კატას სტრესი აქვს. რა ვქნათ?
როგორ მივხვდეთ, რომ კატას სტრესი აქვს?
- • მადის ცვლილება; შინაურმა ცხოველმა შესაძლოა უარი თქვას ჭამაზე ან, პირიქით, ძალიან ბევრს ჭამდეს.
- • ბეწვის ლოკვა; მუდმივად ბეწვის გამოლოკვა ასევე მიუთითებს ნერვულ აშლილობაზე, განსაკუთრებით თუ კატა ბეწვს გამელოტებამდე ილოკავს
- • არა ტიპიური ქცევა თუ შინაური ცხოველი, რომელსაც ადრე იშვიათად გიჯდებოდათ ხელში, მოსიყვარულე გახდა და ერთი წუთითაც არ ტოვებს პატრონს, მიზეზი იგივეა – ემოციური აშლილობა. სხვათა შორის, მოსიყვარულე კატებს შეუძლიათ, პირიქით, გახდნენ აგრესიულნი ან ასოციალურნი – ამან ასევე უნდა დააფიქროს პატრონი. თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს და ფიქრობთ, რომ თქვენს კატას სტრესი აქვს, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა დაადგინოთ ამ მდგომარეობის მიზეზი.
სტრესის მიზეზები
რეაქცია გარკვეულ მოვლენებზე ინდივიდუალურია. მაგალითად, ზოგიერთი შინაური ცხოველი შეიძლება სრულიად მშვიდად გრძნობდეს თავს ჩართულ მტვერსასრუტთან, ზოგში კი ეს იწვევს შიშს. ბევრი რამ არის დამოკიდებული კატის აღზრდაზე, მის ცხოვრების წესსა და გარემოზე. თუ კნუტი ბავშვობიდან მიეჩვია მოგზაურობას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასაკთან ერთად ქუჩა მისთვის სტრესის ფაქტორი გახდეს. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით იმ კატებზე, რომლებმაც, სახლი მხოლოდ მოზრდილობის ასაკში დატოვეს.
კატებში სტრესის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
• ახალ სახლში გადასვლა;
• ვიზიტი ვეტერინარულ კლინიკაში;
• ტრანსპორტირება;
• სახლში ბავშვების, ახალი ადამიანების ან ცხოველების გამოჩენა;
• მოულოდნელი მარტოობა;
• ეჭვიანობა;
• დაავადებები და ტკივილი.
კატებში სტრესის მკურნალობა ყოველთვის უნდა დაიწყოს ვეტერინარის კონსულტაციით. ზოგიერთ სიტუაციაში საკმარისი იქნება, რომ შემოიფარგლოთ სედატიური საშუალებების მიღებით, ზოგიერთში კი საჭირო იქნება სრულფასოვანი თერაპია. როგორ დავეხმაროთ კატას სტრესთან გამკლავებაში? • ყურადღების გადართვის მეთოდი • სტრესთან გამკლავების ერთ–ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი ყურადღების გადატანაა. მოეპყარით კატას სიყვარულით, მზრუნველობითა და ყურადღებით და ნელ-ნელა დაივიწყებს იმ გარემოებებს, რომლებიც აწუხებს. ქცევის ეს სტრატეგია განსაკუთრებით აქტუალურია, როცა სახლში ახალი ოჯახის წევრები ან სხვა ცხოველები ჩნდებიან. • ფიზიკური დატვირთვა • მოგეხსენებათ, საუკეთესო დასვენება აქტივობის შეცვლაა. ამიტომ სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი ვარიანტი ფიზიკური აქტივობაა. მაგალითად, ახალ სახლში ან ბინაში გადასვლის შემდეგ, უყიდეთ კატას საძრომიალო სახლი, ეთამაშეთ რაც შეიძლება ხშირად, შეასრულეთ ერთობლივი აქტივობები – ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ცხოველი გაუმკლავდეს ფსიქოლოგიურ სტრესს. • შიშებთან პირისპირ • ეს მეთოდი არასოდეს უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებლად – მხოლოდ ვეტერინარის ან ზოოფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. იგი ძირითადად გამოიყენება მძიმე ფობიების სამკურნალოდ, რომლებიც აზიანებს შინაური ცხოველის და მისი პატრონის ცხოვრების ხარისხს.
Leave your comment