კატების გრუმინგი

კატების გრუმინგი

როგორც წესი, პატრონები თავად ვარცხნიან კატას, აბანავებენ და მის ბრჭყალებსა და კბილებს უვლიან. ჩვეულებრივ, შინაური ცხოველი სალონში გასაკრეჭად მიჰყავთ ხოლმე. მაგრამ დღეს, ბევრი სპეციალიზებული ზოოსალონი გთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურების კომპლექსს – გრუმინგს. ეს არის კატის მოვლის პროცედურების ნაკრები, რომელიც მოიცავს დაბანას, დავარცხნას, თმის შეჭრას და ბრჭყალების დაჭრას, ყურებისა და თვალების გაწმენდას.

რისთვის უნდა გავკრიჭოთ კატა?

ბუნებრივ პირობებში მცხოვრები კატები ჩვეულებრივ მოკლებეწვიანები არიან. როდესაც მათი ბეწვი ცვენას იწყებს, მისი უმეტესი ნაწილი რჩება ბუჩქებსა და ხეებზე, რომლებზეც ცხოველები დაძვრებიან. მაგრამ შინაური ცხოველები, მიუხედავად იმისა, რომ დაბანას ცდილობენ, როგორც წესი, საკუთარ ბეწვს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან. როდესაც თავს ილოკავენ, დიდი რაოდენობით ბეწვი და ღინღლი ეყლაპებათ, ხშირად ეს იწვევს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს. გარდა ამისა, დაუვარცხნელი ბეწვი ცვენას იწყებს, წარმოიქმნება გორგლები, რომელთა გამოც კანი უღიზიანდებათ და ანთება ეწყებათ. გარდა ამისა, ცხელ სეზონზე, გრძელბეწვიანმა კატებმა შესაძლოა თავი არაკომფორტულად იგრძნონ. თუ თქვენს შინაურ ცხოველს ასეთი პრობლემები აქვს, გრუმინგი მათ მოგვარებაში დაგეხმარებათ.

შეჭრის თავისებურებები

შეგიძლიათ კატის გაკრეჭვა თავად სცადოთ, მაგრამ მაინც ჯობს გამოცდილ გრუმერს ენდოთ. სპეციალისტი საერთო ენას ნებისმიერი ხასიათის მქონე ცხოველთან გამონახავს. ის გაკრეჭს კატას და ეცდება, ცხოველის დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანოს. მართალია, თავიდან კატა სპეციალისტს სიფრთხილით მიეპყრობა, მაგრამ როცა გრუმერი ხელში აიყვანს, თავს დაავარცხნინებს და გააკრეჭინებს.

ზოგიერთი პატრონი, რომელიც სასოწარკვეთილია, კატის გაკრეჭას ნარკოზის ქვეშ ითხოვს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ასეთი მედიკამენტები ძალიან საზიანოა შინაური ცხოველის ჯანმრთელობისთვის. უკეთესი იქნება თუ კარგ ოსტატს იპოვით. გახსოვდეთ, რომ ნამდვილ სპეციალისტს ვეტერინარული განათლება უნდა ჰქონდეს.

ვარცხნილობის სახეობები

გრუმერები სხვადასხვა ვარცხნილობებს გვთავაზობენ, ცხოველის გვერდებზე ნახატების შექმანასაც კი. ბევრი კატის პატრონი უპირატესობას “ლომის” ვარცხნილობას ანიჭებს: კატას ბეწვს მოკლედ უკრეჭენ მთელ ტანზე და თავსა და ფეხებს არ ეხებიან, ხოლო კუდზეც “ფუნჯს” უტოვებენ. საკრეჭი მანქანით გაკრეჭის შემდეგ “ფაფარს” მაკრატლით ფრთხილად აძლევენ შესაბამის ფორმას. თმის შეჭრის კიდევ ერთი პოპულარული სახეობაა “საზაფხულო”. ამ შემთხვევაში კატას ფაფარს არ უტოვებენ და კუდსაც უფრო მოკლედ კრეჭენ. კატას სპეციალური საკრეჭი მანქანით ჭრიან, რომელზეც სპეციალური პირია. შედეგად, უტოვებენ 2-3 მმ სიგრძის ბეწვს, იშვიათად – 5-9 მმ-ს. თმის მხოლოდ მაკრატლით შეჭრა უფრო ძვირია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კატას კრეჭენ არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ იმისთვის, რომ თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!