კატის 6 უცნაური ქცევა და მათი განმარტება

კატის 6 უცნაური ქცევა და მათი განმარტება

თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენი კატა იქცევა უცნაურად, მაშინ იცოდეთ: ასე არ არის. და საერთოდ, შესაძლოა, რომ ის, რაც თქვენი შინაური ცხოველის ქცევაში თქვენ არანორმალურად მიგაჩნიათ, რეალურად აბსოლუტურად ნორმალური იყოს. ჩვენ შევაგროვეთ 6 ყველაზე გავრცელებული კატის უცნაურობა და ავხსენით ისინი.
  1. კატა იატაკზე გორავს შეგიმჩნევიათ, რომ კატა მუცლით ზევით წვება და აქეთ-იქით ტრიალს იწყებს ? ეს ნორმალურია. ასე გიჩვენებთ შინაური ცხოველი, რომ თავს დაცულად გრძნობს და თქვენგან ყურადღებას ითხოვს. გარდა ამისა, ამ გზით თქვენს კატას შეუძლია მონიშნოს ადგილი თავისი სუნით – ამით აცხადებს, რომ ეს სივრცე მას ეკუთვნის.
  2. თხრის ტუალეტს. სინამდვილეში, თითქმის ყველა კატა აკეთებს ამას. და ესეც სრულიად ნორმალურია. ეს ინსტინქტი, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს ველური წინაპრებისგან.
  3. საკვებს მარხავს თუ თქვენი კატა ჯამტან ახლოს იწყებს თხრას, ესეც ინსტინქტია. გარეული კატები საჭმელს სხვა ცხოველებისგან დასამალად მარხავდნენ. არც თქვენს შინაურ ცხოველს სურს საკვების გაზიარება, მაშინაც კი, თუ გვერდით სხვა ცხოველი არ ჰყავს.
  4. ჭამს პოლიეთილენს
    • სურსათის მაღაზიიდან დაბრუნდით, ჯერ სასურსათო ჩანთებიდან პროდუქტების ამოლაგებაც ვერ მოასწარით, რომ ხედავთ,თქვენი კატა უკვე პლასტმასის ჩანთას ლოკავს? ნუ მისცემთ მას ამის უფლებას! ზოგიერთი კატა, თუ დროზე არ შეაჩერებთ, პარკს შეჭამს და ამან შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაუვალობა ან დახრჩობა. ზუსტად უცნობია, რატომ უყვარს ზოგიერთ შინაურ ცხოველს ასე ძალიან პოლიეთილენი, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ამიტომ ჯობს კატა პარკებთან მარტო არ დატოვოთ.
  5. ბალახს ჭამს თქვენს კატას ბალახის ღეჭვა უყვარს? კატები ხორცის მჭამელები არიან, მაგრამ მათ ასევე ხშირად უყვართ აუცილებელი მიკროელემენტების მიღება ბალახისა და სხვა მწვანილისგან. ველურ ბუნებაში ისინი ამ საკვებ ნივთიერებებს თავიანთი ნადავლის ნაწლავებიდან იღებდნენ. სახლში შეგიძლიათ დარგოთ სპეციალური კატის ბალახი, რომელიც ცხოველს ნამდვილად არ ავნებს.
  6. კატა თავით და სხეულით გეხახუნებათ თუ კატა თავით “გეტაკებათ” ან სხეულით გეხახუნებათ, ეს ნიშნავს, რომ გენდობათ და უყვარხართ. ასე სურს თავისი სუნით მოგნიშნოთ, თქვენც რომ იცოდეთ, რომ მხოლოდ მას ეკუთვნით.
кошка со странностями
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!