კატა ცუდად ჭამს: რატომ და რა ვქნათ?

კატა ცუდად ჭამს: რატომ და რა ვქნათ?

პატრონები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ მათი კატა ცუდად ჭამს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკვებს ოჯახის რამდენიმე წევრი აძლევს. ეს ეხება თავისუფლად მოსეირნე ცხოველებსაც, რომლებიც ნადირობენ. ასეთ სიტუციებში, თუ სხვა სიმპტომები არ არსებობს, მადის დაქვეითება დიდი ხნის მანძილზე შეუმჩნეველი რჩება.

რატომ ჭამს კატა ცოტას – 16 მიზეზი

მადის დაქვეითების მიზეზი ბევრია. კატას არ შეუძლია თავად გვითხრას, რა აწუხებს, მნიშვნელოვანია ცხოველის მდგომარეობა მუდამ კომპლექსურად შევაფასოთ. გადავხედოთ ძირითად მიზეზებს რომელთა გამოც თქვენი კატა ცუდად ჭამს.

უსაფრთხო მიზეზები

შეუფერებელი საკვები

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კატამ ცუდად ჭამა დაიწყო, შესაძლოა საკვები იყოს, ხარისხით ის შეიძლება პატრონს მოსწონდეს, მაგრამ არაა აუცილებელი, რომ კატასაც მოეწონოს. ამიტომ, თუ საკვების შეცვლა გადაწყვიტეთ, ეს ნელ-ნელა გააკეთეთ, ძველში დაუმატეთ ხოლმე, ცვალეთ პროპორციები ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვეულებრივ, თუ კატის აზრით, საკვები უგემურია, სავსე ჯამთან კნავილს დაიწყებს, ამ გზით, საკვების მიცემას გთხოვთ, ხანდახან შეიძლება საკვები მაგიდიდანაც მოგპაროთ.

კბილების მოცვლა

კბილების მოცვლის პერიოდში კნუტებს შესაძლოა ღრძილების დროებითი ანთება – გინგივიტი განუვითარდეთ. ხშირად ეს პერიოდი მცირე ხანს გრძელდება და ბევრი პატრონი ამას ვერც ამჩნევს. ზოგიერთი კნუტი შესაძლოა უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდეს ამ პროცესის მიმართ და კვებისას ტკივილს განიცდიდეს, ამიტომ კბილების მოცვლის პერიოდში ზოგიერთი პატარა უპირატესობას თხევად საკვებს ანიჭებს ხოლმე.
котенок может начать мало есть при смене зубов

სტრესი

სხვა სახლში გადასვლა, ახალი ცხოველი, რემონტი, ოჯახში ბავშვის გაჩენა – ეს ყველაფერი კატისთვის სტრესული ფაქტორებია. პრობლემა ისაა, რომ სტრსის დროს ცხოველის ჭეშმარიტი მდგომარეობის დადგენა რთულია, რადგან ზოგჯერ კატა არა მხოლოდ ცუდად ჭამს, დათრგუნული ან აგრესიული შეიძლება გახდეს.

ორსულობა

ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ჰორმონალური გადაწყობის მომენტში და უშუალოდ მშობიარობის წინ, კატამ შესაძლოა საკვების დოზა მნიშვნელოვნად შეამციროს და ეს ნორმალურია. მთავარია დააკვირდეთ, რომ მომავალი დედის მდგომარეობას სხვა ნეგატიური გამოვლინებები არ ახლდეს.

ბეწვი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში

კატა თავს ყოველდღე უვლის ენის დახმარებით და საკმაოდ დიდი რაოდენობით ყლაპავს ბეწვს. ეს კუჭ-ნაწლავში დაგროვებული ბეწვის გორგლები შესაძლოა ცუდი მადის კიდევ ერთ მიზეზად იქცნენ.

