კატის პირველი მშობიარობა

კატის პირველი მშობიარობა

სახლის კატებს სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა, რადგან ნაკლებად არიან ცხოვრებისთვის ადაპტირებული ქუჩაში მცხოვრებ კატებთან შედარებით. ამიტომაც, როდესაც კატა არის ფეხმძიმედ, მას განსაკუთრებული დახმარება სჭირდება. რა შეიძლება დაგჭირდეთ, როდესაც თქვენი კატა პირველად აჩენს კნუტებს? როგორ უნდა მოიქცეთ პრობლემების შემთხვევაში? კატის პატრონმა უნდა იცოდეს ამ კითხვებზე პასუხი, რათა ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

როგორ მოვემზადოთ კატის პირველი მშობიარობისთვის

იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ შესაძლო გართულებებს, საჭირო არის წინასწარ გავამზადოთ შემდეგი:
  • ⦁ კატის და კნუტების ადგილი, მაგალითად ორი ყუთი შიგნით ჩაფენილი რბილი ქსოვილით: სანამ კატა მშობიარობს ერთ-ერთ ყუთში, ახალშობილი კნუტები უმჯობესია მოათავსოთ მეორე ყუთში;
  • ⦁ ერთჯერადი სტერილური ხელთათმანი;
  • ⦁ ანტისეპტიკუტი საშუალებები (დამუშავებისთვის)
  • ⦁ მაკრატელი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დეზინფიცირებული;
  • ⦁ პიპეტი კნუტებისთვის.
ნუ გექნებათ მხოლოდ თქვენი თავის იმედი, აუცილებლად გაიარეთ წინასწარი კონსულტაცია ვეტერინართან, უმჯობესი იქნება ის მოიწვიოთ მშობიარობაზე. მშობიარობის პროცესში შესაძლოა გაჩნდეს გართულებები, ამიტომაც მნიშვნელოვანია თავი დაიზღვიოთ სპეციალისტის მოწვევით ან მასთან იყოთ სატელეფონო კავშირზე.

როგორ შეიძლება გავიგოთ რომ მშობიარობა იწყება

იმის გარკვევა, ეწყება თუ არა კატას მშობიარობა, საკმაოდ ადვილია: ცხოველების უმეტესობა იწყებს სახლში აქტიურ ძებნას ისეთი ადგილის სადაც შეძლებს კნუტების დაბინავებას. ძიების დროს კატა შესაძლოა აღმოჩნდეს უცნაურ ადგილებში: კარადაში, საბნის ქვეშ, ტანსაცმელზე. ეს მისი ინსტინქტია. ცხოველი გრნობს, რომ მალე გააჩენს კნუტებს, და ეძებს ისეთ ადგილს სადაც შეძლებს მათი დაბინავებას. მსგავსი ქცევა ეწყებათ მშობიარობამდე რამოდენიმე დღით ადრე, და ამ კონკრეტული მომენტიდან მნიშვნელოვანია თვალი ადევნოთ კატას. მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე კატას უჩნდება პირველი რძე, ტემპერატურა კი ეწევა დაბლა 37 გრადუსამდე, კატა ხდება მოუსვენარი და აქტიური.

კატის მშობიარობის ეტაპები

კატის მშობიარობას აქვს რამოდენიმე ეტაპი:
    1. ჭინთვების დაწყება. ამ მომენტში კატის მუცელი მკვრივდება, ეწყება ჭინთვები, რომლის სიმძლავრე იმატებს, კატა ხმამაღლა კნავის, ზოგჯერ კრუტუნებს და ხშირად ილოკავს. მას აწუხებს ტკივილი და ზოგჯერ შესაძლოა სუნთქვაც აუჩქარდეს. ამ დროს უნდა მოეფეროთ და დაამშვიდოთ, და ასევე მიაქციოთ ყრადრება, რომ კატა არ გაიქცეს ყუთიდან.
    2. კნუტების გაჩენა. ზოგჯერ კნუტები იბადებიან ამნიოტურ ტომარაში, კატამ უნდა გადაღრღნას ჭიპლარი თვითონ და გალოკოს კნუტი; ეს ყველაფერი მისი გენეტიკის ნაწილია, უმჯობესია თქვენ ამ ეტაპზე არ ჩაერიოთ. დახმარება იქნება საჭირო იმ შემთხვევაში, თუ კატა კნუტს აიგნორებს;
    3. პლაცენტის გამოსვლა. ეს არის მშობიარების დასკვნითი ნაწილი, რომელსაც თან ახლავს ბოლო ჭინთვები.
ყველა კატის მშობიარობა არის განსხვავებული. ზოგი მალე მშობიარობს, ზოგი უფრო დიდხანს, მაგრამ ძირითადაც ამ პროცესს სჭირდება 6 დან 12 საათამდე. ნუ ჩქარობთ დაალაგოთ ყველაფერი, ზოჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ შესაძლოა ეს უბრალოდ შესვენებაა, რომლის მერეც შეიძლება გაჩნდეს კნუტები.

რა შემთხვევაში შესაძლოა დაგჩირდეთ დახმარება?

იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ნორმალურად ვითარდება, უმჯობესია არ ჩაერიოთ. თქვენი დახმარება არის საჭირო თუ:
  • ⦁ კატას აქვს უშედეგო ჭინთვები;
  • ⦁ კატას აქვს გამონადენი დროზე ადრე;
  • ⦁ მშობიარობა დროში იწელება;
  • ⦁ კატა ყურადღებას არ აქცევს კნუტებს და არ გადაღრღნა ამნიოტური ტომარა;
  • ⦁ იმ შემთხვევაში თუ ორსულობა ვადას სცილდება, მაგრამ მშობიარობა არ იწყება.
ჩამოთვლილ სიტუაციებში საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ვეტერინარს. სხვა შემთხევაში ყველაფერმა უნდა ჩაიაროს ნორმალურად, ბუნება თვითონ არეგულირებს ამ პროცესს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!