კატის ყველაზე იშვიათი ჯიშები

კატის ყველაზე იშვიათი ჯიშები

დღესდღეობით, მსოფლიოში 200-ზე მეტი აღიარებული კატის ჯიშია. ზოგიერთ მათგანს ყოველდღე ვხედავთ და უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ არსებობს იშვიათი ჯიშებიც – უნიკალური და ხშირად მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. გამრავლების სირთულის გამო, ასეთი კნუტები ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ ყოველ მომშენებელს როდი ძალუძს მათი მოშენებით დაკავდეს. ხშირად, ასეთი კატის შესაძენად ადამიანებს სამაოდ ხანგრძლივად უწევთ რიგში ჩადგომა სპეციალიზირებულ საშენებში. ჩვენ შევაგროვეთ მსოფლიოს მასშტაბით კატების ყველაზე იშვიათი ჯიშები, აღწერითა და ფოტოებით.

კატების ყველაზე საოცარი და იშვიათი ჯიშების ათეული

იშვიათი ჯიშები, რომლებზეც ვისაუბრებთ, სხვა კატებისგან გამოირჩევიან ორიგინალური შეფერილობით, ხასიათით ან ქცევის თავისებურებებით. ყოველი მათგანი უნიკალური და განუმეორებელია. ოფიციალურად აღირებული ჯიშების გარდა, არსებობს ექსპერიმენტული ჯიშებიც, ამ მცირე ჯგუფებს შეიძლება მივაკუთვნოთ უკრაინული ლევკოი და ბამბინო. კატების იშვიათი ჯიშების ათეული მოიცავს როგორც ხელოვნურად გამოყვანილ ჯიშებს, ასევე, ბუნებრივი გზით წარმოქმნილ ჯიშებსაც. .

სავანა

ქვეყანა: აშშ სიმაღლე: 50 სმ-მდე წონა: 5-14 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 16-18 წელი სავანა მსოფლიოში კატის უიშვიათეს ჯიშად ითვლება. ბეწვი მოკლე აქვს, შეფერილობა აუცილებლად კოპლებიანი. ის გახლავთ ველური და შინაური კატის ჰიბრიდი. ამ კატის ყველაზე მთავარი თვისება ზღვარსგადასული ცნობისმოყვარეობაა. სავანა ყველაგან პატრონის გვერდით იქნება, რადგან ადამიანი მისთვის კომპანიონია. ამ კატას მარტოობა რთულად გადააქვს, მუდმივად სჭირდება კონტაქტი ან ადამიანთნ, ან სხვა – ცხოველთან.
Саванна относится к редким породам кошек

ამერიკული უხეშბეწვიანი კატა

ქვეყანა: აშშ სიმაღლე: 30 სმ-მდე წონა: 3-7 კგ. ასაკი: 14-16 წელი ამერიკული უხეშბეწვიანი კატა ძალიან იშვიათი ჯიშია. მისი წარმომადგენლები გავრცელებულნი არიან მხოლოდ ამერიკასა და ევროპაში. ბეწვი მოკლე აქვთ, სტანდარტის თანახმად, შეფერილობა სხვადასხვაგვარი შეიძლება ჰქონდეთ. ეს ცხოველები თამაშის მოყვარულები და ცნობისმოყვარენი არიან, ადამიანებთან ყოფნა ძალიან უყვართ. პატრონთან ხანგრძლივ განშორებას რთულად იტანენ, უცხო ადამიანებს ინტერესით ეპყრობიან. გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით. სხვა შინაურ ცხოველებთან ნორმალურად თანაცხოვრობენ, განსაკუთრებით, თუ ერთად გაიზარდნენ. ახალი ცხოველი ამ კატას ფრთხილად უნდა გააცნოთ, რადგან შესაძლოა, მას ტერიტორიის გაყოფა მოუნდეს.
необычной породой кошек является американская жесткошерстная, которая распространена только в Америке и Европе

სნოუ-შუ

ქვეყანა: აშშ სიმაღლე: 27-30 სმ წონა: 2,5-6 კგ; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 9-15 წელი სნოუ-შუ მხიარული ბუნებით და ენერგიულობით გამორჩეული ჯიშია. ბეწვი მოკლე აქვს, შეფერილობა: სიო-პოინტი, ბლუ-პოინტი, თეთრი, ბეწვისქვეშა საფარი არ აქვს. ეს ჯიში გაჩნდა სიამისა და ამერიკული მოკლებეწვიანი კატების შეჯვარების შედეგად. სნოუ-შუ ერთ პატრონს ირჩევს. გამოირჩევიან კონტაქტურობით, მაგრამ თავის მობეზრება არ უყვართ. მარტოობა მტკივნეულად გადააქვთ, ძალიან დაკავებული ადმიანებისთვის ამ ჯიშის კატის შეძენა რეკომენდირებული არ არის. Сноу-шу входит в число самых редких пород кошек в мире