პარაზიტები

ხშირ შემთხვევაში, ჰელმენტები ზრდასრული კატის ორგანიზმისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, ამიტომ ისინი შეიძლება მეტნაკლებად უსაფრთხო მიზეზებს მივაკუთვნოთ, მაგრამ ჰელმენტები ღებინებას იწვევენ – ასე რომ შესაძლებელია კატას არა მხოლოდ მადა დაუქვეითდეს, პერიოდულად აღებინოს და ჰქონდეს დიარეა.
кишечные паразиты могут быть причиной того, из-за чего кошка плохо ест

კბილის ქვა

კბილზე წარმოქმნილი ნადები ღრძილების ანთებას იწვევს, მიშვებულ შემთხვევებში კი, კატებს კბილები სძვრებათ. პატრონი შეამჩნვს: პირიდან ცუდ სუნს, ნერწყვის მომატებულად გამოყოფას, ერთ მხარეს ღეჭვას. კბილის ქვა ცხოველის სიცოცხლისთვის პირდაპირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ შესაძლოა პირის ღრუს სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს.

სახიფათო მიზეზები

უცხო სხეული

კატებს უყვართ თამაში, მათ შორის ნივთებთანაც, რომლებიც ამისთვის განკუთვნილი არაა: ნემსით და ძაფით, ძუით და ნემსკავით, სკრეპებით. მათი გადაყლაპვის შემთხვევაში, შესაძლოა საყლაპავში, პირში, რბილ ქსოვილებში გაეჭედოთ, სიმპოტომებია: მომატებული ნერწყვი, თავისა და კისრის არეში ტკივილი, ხველისა და ღებინების მსგავსი რეფლექსები.

ინფექციური დაავადება

სახლის კატაც კი შესაძლოა დაავადდეს ინფექციური დაავადებით. პატრონმა შეიძლება მდგრადი პათოგენები სახლში სამოსით ან ფეხსაცმლით მოიტანოს, მადის დაქვეითების გარდა, ინფექციებს ახასიათებთ ცხელება, ღებინება, დიარეა, ცემინება, ხველა, წყლულები პირის ღრუში და სხვა.

ტკივილი

ნებისმიერი გამოხატული ტკივილის შემთხვევაში კატა ცუდად ჭამს, გარდა ამისა, შესაძლოა სახასიათო პოზა მიიღოს – ეს არის შებოჭილი, მოკუნტული, გაფოფრილი მდგომარეობა, კუდი და ფეხები ამ დროს ტანის ქვეშ აქვს მოქცეული, ტკივილის მიზეზის დიაგნოსტირება აუცილებელია.

ონკოლოგიური დაავადებები

ზოგიერთ შემთხვევაში კატის წონაში კლება და ცუდი მადა საშიში დაავადების გაჩენის შესახებ მოასწავებს, ხშირია სხვა სიმპტომებიც: ღებინება, ქოშინი, სხეულზე და კიდურებზე სიმკვრივეების გაჩენა.
в некоторых случаях кот худеет и плохо ест из-за онкологических заболеваний

ანემია

ანემია არის სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების დონის კლება. მძიმე ანემიის მქონე კატები ხშირად ნაკლებს მიირთმევენ, ზოგჯერ კი, იწყებენ კედლების, ყვავილების მიწის ჭამას, ასევე, ახასიათებთ ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე, დათრგუნული მდგომარეობა, ხანდახან ქოშინი და მერყეობა სიარულისას.

ცხელება

ტემპერატურის მატებას თან სდევს ანთებითი პროცესები, მიზეზი შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებები, აბსცესები, პნევმონია, ძუების შემთხვევაში, საშვილოსნოს ანთება. მადის დაქვეითების გარდა, ჩნდება სისუსტე, თათების ბალიშები, ყურები ცხვირი ცხელია.

