მავნე პროდუქტები კატებისთვის

მავნე პროდუქტები კატებისთვის

ყველას, ვისაც უყვარს კატები და არ სურს ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას, მნიშვნელოვანია ახსოვდეს, რომ ადამიანისთვის განკუთვნილი ყველა პროდუქტი არ არის შესაფერისი კატის მენიუსთვის. არსებობს პროდუქტების მთელი რიგი, რომელიც არასოდეს უნდა იყოს შეტანილი შინაური ცხოველების რაციონში. ამის კონტროლი მათი ჯანმრთელობის პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

რატომ არ შეიძლება კატებს რძე მივცეთ?

ვეტერინარები გვირჩევენ ცხოველებს რძე არ მივცეთ. საქმე ისაა, რომ კნუტის სხეულს შეუძლია ლაქტოზას ათვისება, მაგრამ ზრდასრული კატების უმეტესობას არ გააჩნია მის დაშლაში მონაწილე ფერმენტი საკმარისი რაოდენობით. ზოგიერთ შინაურ ცხოველს შესაძლოა საერთოდაც ლაქტოზას აუტანლობა ჰქონდეს და ამ შემთხვევაში, რძის მიღებისას, მისი შაქრის ათვისება არ მოხდება, შედეგად კატას დიარეა ემართება.

რა ზიანი შეიძლება მიაყენოს კატას კვერცხმა და ხორცმა? კატებს, ისევე როგორც ადამიანებს, შეუძლიათ დაავადდნენ სალმონელოზით და ნაწლავური ჩხირით უმი კვერცხის ჭამის შემდეგ. გარდა ამისა, თუ კატა ჭამს კვერცხის ცილას, შეიძლება დაერღვეს B ვიტამინის შეწოვა. და ეს, თავის მხრივ, ცუდად მოქმედებს კატის ბეწვზე და კანზე. ძვლებმა და ცხიმოვანი ხორცის ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს კატაში საჭმლის მომნელებელი პრობლემები: საჭმლის მონელების დარღვევა, ღებინება და დიარეა. შინაურ ცხოველს შეუძლია გადაყლაპოს პატარა ძვალი და შეიძლება დაიხრჩოს, რადგან სასუნთქ გზებში წინაღობა წარმოიქნება. გარდა ამისა, საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები შეიძლება ძვლით ან მისი ბასრი ფრაგმენტებით დაიკაწროს.

რატომ არ შეიძლება კატებისთვის შოკოლადი და ტკბილეული?

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ შოკოლადი კატებისთვის ტოქსიკურია და მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები. მიზეზი საშიში ორგანული ნაერთებია – მეთილქსანტინები, რომლებიც შოკოლადშია და უარყოფითად მოქმედებს კატის ჯანმრთელობაზე. მათ შორისაა კოფეინი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კატის გადამეტებული აგზნება და კუნთების ტრემორი, ასევე თეობრომინი, რომელიც კატებისთვის სასიკვდილოდ საშიშია.

ხახვისა და ნივრის ტოქსიკურობა

ხახვი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებს ერითროციტებს, რამაც კატა სეიძლება უმძიმეს შედეგამდე – ჰემოლიზურ ანემიამდე მიიყვანოს. ნიორმა კი კატაში შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, გარდა ამისა, ის ასევე აზიანებს ერითროციტებს. უფრო მეტიც, ტოქსიკურია არა მხოლოდ უმი, არამედ შემწვარი, მოხარშული და გამომცხვარი ნიორი და ხახვი. დარწმუნდით, რომ ეს საკვები არ მოხვდება თქვენი კატის რაციონში. პრობლემების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ვეტერინარს.

რატომ არის ყურძენი და ქიშმიში საშიში კატებისთვის?

ის ფაქტი, რომ ყურძენი და ქიშმიში ნამდვილი შხამია ყველა შინაური ცხოველისთვის, უკვე დადასტურდა: კვლევები აჩვენებს, რომ ეს საკვები ტოქსიკურია და შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები და ღებინება კატებში. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რომელი ნივთიერებები იწვევს ასეთ რეაქციას.

კიდევ რა საკვების მიცემა არ შეიძლება კატებისთვის?

კატებს ცომის პატარა ნაჭერიც კი არ უნდა მივცეთ, რადგან ცხოველის კუჭი იდეალური გარემოა საფუარის გასამრავლებლად. ცომი შეიძლება შიგნით გაფუვდეს, რაც შეამცირებს სისხლის ნაკადს კუჭში. ამან შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი პრობლემები და სუნთქვის გაძნელება. გარდა დიარეისა და ღებინებისა, ცომმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის ვოლვულუსი ცხოველში. ასევე არ არის რეკომენდებული კატებისთვის შემდეგი საკვების მიცემა: თხილი, რის გამოც შესაძლებელია განუვითარდეს პანკრეატიტი; ალკოჰოლი, რომელიც მოქმედებს კატის ნერვულ სისტემაზე; მარილი და მწნილი, მათით მოწამვლა იწვევს კრუნჩხვებს, ღებინებას და ზოგჯერ სიკვდილს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!