სამწუხაროდ, კატა ვერ ხედავს, მაგრამ მას შეუძლია შესანიშნავად გადაადგილდეს სწორედ ამ ვიბრისების წყალობით, თუნდაც მინიმალური ხილვადობა იყოს.
გარდა ამისა, შეგრძნების ეს ორგანო ეხმარება ცხოველს იგრძნოს მასთან ახლოს მდებარე ობიექტები. ფაქტია, რომ კატა პრაქტიკულად ვერ ხედავს იმას, რაც მის ცხვირწინ არის – ეს არის ეგრეთ წოდებული „ბრმა ზონა“. და ასეთ მომენტებში მის თვალებს ულვაში და ყნოსვა ეხმარება. თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტიც კი ჩაატაროთ: თუ კატას ცხვირწინ სასუსნავის ნაჭერს დაუდებთ, შინაურ ცხოველი რამდენიმე წამის განმავლობაში ვერ იპოვის მას.
Leave your comment