სინგაპურული კატა

ქვეყანა: აშშ, სინგაპური სიმაღლე: 28-32 სმ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15 წლამდე სინგაპურული კატა ძალიან გამორჩეული კატის ჯიშია. მისი მთავარი ღირსება ავთენტურობაა. ამ კატის წინაპრები სინგაპურის ქუჩებში ბეღურებივით და მტრედებივით ცხოვრობდნენ. ბეწვი მოკლე აქვთ. ფერი – სეპია აგუტი. სინგაპურული კატები ალერსიანები და მეგობრულები არიან, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ადამიანებს მალევე ეჯაჭვებიან, მარტოობა რთულად გადააქვთ, უცხოებს არ ენდობიან. ეს კატები ადამიანის განწყობას მყისიერად გრძნობენ, პატრონის ხმის ინტონაციის ცვლილებაზეც კარგად რეაგირებენ.
Сингапурская кошка относится к редким видам

კაო-მანი

ქვეყანა: ტაილანდი სიმაღლე: 25-30 სმ. წონა: 2,5-5 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელი კაო-მანი ტაილანდში გამოყვანილი კატის ჯიშია. ამ ცხოველს უძველესი ისტორია აქვს. ბეწვი მოკლე, შეფერილობა კი, მხოლოდ თეთრი გვხვდება. ამ ჯიშის წარმომადგენლები დიდი პოპულარობით სარგებლობენ თვალის უჩვეულო ფერის გამო, სპეციალისტები ამ მოვლენას ჰეტეროქრომიას უწოდებენ. კაო-მანი თამაშის მოყვარული და ცნობისმოყვარე ჯიშია. პატრონს ძალიან ეჯაჭვებიან და მასთან დიდი ხნით განშორება ვერ გადააქვთ. ძალიან უყვართ კრუტუნი, პატრონთან „საუბარი“. ჩვენს ქვეყანაში ამ ჯიშის წარმომადგენლების საშენი არ არსებობს, მისი ყიდვა მხოლოდ ტაილანდსა ან ევროპაშია შესაძლებელი.
Као-мани является редкой породой кошек, выведенных в Таиланде

სოკოკე

ქვეყანა: დანია, კენია; სიმაღლე: 30 სმ-მდე; წონა: 3-5 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 9-15 წელი; სოკოკე კატის უიშვიათესი ჯიშია, მიეკუთვნება ეგზოტიკურ ჯიშებს. სოკოკეს მოკლე ბეწვი აქვს, ვიზუალურად ეს კატა გეპარდს მოგაგონებთ, შეფერილობა სპილენძისფერი ან სნოუ ტაბი. ამ ჯიშის წარმომადგენლები უშრეტი ენერგიით არიან ცნობილნი. არ შეუძლიათ ერთ ადგილას ჯდომა. სწორედ ამიტომ აუცილებელია სოკოკეს უამრავი სათამაშო ჰქონდეს. პატრონს კატა მომენტალურად ეჯაჭვება, მასთან განშორება მძიმედ გადააქვს. უცხოებთანაც მეგობრულია, სხვა ცხოველებთან უპრობლემოდ თანახცოვრობს. ბავშვებთანაც საკმაოდ ალერსიანია, შეუძლია პატარას მხარი ნებისმიერ თამაშში აუბას.
Сококе — редкая порода котов, напоминающих гепардов

სერენგეტი:

