პანლეიკოპენიის, ჰერპესვირუსისა და კალცივირუსის საწინააღმდეგო პირველადი ვაქცინაციის დროს შეყავთ 2-4 კვირიანი ინტერვალით რამდენჯერმე, როგორც წესი, ცხოველის სიცოცხლის პირველ წელს რეკომენდირებულია 4-5 ვაქცინაციის ჩატარება – ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კნუტებს დედისგან გადაეცემათ ანტისხეულები, რომლებმაც, შესაძლოა, ვაქცინის საპასუხო იმუნიტეტის ფორმირებას ხელი შეუშალოს. ზოგ კნუტში ანტისხეულების რაოდენობა მცირეა, ზოგში – პირიქით, საშუალოდ, ანტისხეულები კნუტის სისხლში 8-9 კვირამდე რჩება, მაგრამ ზოგიერთ კნუტს უფრო მალე უქრებათ, ზოგს კი, 14-16 კვირამდე უნარჩუნდება. რაც შეეხება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ის ტარდება ერთხელ, მომდევნო წელს რევაქცინირებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა გაკეთდეს ცხოველის სიცოცხლის მეთორმეტე კვირიდან.
ზრდასრული კატების პირველადი ვაქცინაციისას ვაქცინა შეყავთ ორჯერ, 2-4 კვირის ინტერვალით, ცოფზე ზრდასრული კატა იცრება ერთხელ და რევაქცინაცია უტარდება 1 წელიწადში პირველი აცრიდან.
რევაქცინაცია ტარდება აქტიური დაცვის შესანარჩუნებლად ცხოველის ცხოვრების მანძილზე, ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების რისკზე და ადგილობრივ კანონმდებლობაზე. მაგალითისთვის, რინოტრაქეიტისა და კალიცივიროზის საწინააღმდეგო ვაქცინების შედეგეად ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ნაკლებ ხანს ნარჩუნდება, განსხვავებით პანლეიკოპენიის საწინააღმდეგო ვაქცინის შეყვანის შედეგად ფირმირებულ იმუნიტეტზე, ამიტომ მაღალი რისკის მქონე კატების შემთხვევაში, თუ ისინი ზოოსასტუმროებისა და გამოფენების ხშირი სტუმრები არიან, შესაძლოა ყოველწლიური რევაქცინაცია დაგჭირდეთ, იმ დროს, როცა პანლეიკოპენიის საწინააღმდეგო აცრა შესაძლებელია მხოლოდ 3 წელიწადში ერთხელ გაუკეთოთ. საქართველოს კანომდებლობის თანახმად, ცოფზე აცრა ყოველწიურად უნდა ჩატარდეს.გრაფიკსა და აუცილებელი აცრების ნუსხას ვეტექიმი ადგენს.
Leave your comment