რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?

რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?

საშუალოდ, ქუჩის კატების სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ 5-8 წელია, შინაურების – 12-18, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულ ასაკამდე ცოცხლობენ, მაგალითად, კატა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა – მან აშშ-ში 38 წელი იცოცხლა. სამწუხაროდ, ღრმა სიბერემდე ბევრი შინაური ცხოველი ვერ აღწევს. თუ გენეტიკასთან და მიდრეკილებასთან ვერაფერს გავაწყობთ, სავსებით შესაძლებელია კატა გავზარდოთ მზრუნველობაში, უზრუნველვყოთ სრულფასოვანი კვებით და ხარისიახანი სამედიცინო მომსახურებით, რითიც სიცოცხლეს გავუხანგრძლივებთ. მთავარია, მივხვდეთ, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ცხოველის სოცოცხლის ხანგრძლივობა რათა გვესმოდეს მათზე ზემოქმედება როგორ მოვახდინოთ.

გენეტიკა

შესაძლოა, კატებს ზოგიერთი დაავადება შთამომავლობით გადაეცეს. ჯიშიანებს, როგორც წესი, ამის მეტი შანსი აქვთ, რადგან იმისთვის რომ ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი გამოიყვანონ, ხშირად ხდება ახლო ნათესავების შეჯვარება. ამიტომ მეტ-ნაკლებად ჯანმრთელებად ითვლებიან უჯიშო და მეტისი კატები. მაგრამ ჯიშიანებშიც არიან ისეთები, რომლებსაც შესაშური ჯანმრთელობა აქვთ, ესენია: ბენგალური კატა, მეინ-კუნი, რუსული ცისფერი, სიამის და სხვ. ამ ჯიშების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 13-20 წელია, ზოგიერთი მათგანი 2 ათეულ წელზე მეტხანსაც ცოცხლობს.

ქრონიკული დაავადებები

სამწუხაროდ, თუ კატას ქრონიკული დაავადება აქვს, ის ვერ შეძლებს ხანგრძლივი სიცოცხლის რეკორდის დამყარებას მაშინაც, თუ მოსიყვარულე პატრონებთან ცხოვრობს, რომლებიც ეფერებიან და უვლიან. შაქრიანი დიაბეტი, შარდკენჭოვანი დაავადება, ზედა სასუნთქი გზების დაავადებები და სხვა დიაგნოზები მათი სოცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.

საცხოვრებელი გარემო

ქუჩის კატები საფრთხეებს ყველდღიურად აწყდებიან, ესენია: უკურნებელი ავადმყოფობები და ინფექციები, მოწამლული ან გაფუჭებული საკვები, ძაღლების თავდასხმები, ავტოავარიაში მოყოლის საფრთხე, ასევე, დიდი რისკია მწვალებლების მსხვერპლად იქცნენ. თუ სასეირნოდ სახლის კატა გადის, ეს რისკი იზრდება, რადგან, ქუჩის კატებისგან განსხვავებით, სახლის კატას ყოველდღიურად გადარჩენისთვის ბრძოლა არ უწევს. აშკარაა, რომ სახლის ცხოველები რომლებიც საფრთხეებისგან დაცულნი არიან, მეტხანს ცოცხლობენ.

კვება

სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება, რასაკვირველია, კატას სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. არ უნდა დავივწყოთ, რომ კატა გარდა იმისა, რომ სწორად უნდა იკვებოს, უნდა იღებდეს ვიტამინებსა და მინერალებს, ამიტომ ვეტექიმები პატრონებს ურჩევენ კატას მზა საკვები აჭამონ, რომელიც ყველა აუცილებელ ნივთიერებას შეიცავს. საკვები ხარისხიანი უნდა იყოს, იაფფასიან ან საეჭვო ბრენდების მიერ წარმოებულ ვარიანტებში, როგორც წესი, ხორცის 10%-იანი შემცველობაა, ხოლო ქიმიური კომპონენტები გადაჭარბებული რაოდენობით, რომლებიც ცხოველის ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებენ და შესაძლოა, მრავალი დაავადების განვითარება გამოიწვიონ. სტერილიზაცია სტერილიზებული და კასტრირებული კატები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, მათ არ აქვთ რისკი დაავადდნენ სქესობრივად გადამდები ინფექციებით, მნიშვნელოვნად იკლებს ონკოლოგიურიი დაავადებების რისკიც. ასეთ კატებს არ აქვთ ჰორმონალური დარღვევები, რომლებიც ორგანიზმისთვის დიდ სტრესს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, სტერილიზაციას მინუსებიც აქვს: კერძოდ, შესაძლოა ცხოველმა წონაში მოიმატოს და დიაბეტი განუვითარდეს, თუმცა, თუ კატის რაციონს ყურადღებით შეარჩევთ, ზედმეტს არ აჭმევთ, ეს პრობლემები არ შეგექმნებათ.

სტრესი

ატა ბავშვივითაა – საკმარისი არაა მხოლოდ თბილ სახლში ცხოვრება და დაბალანსებული სრულფასოვანი კვება, ცხოველს ხანგრძლივი და ბედნიერი სიცოცხლისთვის ის უნდ ცხოვრობდეს მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში. თუ პატრონები მუდმივად ჩხუბობენ და ერთამენთს უყვირიან,, ცხოველს ფიზიკურად სჯიან, საეჭვოა რომ კატა დიდხანს იცოცხლებს და ამის მიზეზი მუდმივი სტრესი იქნება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!