თირკმელების ქრონიკული დაავადება

სამწუხაროდ, 8-10 წელზე უფროს კატებში ეს საკმაოდ აქტუალური დაავადებაა, ასევე, ხშირი სიმპტომებია: გამოყოფილი შარდის გაზრდილი მოცულობა, წყურვილის მომატება, ცხოველი წონაში კლებას შესამჩნევად დაიწყებს.
кот может плохо есть корм, если он ему не нравится

სხვა ქრონიკული დაავადებები

ზოგიერთ შემთხვევაში დაავდება მწვავედ არ ვლინდება, ვითარდება რამდენიმე თვის მანძილზე. ამ დროს შეუმჩნეველია რომ კატა ცუდად ჭამს, რადგან მადის დაქვეითება ნელ-ნელა მიმდინარეობს. ხშირი სიმპოტომებია: ღებინება, დიარეა, წონაში კლება, ლორწოვანი გარსებისა და კანის სიყვითლე.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

შესაძლებელია აღმოაჩნდეს ახალგაზრდა და საშუალო ასაკის კატასაც, რადგან გენეტიკურია, მაგალითად, ჰიპეტროფიული კარდიომიოპათია ხშირად ემართებათ მეინ კუნებს, შოტლანდიურ კატებს, ბრიტანულებს, რეგდოლებს. პატრონმა შესაძლოა შენიშნოს ქოშინი, დათრგუნული მდგომარეობა ლორწოვანი გარსების სილურჯე.
у кота плохой аппетит

დიაგნოსტიკა

ცუდი მადის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ვეტექიმის დახმარება. სპეციალისტი გასინჯავს ცხოველს, შეაგროვებს ანამნეზს. ხანდახან მიზეზის აღმოჩენა ამ ეტაპზევე ხდება, ეს შეიძლება იყოს ცხელება, კბილებზე ქვები, გულის შუილი და ტკივილი. უმეტეს შემთხვევაში, დიაგნოზის დასადგენად საჭირო გახდება მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული კვლევა, ის გამოავლენს თირკმელების, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიებს, ზოგიერთ სიმსივნურ დაავადებას, ძუ კატებში – საშვილოსნოს ანთებას.

სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ანემიისა და ანთების ნიშნებს გამოავლენს

სისხლის ბიოქიმიური კვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს შინაგანი ორგანოების ფუნქცია ელექტროლიტების, გლუკოზის, კალციუმის ფოსფორის დონე. რენტგენი საჭიროა უცხო სხეულების, ორთოპედული ან დენტალური პრობლემების გამოსავლენად, ასევე, სასუნთქი გზების დაავადებების გამოსარიცხად. თუკი ეჭვი ინფექციურ დაავადებაზეა, საჭირო ხდება მიზეზის დასადგენად სპეციალური კვლევების ჩატარება. კარდიოლოგიური დაავადების გამოსავლენად კეთდება გულის ექოსკოპია. ონკოლოგიური პათოლოგიებისას აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია.
для определения причин, по которым кот плохо ест, могут понадобиться лабораторные исследования, например, анализ крови

რა ვქნათ, თუ კატა საერთოდ არ ჭამს?

მადის დაქვეითების ზოგიერთი პრობლემა შესაძლოა მანამდეც შენიშნოთ, სანამ ვეტერინარამდე მიხვალთ, მაგალითად, თუ კატა ახალ საკვებზე უარს ამბობს, მაგრამ ძველს სიამოვნებით ჭამს, მეტად სავარაუდოა რომ მიზეზი საკვებია. თუ ეჭვი გაქვთ რომ კატას პირის ღრუ სტკივა, შეგიძლიათ კატას თხევადი საკვები შესთავაზოთ. თუ ღებინას კატა ბეწვს ამოაღებინებს, რაციონში დაუმატეთ ბეწვის ორგანიზმიდან გამოსაყვანი პასტა. კარგი იქნება თუ ჰელმენტებზე დაამუშავებთ, თუ ეს დიდი ხანია არ გაგიკეთებიათ, ან არალეგულარულად აკეთებთ. სტრესულ სიტუაციებში აჯობებს ჯამი ნებისმიერი საკვებით იქ დაუდგათ, სადაც თავს აფარებს. აუცილებელია დააკვირდეთ ცხოველს და დამოუკიდებლად გასინჯოთ, მიაქციეთ ყურადღება შემდეგ მომენტებს:
  • როგორ გამოიყურება მისი პირის ღრუ და კბილები, ანთების ნიშნები ხომ არ აქვს, წყლულები, ემალმა ფერი ხომ არ შეიცვალა;
  • როგორ სვამს ცხოველი და როგორ შარდავს, დეფიკაციასთან პრობლემა ხომ არ აქვს, ხომ არ აღებინებს;
  • კატა ნაკლებად აქტიური ხომ არ გახდა, ან ცხელების ნიშნები ხომ არ აქვს;
  • როგორ სუნთქავს, განსაკუთრებით ძილში, მშვიდ მდგომარეობაში;
  • წონაში კლება ხომ არ აღენიშნება;
  • სხეულის და კიდურების პალპაციისას ტკივილს ხომ არ განიცდის.

