რატომ ჭამს კატა ბეწვს და საშიშია თუ არა ეს?

რატომ ჭამს კატა ბეწვს და საშიშია თუ არა ეს?

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ კატებს სისუფთავე წარმოუდგენლად უყვართ. ისინი პირს მუდმივად იბანენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ჩვევის უკან საშიშროებაა – თითქმის ყოველთვის, პირის დაბანისას კატა ბეწვს ჭამს. საშიშია თუ არა ეს შინაური ცხოველის ჯანმრთელობისთვის და როგორ მოვიქცეთ?

კატები პირს მხოლოდ სისუფთავის გამო არ იბანენ. ცხოველებისთვის ეს პროცესი დამამშვიდებელია, ასე გამოხატავს საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს და იცავს ბეწვს ნესტისგან. დაბანის პროცესში კატა ხაოიანი ენის დახმარებით ჩამოცვენილ თმას იშორებს და რადგან მას უბრალოდ არ შეუძლია მისი გადმოფურთხება, ბეწვი მუცელში ხვდება.

ბეწვის ნაწილი გამოიყოფა ღებინების დახმარებით, ზოგი – განავალთან ერთად. მაგრამ, თუ ძალიან ბევრი ბეწვი გადაყლაპა, წარმოიქმნება გორგლები, რომლებიც საშიშია.

როგორ მივხვდეთ, რომ კატას პრობლემები აქვს?

უნდა მიმართოთ ვეტერინარს, თუ თქვენს შინაურ ცხოველს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს შეამჩნევთ:

Მშრალი ხველა. ამ გზით კატა ღებინების გამოწვევას ცდილობს. ღებინება. ის დაეხმარება, თუ ცოტა ბეწვი აქვს გადაყლაპული. მადის ცვლილება. მშიერი კატა საჭმელს ითხოვს, მაგრამ რადგან კუჭი სავსე აქვს, ვერ ჭამს. შეკრულობა, შებერილობა. როდესაც თმის მასა ნაწლავებში ჩადის, ის იწვევს ყაბზობას და მუცლის ტკივილს. აპათია, ძილიანობა, მომატებული ნერწყვდენა. სხეულის ინტოქსიკაციის სტადიაზე კატა მოთენთილია, შესაძლებელია ღებინება და დიარეა გამოუვლინდეს. ამ შემთხვევაში აუცილებელია ცხოველის სასწრაფოდ ვეტერინარულ კლინიკაში წაყვანა.

გასაგებია, რომ საკმაოდ რთულია კატის ჩამოცვენილი ბეწვისგან სრულად განთავისუფლება და ცხოველისთვის მისი გადაყლაპვის არიდება. თუმცა, არსებობს მთელი რიგი პრევენციული ზომები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი შინაური ცხოველი დაგროვილი ბეწვისგან დროულად გაწმინდოთ. ბეწვის გორგლების წარმოქმნის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა შინაური ცხოველის ბეწვის ცვენის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პატრონმა სათანადო ყურადღება დაუთმოს პრევენციულ ზომებს. ხოლო გრძელბეწვიანი კატების მფლობელებმა ეს პროცესი მუდმივად უნდა აკონტროლონ. არსებობს რამდენიმე ყველაზე ეფექტური მეთოდი:
დროული დავარცხნა

გრძელბეწვიანი კატების დავარცხნა რეკომენდირებულია გაზაფხულზე და შემოდგომაზე ყოველდღიურად – ამ დროს ბეწვს აქტიურად იცვლიან. მოკლებეწვიანი შინაური ცხოველების დავარცხნა ყოველდღე საჭირო არაა – კვირაში სამ-ოთხჯერ საკმარისი იქნება.

ბალახი კატისთვის

ამონაყარი ხორბალი ან შვრია კუჭის გამწმენდებია. მაგრამ ფრთხილად იყავით: ზოგიერთ შემთხვევაში, ვეტერინარები გირჩევენ სპეციალური პასტის გამოყენებას, რომელიც კატებს კუჭიდან ბეწვის ამოღებაში ეხმარებათ.

როგორ ამოვაღებინოთ კატას ბეწვი კუჭიდან?

თუ ამ პრობლემის თავიდან აცილება ვერ მოახერხეთ, უნდა იფიქროთ მისი მოგვარების გზებზე. არსებობს რამდენიმე ვარიანტი: ბეწვის ამოსაღები პასტა. მისი შემადგენლობის გამო, პასტა ხელს უწყობს კატის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ბეწვის ბუნებრივად ამოღებას. გარდა ამისა, აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას. მართალია, ეს პასტა შეიძლება გამოუსადეგარი იყოს, კატამ ბეწვი დიდი რაოდენობით გადაყლაპა. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან. ბეწვის მოსაშორებელი ტაბლეტები. მოქმედების პრინციპის მიხედვით, ისინი პასტის მსგავსია. ბეწვის ამოსაღები საკვები. მაგალითად, Royal Canin-ის ხაზში არის საკვები Hairball Care, რომელიც კატის კუჭში გორგლების წარმოქმნას ხელს უშლის.
კვებითი დარღვევები საინტერესოა, რომ ბეწვი შეიძლება მოხვდეს ცხოველის ორგანიზმში არა მხოლოდ გამოლოკვისას. იშვიათად, მაგრამ მაინც კატებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც აწუხებთ კვებითი დარღვევა. ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადახრა არის ბეწვის და მისგან დამზადებული ნივთების ჭამა. რატომ ჭამენ კატები ბეწვს? ბეწვის ჭამის მიზეზები: დღემდე, ვეტერინარები ვერ ასახელებენ კატებში პიკაციზმის განვითარების ზუსტ მიზეზებს – ფენომენს, რომლის დროსაც ცხოველები საკვებად ნივთებს მოიხმარენ. თუმცა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური დარღვევებით ან შინაური ცხოველის რაციონში საკვები ნივთიერებების ნაკლებობით. ყველაზე ხშირად, ასეთი უცნაური და უჩვეულო ჩვევა კატებში ჩნდება სტრესის ან დედა კატისგან ადრე დაშორების გამო.
თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი შინაური ცხოველი ჭამს ან წოვს ბეწვს, სვიტერს, თასმებს ან ქსოვილს, ანახეთ ის ვეტერინარს. შინაურ ცხოველს სრული გამოკვლევა სჭირდება. მხოლოდ სპეციალისტს შეეძლება დაადგინოს გადახრის განვითარების ზუსტი მიზეზი და დაუნიშნოს შესაბამისი მკურნალობა და დიეტა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!