დავარცხნა სავალდებულო პროცედურაა ნებისმიერი ასაკის კატისთვის ნებისმიერი ტიპის ბეწვით (გარდა მელოტი კატებისა). დავარცხნით თქვენ დაიცავთ კატას გორგლებისგან და თავის ალოკვისას ბეწვის ჭარბი რაოდენობით გადაყლაპვისგან, დააჩქარებთ ბეწვის ცვენას და განახლებას, შეამცირებთ ბეწვის რაოდენობას სახლში და ტანსაცმელზე.ასევე, უზრუნველყოფთ თქვენს საყვარელ ცხოველს სასიამოვნო მასაჟით, რომელიც გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჯანმრთელობას. თითოეული მიზნისთვის, არსებობს რამდენიმე სახის სავარცხელი კატებისთვის. როგორ ავირჩიოთ სწორი მათგანიზოომაღაზიაში – ამის შესახებ ამ სტატიაში გიამბობთ.
როგორ შევარჩიოთ სავარცხელი კატისთვის?
ზოგადი რეკომენდაციები:
სრულფასოვანი მოვლისთვის ერთდროულად რამდენიმე ტიპის სავარცხელი შეიძინეთ;
მიაჩვიეთ კნუტი ვარცხნას ადრეული ასაკიდან (კნუტებისთვის რბილი სავარცხლები-ჯაგრისები გამოგადგებათ, რომლებიც მას მოეფერებიან);
ყურადღება მიაქციეთ კბილანებს – ისინი არ უნდა იყოს ბასრი, ცხოველს კანი რომ არ დაუზიანონ;
დაბალი ხარისხის ფოლადის კბილების მქონე ხელსაწყოებიშესაძლოა დაჟანგდეს და თქვენი ცხოველის კანსა და ბეწვს ზიანი მიაყენოს;
უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ მასალებს – ხელოვნური ჯაგარი ქურთუკს დააელექტროებს და კატას დისკომფორტს შეუქმნის;
სახელურის მასალა გამძლე უნდა იყოს.
მთავარი პარამეტრი, რომლითაც ინსტრუმენტის არჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ, არის ცხოველის ბეწვის სიგრძე. მაღაზიებში ჯაგრისებს და სავარცხლებს ნებისმიერი სიგრძის ბეწვის მქონე კატებისთვის ნახავთ. უნივერსალურ ინსტრუმენეტებად ითვლება სავარცხლები საშუალო და წვრილი კბილებით, ასევე, მასაჟის ხელთათმანი.
Leave your comment