კატას ცხვირი ფერს იცვლის. ეს ნორმალურია?

კატას ცხვირი ფერს იცვლის. ეს ნორმალურია?

ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი კატის ცხვირი ღია ვარდისფრიდან მუქ ვარდისფერში გადადის? Რატომ ხდება ეს? ნორმალურია თუ აღელვების საფუძველი გაქვთ? სინამდვილეში, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. კატის ცხვირებს შეუძლიათ შეცვალონ ფერი ღია ვარდისფერიდან მუქ ვარდისფრამდე და ეს მღელვარების ან სტრესის დროს გულისცემის და არტერიული წნევის დროებითი მატების გამო ემართებათ ხოლმე. თუ ეს მოვლენა მუდმივ ხასიათს არ ატარებს, აღელვების საფუძველი არ გაქვთ. კატის ცხვირში მრავალი პატარა სისხლძარღვი, რომელიც სხვადასხვა პირობებში შეიძლება შევიწროვდეს ან გაფართოვდეს, მაგალითად: სიცხეში, სიცივეში, მაღალი ან დაბალი წნევის დროს. მან შეიძლება ცხვირის ფერის ცვლილება გამოიწვიოს. მაგალითად, როდესაც კატა ცივა, მისი სისხლძარღვები იკუმშება, ამიტომ მისი ცხვირი შეიძლება ღია ვარდისფერი გახდეს. როდესაც კატა ცხელა ან მაღალი წნევა აქვს, სისხლძარღვები ფართოვდება და მისი ცხვირი შეიძლება მუქი ვარდისფერი გახდეს და გაუწითლდეს კიდეც. ყველა კატას ერთნაირი ცხვირის აგებულება აქვს, მაგრამ ღია ფერის ცხვირის მქონე კატებში ეს ცვლილება უფრო კარგად ჩანს და რაც უფრო მუქი ცხვირი აქვს კატას მისი ფერის ცვლილებების შემჩნევა მით უფრო რთულია. ცხვირის შეფერილობის ცვლილება ყოველთვის ნორმალურია? ყოველთვის არა. თუ თქვენს კატას, როგორც წესი, ღია ვარდისფერი ცხვირი აქვს, მაგრამ მოულოდნელად გაუთეთრდა, ეს შეიძლება იყოს ანემიის ან სისხლის მიმოქცევის პრობლემების ქონის ნიშანი. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ვეტერინარს. ასევე, კარგი იქნება თუ კატას ვეტერინარს ანახებთ იმ შემთხვევაშიც, თუ თუ ცხვირი მოლურჯო გაუხდება, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობაზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შინაგანი ორგანოების უკმარისობით, სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონით ან ტოქსინებით. თუ ცხვირის ფერის შეცვლა გამოწვეულია თქვენი კატის გაზრდილი აქტივობით ან თუ აქვს რესპირატორული პრობლემების ნიშნები (გახშირებული სუნთქვა ან ქოშინი ღია პირით), ეს შეიძლება განსაკუთრებული შემთხვევა აღმოჩნდეს, შესაბამისად, კატა ვეტერინართან დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!