უმეტეს შემთხვევაში, მკურნალობა მიმართული იქნება არა მადის სტიმუალციისკენ, არამედ მიზეზის აღმოსაფხვრელად. სტომატოლოგიურ პრობლემებს პირის ღრუს ჰიგიენური სანაცია, ანუ ავამყოფი კბილების ამოღება უშველის

უცხო სხეულების ამოღება ხდება ქირურგიული ან ენდოსკოპირი მეთოდებით.

ინფექციური დაავადებების, თირკმელების, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული პათოლოგიების დროს ტარდება კომპლექსური თერაპია, რომელიც მოიცავს ღებინების, ტკივილის, მოხსნას, სითხის შევსებას გადასხმების მეშვეობით, სამკურნალო დიეტის, ვიტამინების დანიშვნას. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა შეიძლება მოხდეს როგორც ქირურგიული, ასევე, კომპლექსური მეთოდებით: ეს იქნება ქიმიოთერაპია თუ სხვა. კარდიოლოგიური პათოლოგიებისას თერაპია დამოკიდებულია კონკრეტულ დიაგნოზზე. მძიმე ანემიისას შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა.
ветеринар обследует кота с плохим аппетитом для подбора лечения

პროფილაქტიკა

გამომდონარე იქიდან, რომ კატებში მადის დაქვეითებას უამრავი მიზეზი აქვს, აუცილებელია პროფილაქტიკის მიზნით რიგი მნიშვნელოვანი წესების დაცვა:
  • ცხოველი უნდა უზრუნველყოთ სრულფასოვანი, მისთვის გემრიელი საკვებით;
  • მოაშოროთ ცხოველს საშიში ნივთები: ნემსები და ძაფები, კბილის საწმენდები, სკრეპები;
  • აარიდოთ სტრესს აუცილებლობის გარეშე, მათ შორის სედატიური საშუალებების გამოყენებითაც;
  • დროულად აცრათ კატა, მაშინაც თუ გარეთ არ გადის;
  • რეგულარულად დაამუშავოთ ჰელმენტებზე;
  • იზრუნოთ კატის კბილებზე სპეციალური პასტების, გელების, სასუსნავების დახმარებით;
  • შეიყვანოთ მის რაციონში ბეწვის ამოსაღები პასტა;
  • 8 წელზე უფროსი ასაკის ცხოველებს ჩაუტაროთ გეგმიური კვლევები ყოველ 6-12 თვეში ერთხელ.
кошка плохо кушает

თუ კატა ცოტას ჭამს, მთავარია:

  • მადის დაქვეითების უამრავი მიზეზი არსებობს: სტრესი, სტომატოლოგიური პრობლემები, პარაზიტები, ინფექციები, გულისრევა, ტკივილი, ცხელება, ქრონიკული დაავადებები, გულის და ონკოლგიური დაავადებები.
  • მნიშვნელოვანია დააკვირდეთ სხვა სიმპტომებს: ღებინება, დიარეა, დათრგუნული მდოგმარეობა, წონაში კლება.
  • როდესაც სხვა სიმპტომები არ აქვს, შესთავაზეთ კატას მისი საყვარელი საჭმელი, თხევადი საკვები, დაამუშავეთ ჰელმენტებზე, მიეცით პასტა ბეწვის ამოღება რომ შეძლოს.
  • თუ მადის დაქვეითებამ ხანგძლივად გასტანა, ან თან ერთვის სხვა სიმპტომები, აუცილებელია მიმართოთ ვეტექიმს.
 
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!