კატა ბეწვს აღებინებს. რა ვქნათ?

კატა ბეწვს აღებინებს. რა ვქნათ?

ამ პრობლემას ხშირად გრძელბეწვიანი კატების პატრონები აწყდებიან. მაშ, რა უნდა ქნათ, თუ კატა გამუდმებით ილოკავს თავს, შემდეგ კი ბეწვს ღებინებ? და არსებობს თუ არა რაიმე საშუალება ამის თავიდან ასაცილებლად? რატომ ხდება ასე ეს და რატომ არის საშიში? კატები გამუდმებით ილოკავენ თავს და ამ პროცესში ჩამოცვენილ ბეწვის გარკვეულ რაოდენობას ყლაპავენ. ხშირად ამ გზით შეჭმული მთელი ბეწვი ბუნებრივად ამოდის და კატას საფრთხეს არ უქმნის. მაგრამ თუ შინაური ცხოველი ფუმფულაა, მაშინ შეიძლება პრობლემებმა იჩინონ თავი: კატის მუცელში ბეწვი არ გადამუშავდება, მხოლოდ უშლის. თუ ის ძალიან ბევრ ბეწვს გადაყლაპავს,ესაძლოა კუჭი ჩახერგოს, და ცხოველს ოპერაცია დასჭირდება. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? თუ თქვენს ცხოველს მშრალი ხველა, მადის ნაკლებობა, ყაბზობა, გულისრევა ან ღებინება (თმის გორგლებს აღებინებს თუ არა, ამას მნიშვნელობა აქ აქვს) აქვს, თქვენ ვეტერინართან უნდა მიიყვანოთ. ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს კუჭში ბეწვის არსებობაზეც და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე. ნებისმიერ შემთხვევაში, არ უნდა ელოდოთ, რომ ყველაფერი თავისთავად გაუვლის – აუცილებლად დაუკავშირდით ვეტერინარს!
кошка и шерсть

შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება?

არსებობს რამდენიმე პროფილაქტიკური ღონისძიება, რომელიც დაგეხმარებათ ბეწვიანი ღებინება თავიდან აიცილოთ. პირველ რიგში, რეგულარულად დაივარცხნე კატა – ამ გზით მას ჩამოცვენილი ბეწვისგან განთავისუფლებაში დაეხმარებით. მეორეც, თუ თქვენ გყავთ ფუმფულა კატა, შეგიძლიათ მას სპეციალური საკვები აჭამოთ, რომელიც ორგანიზმიდან ბეწვის გამოდევნას უწყობს ხელს. მესამე, შეგიძლიათ თქვენს ცხოველს მისცეთ სპეციალური საშუალება კუჭიდან ბეწვის მოსაშორებლად – ტაბლეტები ან პასტები. როგორც წესი, კატებს მათი გემო მოსწონთ, ამიტომ პრობლემა არ უნდა შეგექმნათ. თუ არჩევანის სისწორეში დარწმუნებული არ ხართ (საკვები, ტაბლეტები თუ პასტა), მიმართეთ თქვენს ვეტერინარს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!