
რამდენი წლისაა ძაღლი ადამიანის საზომით?

ლეკვები და ბავშვები
ცნობილია, რომ ლეკვი გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ბავშვი. ახალგაზრდა შინაური ცხოველი იწყებს მყარ საკვებზე გადასვლას 3-4 კვირის ასაკში და ბავშვი ამისთვის მზად არის დაახლოებით 4 თვისა. 10 კვირის ასაკში ლეკვი უკვე მოზარდად ითვლება. ჩვენს ცხოვრებაში შესაბამისი პერიოდი 12 წლიდან იწყება.

მოზრდილი
ორი წლის ძაღლი უკვე შედის ზრდასრულ ასაკში, რაც დაახლოებით შეესაბამება ჩვენს ახალგაზრდულ პერიოდს – 17-21 წელი. ითვლება, რომ სიცოცხლის მომდევნო სამი წლის განმავლობაში ცხოველი მწიფდება და მეხუთე წლიას მას უკვე სიცოცხლის საუკეთესო პერიოდი აქვს. თითქმის იგივენაირად, როგორც ჩვენ ვართ 40 წლის ასაკში. თუმცა, ჩვენი სტანდარტებით, ეს აყვავების პერიოდი დიდხანს არ გრძელდება – უკვე რვა წლის ასაკში ძაღლი ახალ ეტაპზე გადადის.
პენსიონერები
8 წლის მიღწევის შემდეგ ძაღლი დაბერებულად ითვლება. მის სხეულში ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები ძლიერდება, ორგანიზმის ადეკვატური იმუნური რეაქცია მცირდება და ორგანოების ფუნქციები თანდათან ითრგუნება. ადამიანებში მსგავსი პერიოდი იწყება 55-60 წლიდან.
ძაღლის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12 წელია. დიდი ზომის ჯიშებს შეიძლება ოდნავ ნაკლები, პატარებს – მეტი.


Leave your comment