რამდენი წლისაა კატა ადამიანური საზომით

რამდენი წლისაა კატა ადამიანური საზომით

1 წლის კატა ჯერ კიდევ კნუტია, მოზარდია, თუ უკვე მოზრდილი ცხოველი? ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენი წლისაა თქვენი კატა ადამიანური საზომით? თქვენი ცხოველის ქცევის გაგებაში, კატის ზრდის ეტაპების ცოდნა დაგეხმარებათ.
მიიჩნევა, რომ კატის 1 წლის სიცოცხლე უტოლდება ადამიანის 7 წლის სიცოცხლეს. გამოდის, რომ თქვენ წინაშეა არა 2 წლის კატა, არამედ, 14 წლის მოზარდია, არა 13 წლის ცხოველი, არამედ 100 წელს მიღწეული არსება. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არაა. კატის ფსიქოლოგიური განვითარება განსხვავებულად მიმდინარეობს, ფიზიოლოგიურადაც ის სხვაგვარადაა მოწყობილი, ამიტომ ასე უხეშად დამრგვალებული ციფრები გარადამავალი მომენტების გარკვევაში ვერ გვეხმარება. დღესდღეობით, ყველაზე ზუსტად ითვლება გამოთვლის მეთოდი, რომელიც კატის ფსიქოლოგიური განვითარებასაც ითვალისწინებს.

ბავშვობა და ახალგაზრდობა

1 წლის კნუტის ასაკი ადამიანის სიცოცხლის 15 წელს შეესაბამება. სიცოცხლის პირველ წელს კატა სწავლობს დამოუკიდებლობას, მის ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება. პირველი 15 წლის მანძილზე ანალოგიურ ცვლილებებს გადის ადამიანიც. გარდა ამისა, დაახლოებით 9-12 თვის თვის ასაკში, კატებს ეწყებათ სქესობრივი მომწიფების პერიოდი, რაც ადამიანის 13-15 წლის ასაკს შეესაბამება.

კატის სიცოცხლის მეორე წელი ეს არის მისი ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბების პერიოდი. ადამიანური საზომით ის 24 წლის ასაკს შეესბამება, ამ დროს ხდება ხასიათისა და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების ფორმირება.

მოზრდილობის პერიოდი და სიბერე

2 წლის შემდეგ ზრდის პროცესი ნელდება და კატის 1 წლის სიცოცხლე ადამინის 4 წლის სიცოცხლეს უტოლდება. ამრიგად, იმის გამოსათვლელად, რამდენი წლისაა ადამიანური საზომით 5 წლის კატა, საკმარისია 24-ს (პირველი 2 წელი) მივუმატოთ 12 წელი (მომდევნო 3 წელი) – გამოდის, რომ 5 წლის კატა ადამიანური საზომით 36 წლისაა, 9 წლის კატა კი – 52 წლის. სხვათა შორის, კატა მოზრდილად ითვლება უკვე 2 წლის ასაკიდან, ხანდაზმულად კი, 7-8 წლიდან – ამ დროს ეწყებათ ასაკობრივი ცვლილებები, უქვეითდებათ იმუნიტეტი და იკლებს ფიზიკური აქტივობა. რასაკვირველია, ადამიანისთვის ეს პერიოდი გაცილებით გვიან დგება. საშუალოდ, სახლის კატები 14 წელს ცოცხლობენ. სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მათ შორის საცხოვრებელ პირობებზე, კვების ხარისხზე და ვეტექიმის დროულ მეთვალყურეობაზე.

კატის ასაკის გრაფიკი ადამიანის ასაკთან შეფარდებით

კატის ასაკი ადამიანის ასაკი
1 წელი 15 წელი
2 წელი 24 წელი
3 წელი 28 წელი
4 წელი 32 წელი
5 წელი 36 წელი
6 წელი 40 წელი
7 წელი 44 წელი
8 წელი 48 წელი
9 წელი 52 წელი
10 წელი 56 წელი
11 წელი 60 წელი
12 წელი 64 წელი
13 წელი 68 წელი
14 წელი 72 წელი
15 წელი 76 წელი
16 წელი 80 წელი
aris
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!