
რატომ არ შეიძლება კატას თვალებში დიდხანს ვუყუროთ?

კატის ენის თავისებურებები
კატის თვალები არა მხოლოდ გრძნობის ორგანოა, არამედ განწყობის გამოხატვის კიდევ ერთი საშუალება კუდთან, თათებთან და ხმასთან ერთად. ნახევრად დახუჭული თვალები და კრუტუნი მიუთითებს იმაზე, რომ შინაური ცხოველი კარგად არის. მაგრამ ფართოდ გახელილი თვალები და მზერა საფრთხის სიგნალია. მაშ რატომ არ უნდა ვუყუროთ კატას თვალებში დიდხანს? ეს მარტივია: ასე უყურებენ ერთმანეთს თავდასხმისთვის მზად მყოფი ცხოველები. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინახავთ, როგორ უყურებს ქუჩაში ორი კატა ერთმანეთს თვალებში, ზურგი წამოწეული აქვთ, თმა ყალყზე უდგათ და, შესაძლოა, შიშინებდნენ კიდეც. ველურ ბუნებაშიც ასეა: თუ ასეთი დუელის დროს რომელიმე კატა თვალს დაახამხამებს ან აარიდებს, მტერი მაშინვე თავს დაესხმება. სწორედ ამ მიზეზით, შეიძლება კატამ თვალებში ხანგრძლივად ყურება აგრესიად აღიქვას.თუ კატას დიდხანს უყურებთ თვალებში, ის შეიძლება განერვიულდეს, რადგან ფიქრობს, რომ თქვენ ცდილობთ მისი ტერიტორიის დაპყრობას, ან გსურთ მისი საკუთრება – საკვები და სათამაშოები მიითვისოთ.
ამ შემთხვევაში, შესაძლოა მასში თავდაცვის ინსტინქტი ამოქმედდეს. შინაური ცხოველი შეეცდება თავდასხმას და არ დააყოვნებს კბილების და ბრჭყალების გამოყენებასაც არ მოერიდება.
თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველა ცხოველი არ აღიქვამს გამოწვევად ხანგრძლივ მზერას. ბევრი რამ არის დამოკიდებული კატის აღზრდაზე და ხასიათზე. ზოგიერთი კატა იმდენად მოსიყვარულეა, რომ ხანგრძლივი მზერის საპასუხოდ, შეეცდება სახე აგილოკოთ.
მეცნიერული დასაბუთება
კიდევ ერთი ახსნა აქვს კატების მკვეთრ რეაქციას თვალებში შეხედვაზე. იგი ემყარება ადამიანისა და კატის თვალის აგებულებაში განსხვავებებს. ადამიანის თვალში ცენტრალურ და პერიფერიულ ხედვას შორის მკაფიო საზღვარია. მარტივად რომ ვთქვათ, ერთი ობიექტის მკაფიოდ დასანახად, ჩვენ მასზე ვამახვილებთ მზერას, შედეგად, გარშემო დანარჩენი ობიექტები ბუნდოვანი ხდება. იმისათვის, რომ უკეთ გავარჩიოთ ისინი, მზერა უნდა გადავიტანოთ. კატებს ამის გაკეთება საერთოდ არ სჭირდებათ. ვინაიდან მათ აქვთ საკმაოდ ბუნდოვანი საზღვარი ცენტრალურ და პერიფერიულ ხედვას შორის, მათ თვალებს შეუძლიათ დაფარონ და დეტალურად შეისწავლონ ყველაფერი, რაც მათ მხედველობის ველშია. მათ არ სჭირდებათ მზერის გადატანა ერთი ობიექტიდან მეორეზე. როდესაც ადამიანი კატას თვალებში უყურებს, მას უბრალოდ არ ესმის, რატომ აკეთებს ადამიანი ამას, ამან შეიძლება შეაშინოს შინაური ცხოველი, გამოიწვიოს მოულოდნელი და მკვეთრი რეაქცია, მათ შორის აგრესიულიც.
Leave your comment