კატის ყველაზე ძვირად ღირებული ჯიშები
- მეინ-კუნი
- მეინ-კუნის ჯიშის კატები დიდი ზომით გამოირჩევიან. კუდიანად, მათ სიგრძე აღწევს 120 სანტიმეტრს, 8 კილოგრამამდე იწონიან. ამასთან, მეინ-კუნები მშვენივრად ნადირობენ თაგვებზე და ექსტრემალურად ცივ ამინდთან მარტივად ადაპტირდებიან. გამოკვეთილი თვალები, დიდი ყურები, ფუმფულა კუდი და აჩეჩილი ბეწვი დიდი ხნით ამახსოვდებათ იმათ, ვინც ამ კატებს ნახავს. მრისხანე გარეგნობის მიუხედავად, ეს ცხოველი ძალიან კეთილგანწყობილი და პოზიტიურია. მეინ-კუნს უყვარს პატრონტან ყოფნა, მაგრამ ამასთან, დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. ამ ჯიშის კატები უგებენ ძაღლებს და უყვართ ბავშვებთან თამაში. ეს ყველაზე ძვირად ღირებული ჯიში არ არის, მაგრამ კნუტების ფასმა შესაძლოა 3 ათას დოლარს მიაღწიოს.
- 9- ბრიტანული მოკლებეწვიანი
- ბრიტანული მოკლებეწვიანი კატები წარსულში რომის იმპერიის კარზე ცხოვრობდნენ. დღესდღეობით, ისინი შესაძლოა არ არიან ძალიან ენერგიულები და ვერ დაიკვეხნიან ძლიერად განვითარებული მონადირის ინსტინქტით, მაგრამ არიან ძალიან ალერსიანები და პატრონის სიტყვა ესმით. ამ ჯიშის წარმომადგენლებმა დაიმსახურეს საყოველთაო სიყვარული თავიანთი კონტაქტურობით და სიმშვიდით, ისინი შესანიშნავად უგებენ ყველა ოჯახის წევრსა და სხვა ცხოველებს.
- მიუხედავად სიყვარულისა და ოჯახის მიმართ მიჯაჭვულობისა, ბრიტანელები ყოველთვის ინარჩუნებენ ღირსებას და არავის აძლევენ უფლებას მოექცნენ როგორც სათამაშოს. ამ ჯიშის კატებს აქვთ დასამახსოვრებელი გარეგნობა: მომხიბვლელი მომრგვალო სახე, არაჩვეულებრივი სპილენძისფერი თვალები და მოცისფრო-ნაცრისფერი ბეწვი. ბრიტანელის ფასი 1 000 დოლარს აღწევს, განსაკუთრებით, თუ კნუტს კარგი წინაპრების ნუსხა აქვს.
- 8- ამერიკული კერლი
- ამერიკული კერლი – არაორდინალური გარეგნობის კატაა. მისი ყურები უნიკალური ფორმით გამოირჩევა: ბოლოებიი ოდნავ შეკეცილი აქვს – სწორედ ამიტომ მიიღო ჯიშმა სახელწოდება, ინგლისურად სიტყვა curl ხვეულს ნიშნავს. ყურის აგებულების თავისებურება სელექციის შედეგი არ გახლავთ, ის გამოწვეულია გენის სპონტანური მუტაციით, რომელშიც ადამიანებს წვლილი არ მიუძღვით. ამერიკული კერლი ძალიან მეგობრულია, უყვარს თამაში, ჭკვიანია, სიამოვნებს ყურადღება. ასეთი კატები არიან მოკლე და გრძელბეწვიანები რბილი ბეწვი აქვთ. მას აბრეშუმსაც კი ადარებენ ხოლმე. აშშ-ში ამერიკული კერლის ფასი 1200 დოლარს აღწევს, სამშობლოს საზღვრებს გარეთ კი, ფასი იზრდება.
- 7-რუსული ცისფერი
-
რუსული ცისფერი კატა გვიზიდავს თავისი მბზინვარე მწვანე თვალებით და ვერცხლისფერ-ცისფერი ბეწვით. მას არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობა, მიმზიდველი ხასიათიც აქვს. ეს კატები პატრონების ერთგულნი არიან, კარგად გრძნიბენ პატრონის განწყობას და შეუძლიათ მალევე აუწყონ მას ფეხი.რუსული ცისფერი საკმაოდ მორიდებული ჯიშია. ეს კატები უცხოებთან ძალიან ფრთხილობენ, მაგრამ ოჯახის წევრებს აქტიურად ეკონტაქტებიან. რუსული ცისფერის სახე ყოველთვის მომღიმარია, რადგან პირის კუთხეები ზემოთ აქვს აწეული. ამ თავისებურებამ მას თაყვანისმცემლები გაუჩინა მთელ მსოფლიოში. კნუტების ფასი 1500 დოლარს აღწევს.
- სკოტიშ ფოლდი ან შოტლანდიური ყურშა
- ამ ჯიშის განმასხვავებელი ნიშანი, როგორც მისი ჯიშის დასახელებიდან შეიძლება მივხვდეთ, გახლავთ პატარა დაკეცილი ყურები მისი პოზიდან გამომდინარე, ის ხან პლიუშის დათუნიას და ხანაც ბუს ემსგავსება.
