რამდენ ხანს გრძელდება ძაღლის ორსულობა?
ორსულობის ხანგრძლივობა ბევრად უფრო პროგნოზირებადია, როდესაც ცნობილია ოვულაციის თარიღი. ამ შემთხვევაში მშობიარობა დაიწყება ოვულაციის დღიდან 62-64-ე დღეს.
ძაღლების მახასიათებელია, შეუსაბამობა ოვულაციის დროსა და განაყოფიერების პერიოდს შორის: ეს ნიშნავს, რომ ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედს დაახლოებით 48 საათი სჭირდება მომწიფებისა და განაყოფიერებისთვის, ხოლო მომწიფებიდან 48-72 საათის შემდეგ კვერცხუჯრედი კვდება. სპერმატოზოიდებს, თავის მხრივ, შეუძლიათ რეპროდუქციულ გზებში გადარჩენა 7 დღემდე. შესაბამისად, თუ შეჯვარება განხორციელდება ოვულაციამდე რამდენიმე დღით ადრე, განაყოფიერება მოხდება ბევრად უფრო გვიან და ორსულობა უფრო „ხანგრძლივი“ იქნება. თუ შეჯვარება განხორციელდება, მაგალითად, ოვულაციიდან 3-4 დღის შემდეგ, სპერმატოზოიდები გაანაყოფიერებენ იმ კვერცხუჯრედებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ განუცდიათ გადაგვარება და ორსულობა უფრო „ხანმოკლე“ იქნება.
შეჯვარების დრო შეიძლება ეფუძნებოდეს კლინიკურ ნიშნებს, მდედრის მიმზიდველობას მამრობითი სქესის მიმართ და შეჯვარებას, ვაგინალური გამონადენის ცვლილებებს (ინტენსიური ჰემორაგიულიდან მსუბუქამდე) და დღეების დათვლას ესტრუსის დაწყებიდან. ყველა ძაღლი არ არის ნაყოფიერი ესტრუსის 11-13 დღეებში და დიდი პროცენტისთვის ის შეიძლება განსხვავდებოდეს, ციკლიდან ციკლამდე.
ნაყოფიერი პერიოდის განსაზღვრის მეთოდი, ვაგინალური ნაცხის შესწავლის გამოყენებით, საშუალებას გაძლევთ, გამოავლინოთ საშოს ეპითელიუმის ზედაპირული უჯრედების არსებობა, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ჩნდება ესტროგენის ჰორმონების დონის მატებასთან ერთად. ვაგინალური ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შეიძლება განისაზღვროს ესტრუსის ნიშნები – სწორედ ის ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ოვულაცია, მაგრამ შეუძლებელია იმის დადგენა, როდის ხდება ის. ეს მნიშვნელოვანი მეთოდია, მაგრამ არა საკმარისად ზუსტი.
სისხლში ჰორმონ პროგესტერონის დონის დადგენა ძაღლებში ოვულაციის დროის განსაზღვრის ყველაზე ზუსტი მეთოდია. პროგესტერონი იწყებს მატებას ოვულაციამდეც კი, რაც საშუალებას გაძლევთ წინასწარ დაიწყოთ გაზომვა. პროგესტერონის დონე ოვულაციის დროს, ძაღლების უმეტესობაში, დაახლოებით იგივეა. როგორც წესი, საჭიროა რამდენიმე გაზომვა (1-ჯერ 1-4 დღის განმავლობაში).
საკვერცხეების ულტრაბგერითი გამოკვლევა კიდევ ერთი მეთოდია, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს ოვულაციის დროის განსაზღვრის სიზუსტეს.
პრაქტიკაში, ესტრუსის მე-4-5 დღიდან უნდა დაიწყოს ვაგინალური ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა, შემდეგ (ნაცხში ესტრუსის ნიმუშის გამოვლენის მომენტიდან) ტარდება სისხლის ანალიზი ჰორმონ პროგესტერონზე და საკვერცხეების ულტრაბგერითი გამოვკვლევა.
Leave your comment