ქვეყანა: აშშ სიმაღლე: 35 სმ-მდე; წონა: 8-15 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი სერენგეტი კატის კიდევ ერთი იშვიათი და ეგზოტიკური ჯიშია. ზოგჯერ, ამ ცხოველებს შინაურ სერვალებს უწოდებენ. ბეწვი გლუვი და მოკლე აქვთ, შეფერილობა ყოველთვის მუქი ლაქებით ან ზოლებით. ველური კატის ამ შთამომავლებს შეუძლიათ 2 მეტრამდე სიმაღლეზე ახტომა, გამოირჩევიან გინიერებით და მოხერხებულობით. ოჯახში ძალიან ალერსიანები არიან, პატრონს მალევე ეჯაჭვებიან. სპეციალისტები ამ ჯიშის კატების შეძენას ახალბედა მომშენებლებს ურჩევენ, რადგან მათ საკმაოდ დამყოლი ხასიათი აქვთ. სხვა ცხოველებთან თანაცხოვრება დიდად არ უყვართ, სერენგეტი მუდამ ეცდება ლიდერის პოზიცია დაიკავოს.
Серенгети является редкой породой кошек, отличающихся высоким интеллектом

პეტერბოლდი

ქვეყანა: რუსეთი; სიმაღლე: 23-30 სმ. წონა: 3-5 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-15 წელი პეტერბოლდი ძალიან გამორჩეული ჯიშია. მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება იყოს სრულიად მელოტი ან ჰქონდეს მოკლე ბეწვი. ეს კატები გამოირჩევიან დამყოლი ხასიათით, ალერსიანები და ენერგიულები არიან. მარტოობა რთულად გადააქვთ. ამ ჯიშის წარმომადგენლებს კარგად აქვთ განვითარებული მონადირული ინსტინქტი, მღრღნელებს სიამოვნებით იჭერენ. პეტერბოლდი გარშემო ყველაფერის შესწავლისკენ ილტვის, აუცილებლად შეაღებს კარადებს, კარებს, ყუთებსაც გახსნის, თუმცა, არაფერს აფუჭებს. ძალიან უყვარს კნავილი, თუ რაიმე სჭირდება, იქამდე იკნავლებს, სანამ ამას არ მიიღებს.
Петерболд — необычная порода кошек, которая может быть как лысой, так и короткошерстной

ლაპერმი

ქვეყანა: აშშ სიმაღლე: 28 სმ-მდე; წონა: 3-6 კგ. სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-14 წელი ლაპერმი ხვეულბეწვიანი ჯიშის კატაა. ამ ცხოველებს ბეწვი თითქმის არ სცვივათ. სტანდარტის თანამხად, მათი შეფერილობა ძალიან მრავალფეროვანი შეიძლება იყოს, დაწყებული თეთრიდან, დასრულებული ნახშირისფერით. ასევე, დასაშვებია, კატა იყოს ერთი ფერის, ან შეფერილობაში ჰქონდეს რამდენიმე ფერი. ბეწვი მოკლე ან გრძელი აქვს. კატა არის მოსიყვარულე და მეგობრული. კარგი კომპანიონები არიან. ძალიან უყვართ დროის პატრონთან გატარება. ალერსიანობასა და პოზიტიურობას ასხივებენ. ბავშვებსაც კარგად ეპყრობიან. სხვა ცხოველებსაც მშვიდად ეგუებიან. თუ ძაღლი მის ტერიტორიაზე არ იწევს, ლაპერმი მას მეგობრულად მოექცევა.
Лапермы — коты редкой породы, которая практически не линяет

კარელიური ბობტეილი

ქვეყანა: რუსეთი სიმაღლე: 28 სმ-სმდე წონა: 2,5-6 კგ სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-15 წელი კარელიური ბობტეილისთვის დამახასიათებელია ძალიან მოკლე კუდი, არსებობს მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი სახეობები. შეფერილობა ყველანაირი დასაშვებია – მათ შორის, მასში შეიძლება ფიგურირებდეს რამდენიმე ფერიც. დამყოლი ხასიათი აქვს. ყველას მიმართ მეგობრულია, მათ შორის უცხოებთანაც. ბობტეილები საკუთარ სივრცეს ძალიან აფასებენ. ეს ცხოველი გასართობს ყოველთვის მონახავს. უაზროდ პატრონის დევნას არასდროს დაიწყებს. სხვა ცხოველებთანაც ნორმალურად შეუძლიათ თანაცხოვრება, ბავშვებთან ძალიან ალერსიანად იქცევიან. აქვთ საკმაოდ კარგი მოთმინების უნარი. ცხოველი ბავშვს არ უკბენს და არ დაკაწრავს, მაშინაც კი, პატარა მას რაიმე ძალიან უსიამოვნოს გაუკეთებს. უფრო სავარაუდოა, რომ ბობტეილი, მას უბრალოდ, გაერიდება.
Карельский бобтейл — ещё один редкий вид кошек с очень коротким хвостом
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!