- ეს კატებით გამორჩეულნი არიან მხიარული ხასიათით, მაგრამ ერთი მუტაციური გენი, რომლის დამსახურებითაც შოტლანდიური ყურშების ყურები ჩვეულებრივი ყურებისგან განსხვავდება, შესაძლოა უარყოფითად მოქმედებდეს მათი სახსრების ქსოვილებზე. ჯიშის საუკეთესო წამრომადგენლის ფასი 3 ათას დოლარს აღწევს.
- სფინქსი
- პეტერბოლდი
- პეტერბოლდი კატის ელეგანტური ჯიშია, რომელიც რუსეთშია გამოყვანილი. მის წარმომადგენლებს შესაძლოა ჰქონდეთ მცირე ატმისფერი „ღუნღლი“ და მოკლე ბეწვი. ეს ლამაზმანები ჩვეულებრივ ალერსიანები არიან ადამიანების მიმართ და სხვა ცხოველებიც უყვართ. პატრონს ძალიან ეჯაჭვებიან და დიდხანს მარტო ყოფნა უჭირთ. ამასთან, ისინი შესანიშნავად ექვემდებარებიან გაწვრთნას. შიშველი პეტერბოლდების მოვლა ისეთივეა, როგორც სფინქსების. მნიშვნელოვანია, ზაფხულში გახსოვდეთ რომ მელოტი ცხოველები შეიძლება მზეზე დაიწვან. პეტერბოლდის კნუტების ფასი 3500 დოლარს აღწევს.
- სპარსული კატა ისტორიული მონაცემები მოწმობს, რომ სპარსული კატის წინაპრები ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე არსებობდნენ. დღესდღეობით, ეს ჯიში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.ხასიათით სპარსელები მშვიდები არიან, შეუძლიათ მთელი დღე პატრონთან ერთად დივანზე ისხდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თამაში არ უყვართ. გრძელი რბილი ბეწვისა და ბრტყელი სახის გამო, ისინი სათამაშოებს გვანან, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ მის ლამაზ ხშირ ბეწვს მოვლა სჭირდება. ამ ჯიშის წარმომავლობა და დასამახსოვრებელი ბეწვი 5 ათას დოლარად არის შეფასებული.
- ბენგალური კატა ბენგალური კატები გამოირჩევიან ველური, ეგზოტიკური გარეგნობით. ჯიში ველური აზიური ლეოპარდის კატის შინაურ კატასთან შეჯვარებით გაჩნდა. თავისი ველური წინაპრებისგან კატებს ერგოთ არა მხოლოდ შეფერილობა, არამედ – დიდი ზომაც: ისინი ჩვეულებრივ შინაურ კატებზე გაცილებით მოზრდილები არიან.ბენგალური კატის სახლში ყოლა მისი ცნობისმოყვარე ხასიათის გამო შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს. აკვარიუმის კვლევა, თამაში ჩამრთველებთან, შეხტომა ჭაღებზე – ამ ჯიშის კატებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მთლიანობაში კი ბენგალურ კატებს უყვართ ურთიერთობა და ბავშვებსა და ძაღლებს კარგად ეპყრობიან, მისი გამრავლების სირთულის გამო, ბენგალური კატის ფასი 5 ათას დოლარს აღწევს.
- სავანა
- სავანა გახლავთ ველური აფრიკული სერვალის და შინაური კატის შეჯვარების შედეგად მიღებული ჯიში. პირველი კნუტები 1986 წელს გაჩდნენ და ჯიში პოპულარულად სულ მალე იქცა. ხასიათით სავანები ძაღლებს გვანან. სწორი სოციალიზაციის შემთხვევაში, ადამიანებთან და ცხოველებთან ურთიერთობა არ გაუჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, კატა იქნება აგრესიული რამაც შესაძლოა გარკვეული პრობლემები შექმნას.
- ისინი, ბენგალური კატების მსგავსად, ცნობისმოყვარეებო არიან, სჭირდებათ დოდი რაოდენობით ფიზიკური დატვირთვა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. სავანას ფასი მის ტიპზეა დამოკიდებული: სულ 5 ტიპის სავანა არსებობს F1დან F5-მდე. F1 ტიპის კატები ნახევრად სერვალები არიან, როცა F5-ის ტიპის კატებში ველური სისხლის მხოლოდ 11% ჩქეფს. F1 ტიპის სავანას ფასი 10 ათასი დოლარია, ეს მსოფოლოში ყველაზე ძვირად ღირებული კატის ჯიშია.
- ამ სიაში შევიდნენ ფელინოლოგიური ორგანიზაციებით ოფიციალურად აღიარებული კატის ჯიშები. ფასები მიახლოებითია, მომშენებელებს შორის ყოველთვის მოიძებნება ხალხი, ვინც მათ გაცილებით უფრო იაფად, ან ძვირად ყიდის
- თუ ძვირად ღირებული კატის შეძენა გსურთ, ყურადღებით უნდა გაეცნოთ მისი წინაპრების ნუსხას და ცხოველის გამრავლების პირობებს, თაღლითებისგან თავის დაცვას მხოლოდ ასე შეძლებთ
Leave your comment