კატის ორსულობა არის სასიხარულო მაგრამ ასევე ძალიან პასუხისმგებლიანი მოვლენა მისი პატრონისთვის. იმისათვის რომ მზად იყოთ კნუტების დაბადებისთვის, უნდა იცოდეთ თუ რამდენი ხანი მიმდინარეობს კატების ორსულობა და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ვეტერინარს.
როდის შეუძლია კატას დაორსულება?
როგორც წესი, კატების რეპროდუქტიული პერიოდი იწყება 5-9 თვის ასაკში. თუ კატა ცხოვრობს სახლში, ის გარეთ არ გადის და მისი მამალ კატებთან კონტაქტი კონტროლის ქვეშ არის, ამ შემთხვევაში ორსულობის დაგეგმვა ადვილია. თუ კი კატას აქვს გარეთ გასვლის საშუალება, ორსულობა შესაძლოა სიურპრიზი იყოს მისი პატრონისთვის და დაეტყობა კატას მისი ქცევის ცვლილებაზე და დამრგვალებულ მუცელზე, მხოლოდ მშბიარობის ვადის დადგენა ამ შემთხვევაში გაგიჭირდებათ.
რამდენი ხანი გრძელდება კატის ორსულობა?
როგორც წესი კატის ორსულობა გრძელდება 65–67 დღე (დაახლოებით 9 კვირა). მაგრამ ეს დრო შესაძლოა იყოს როგორც მეტი ასევე ნაკლები. მაგალითად მოკლებეწვიან კატებში ორსულობა გრძელდება 58–68 დღე, გრძელბეწვიანებში კი — 63–72 დღე. ამიტომ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, თუ სიამის კატა აგყავთ, მისი ორსულობა იქნება უფრო ხანმოკლე ვიდრე სხვა ჯიშების.
ასევე ორსულობის უფრო მოკლე ვადა დამოკიდებულია ბევრნაყოფიანობაზე.
არაგეგმიური მშბიარობა
მშობიარობა შესაძლოა გადაცდეს თავის სავარაუდო დროს, ერთი კვირის გადაცდენა ნორმალურად ითვლება. ამისი სხვა და სხვა მიზეზი არსებობს – მაგალითად სტრესული სიტუაცია. მაგრამ თუ კატამ არ იმშბიარა 70 დღის პერიოდში, საჭიროა დაუყონებლივ მიმართოთ ვატერინარს, რადგან ეს სიტუაცია არის სახიფათო როგორ დედისთვის, ასევე კნუტებისათვის.
თუ კნუტები იბადებიან პირიქით ერთი კვირით ადრე, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ისინი დაიბადებიან 58 დღეზე ადრე, მაშინ იქნებიან არასიცოცხლუნარიანები.
Leave your comment