რატომ ჭამს ძაღლი ბალახს?

რატომ ჭამს ძაღლი ბალახს?

ზოგადად, ბალახის ჭამა ძაღლებში საკმაოდ გავრცელებული შემთხვევა. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანების 67%-ზე მეტი ამტკიცებს, რომ მათი ოთხფეხა მეგობრები მცენარეებს განუწყვეტლივ ჭამენ. ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ვეტერინარები, პრაქტიკულად, უსაფრთხოდ მიიჩნევენ. თუმცა, ოდესმე გიფიქრიათ, რატომ აკეთებენ ამას ჩვენი შინაური ცხოველები?
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მიაჩნია, რომ ბალახის ჭამა რაიმე სახის დაავადების ნიშანია, კვლევები ამ თეორიას სრულად ვერ ამტკიცებს. ბოლო გამოკითხვაში, გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა აღნიშნა, რომ ხედავდა ავადმყოფობის ნიშნებს მათ შინაურ ცხოველში ბალახის ჭამამის დაწყებამდე. ამ ჯგუფიდან გამოკითხულთა მხოლოდ 22%-მა დაადასტურა, რომ მათი ძაღლი მცენარეების ჭამის შემდეგ იყო ავად. სამეცნიერო ჯგუფმა, რომელმაც ჩაატარა კვლევა კუჭ-ნაწლავის დარღვევების მქონე შინაური ცხოველების ქცევაზე, დაასკვნა, რომ ჯანმრთელი ცხოველები უფრო ხშირად ჭამენ ბალახს, ვიდრე კუჭის დაავადების მქონე ძაღლები. თუმცა, ზოგიერთმა ბეწვიანმა მეგობარმა გამოვლინა შფოთვითი ქცევა , ჭამის წინ: ისინი ეძებენ ბალახის გრძელ პირებს და სწრაფად მიირთმევენ მათ, რითაც პროვოცირებას უწევდნენ ღებინების რეფლექსს. შესაძლოა, ძაღლები ჭამენ ბალახს გასართობად, საჭმლის მომნელებელი სისტემის დასახმარებლად ან უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ნამდვილად მოსწონთ მისი გემო. სავარაუდოა, რომ გაზონის ჭამა ჩვენი შინაური ცხოველების ბუნებრივი ქცევაა, რომელიც მათ ველური წინაპრებისგან – მგლებისგან დარჩათ. ბალახი შეიძლება მათთვის ბოჭკოს წყაროდ იქცეს. და სავსებით შესაძლებელია, უკვე დროა დავამატოთ ამ კომპონენტის შემცველი საკვები ან დანამატები შინაური ცხოველის დიეტაში.
собака может есть траву из-за дефицита клетчатки
მაგრამ როგორ დარწმუნდეთ, რომ ბალახის ჭამა არ დააზარალებს თქვენს საყვარელ ცხოველს?
  1. არ მისცეთ ძაღლს დამუშავებული გაზონების ღეჭვის უფლება.• საზოგადოებრივ ადგილებში ბალახი შეიძლება შეიცავდეს პესტიციდებს, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ ტოქსიკურ ნივთიერებებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ძაღლის ჯანმრთელობას. სანამ თქვენს ცხოველს ბალახის ჭამის უფლებას მისცემთ, დარწმუნდით, რომ გაზონი მისთვის უსაფრთხოა.
  2. • დარწმუნდით, რომ ბალახში არ არის ექსკრემენტებიკიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ არ დაუშვათ ბალახის ჭამა სასეირნო ადგილებში, არის მასში სხვა ცხოველების ექსკრემენტების არსებობის ალბათობა. ეს ზრდის პარაზიტების გადაცემის რისკს და შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.
  3. დარწმუნდით, რომ ამ ადგილას ბალახში არ არის ცხოველებისთვის საზიანო თესლები.• მაგალითად, მელაკუდა – პატარა, მშრალი თესლი, რომელიც წარმოიქმნება ინვაზიური ბალახის ტიპის სარეველებით. ეს მცენარეები ფართოდაა გავრცელებული და დიდ საფრთხეს უქმნის ძაღლებს. თუ ეზოში მელაკუდა გაქვთ, მოაშორეთ ისინი და ყურადღებით დააკვირდით თქვენს ცხოველს, როცა ის სასეირნოდაა გამოსული.
  4. და კიდევ ერთი გაფრთხილება, როდესაც საქმე ეხება სარეველების „მირთმევას“გრძელ, მკაცრ მცენარეებს, ბასრი კიდეებით, შეუძლიათ ყელის დაკაწვრა და დაზიანება. ჩვენი შინაური ცხოველების საყლაპავი მილი ძალიან მგრძნობიარეა და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. თუ თქვენს ოთხფეხა მეგობარს ბალახის ჭამის შემდეგ ხველა ან გაღიზიანების ნიშნები შეამჩნიეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
როგორც ხედავთ, მიუხედავად ბალახის ჭამის პროცესის ბუნებრიობისა, ასეთი კვება (განსაკუთრებით ქალაქებში) უამრავ რისკს შეიცავს შინაური ცხოველებისთვის. ამიტომ, გირჩევთ, იყოთ ძალიან ფრთხილად, თქვენი ბეწვიანი მეგობრების ასეთ ჩვევებთან მიმართებით და დაუკავშირდით თქვენს ვეტერინარს ,თქვენი შინაური ცხოველების უცნაური ქცევის პირველივე გამოვლინებისას.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!