კატების სქესობრივი ციკლის თავისებურება

კატების სქესობრივი ციკლის თავისებურება

სქესობრივი მომწიფება კატებში არის დამოკიდებული რამოდენიმე ფაქტორზე: კონსტიტუცია, სინათლის დღის ხანგრძლივობა, წელიწადის დრო და დაბადების თარიღი, ასევე ცხოვრების პირობები და სხვა ცხოველთან თანაცხოვრება.

პირველი მძუვნობა

პირველი მძუვნობის დასაწყებად კატამ უნდა აკრიფოს ზრდასრული ცხოველის წონის 70–80%. პირველი მძუვნობა ხდება 4–12 თვის ასაკში, რაც არის ცხოველის წონაზე და ჯიშზე დამოკიდებული. კატები ძალიან შუქმგრძნობიარე ცხოველები არიან, ამიტომაც მათ სქესობრივ ქცევაზე დიდ ზეგავლენას ახდენს სინათლის დღის ხანგრძლივობა.

პირველი მძუვნობის კალენდარი

  • ⦁ იანვარში-თებერვალში დაბადებულ კატებს პირველი მძუვნობა არ ექნებათ შემდეგი წლის იანვარ-თებერვლამდე, ესეიგი პირველი მძუვნობა ექნებათ 1 წლის ასაკში.
  • ⦁ მარტში-აპრილში დაბადებულ კატებს შორის პირველი მძუვნობა მოსალოდნელია იმავე წლის სექტემბერში-ოქტომბერში, ანუ 6 თვის ასაკში.
  • ⦁ მაისში-ივნისში დაბადებულ კატებს პირველი მძუვნობა ექნებათ შემდეგი წლის თებერვალში-მარტში, ანუ 10 თვის ასაკში.
  • ⦁ ივლისში-აგვისტოში დაბადებულ კატებს პირველი მძუვნობა ექნებათ შემდეგი წლის იანვარში-თებერვალში, ანუ 6 თვის ასაკში.
  • ⦁ სექტემბერში-ოქტომბერში დაბადებულ კატებს პირველი მძუვმობა ექნებათ შემდეგი წლის მარტშi-აპრილში – 6 თვის ასაკში.
  • ⦁ ნოემბერში-დეკემბერში დაბადებულ კატებს პირველი მძუვნობა ექნებათ შემდეგი წლის მაისში-ივნისში – 6 თვის ასაკში.

დამატებითი ფაქტორები

მოკლებეწვიან კატებში სქესობრივი მომწიფება როგორც წესი დგება უფრო ადრე ვიდრე გრძელბეწვიანებში ან დიდ ჯოშებში. მძუვნობებს შორის შუალედი შეადგენს 4-30 დღეს ისეთ კატებში, რომლებიც დღე-ღამეში 14 საათის განმავლობაში გაშუქებულ ადგილას იმყოფებიან (ასევე ხელოვნური შუქის განათების ქვეშ). ბუნებრივი განათების შემთხვევაში სქესობრივი ქცევა კატებს არ აღენიშნებათ ნოემბრიდან თებერვალი-მარტის ჩათვლით. ყველაზე ხშრად მძუვნობა აქვთ კატებს იანვარ-თებერვალში და იკლებს სექტებმბერ-ოქტომბრისკენ. მძუვნობა გრძელდება 7-10 დღე. ციკლი მეორდება მთელი გამრავლების პერიოდის განმავლობაში, და ცყდება მხოლოდ ორსულობის ან ცრუ ორსულობის დროს.

ოვულაცია

კატების სქესობრივი ციკლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ინდუცირებული ოვულაცია. შედარებისთვის, ძაღლებში ოვულაცია ხდება სპონტანურად, არ აქვს მნიშვნელობა, არის შეჯვარება დაგეგმილი თუ არა. კატებში კი ოვულაციას აქვს ადგილი კოიტუსის დროს. გამონაკლის შემთხვევაში კატას შესაძლოა ჰქონდეს სპონტანური ოვულაცია, რომელიც არის მამალი კატის შეგრძნებასთან დაკავშირებული ან ხდება პატრონის მიერ მინდაოს სტიმულაციით კატის მძუვნობის პერიოდში.

სქესობრივი ქცევა

კლინიკურად მძუვნობა გამოიხატება წინა ფეხებზე იატაკისკენ დაწევით, კუდის გვერდზე გაწევით და ვოკალისაციით მამლის მოსაზიდად. მამალი კატის არარსებობის შემთხვევაში დედალი კატა იატაკზე გორაობს, ალერსიანად ეხება ნივთებს და პატრონს. ძაღლებისგან განსხვავებით, კატებს არ აქვს გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, თუმცა ჩირქოვანი ან სისხლოვანი გამონადენი მიგვანიშნებს პათოლოგიაზე.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!