კანე კორსო

კანე კორსო

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა იტალია   ომა დიდი   სიმაღლე 56-დან 71 სმ-მდე   ონა 36-დან 63,5 კგ-მდე   ასაკი 9-12 წლის   მოკლე ინფორმაცია   • ძლიერი;გამძლე;ჭკვიანი;ერთგული;გაწონასწორებული.   კანე კორსოს პლუსები და მინუსები კანე კორსოს პლუსებია:მარტივი მოვლა;კარგად ეწყობა ბავშვებ და სხვა შინაურ ცხოველებ;კეთილი და გაწონასწორებულია;დარაჯის შესანიშნავი თვისებები აქვს;სწრაფად სწავლობს.   მინუსები:ბეწვი მთელი წლის განმავლობაში სცვივა;სიცივის შიში;ვერ იტანს პატრონთან დაშორებასხანგრძლივი სეირნობის საჭიროება;ძვირადღირებული საკვები;მომატებული ნერწყვდენა;სახსრების ხშირი დაავადებები.   კანე კორსოს ჯიშის აღწერა კანე კორსო (იტალიური მასტიფი) დიდი ზომის, ძლიერი სხეულის მქონე ძაღლები არიან. კუნთები მშრალი და კარგად გამოხატული. ჯიშის წარმომადგენლების მთავარი ფუნქცია დაცვაა. ისინი მებრძოლი ძაღლები სულაც არ არიან. აგრესიას მხოლოდ უცხო ადამიანების მიმართ ავლენენ. სხეულის სიგრძე ასეთ ცხოველებში უფრო მეტია, ვიდრე სიმაღლეში. ძაღლები გამოირჩევიან სისწრაფით და შრომისუანრიანობით, მაგრამ ამავე დროს მათ აქვთ არისტოკრატული და ელეგანტური გარეგნობა.

კანე კორსოს ხასიათი ერთი შეხედვით, ამ იტალიური ჯიშის წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან სერიოზულად გამოიყურებიან. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ცხოველები შეიძლება იყვნენ ძალიან არტისტულებიძალიან კარგად განვითარებული სახის მიმიკის გამო. ასეთი ძაღლების მთავარი მახასიათებელია ერთგულება და სურვილი, დაიცვას პატრონი ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი ძალიან მეგობრულები არიან, კარგად თანაცხოვრობენ ბავშვებთან, კატებთან და ფრინველებთან. პატარა ბავშვთან ყოველთვის ავლენენ მოთმინებას, თუნდაც ზედმეტად აქტიური იყოს. კანე კორსოს ჯიშის წარმომადგენლები არ არიან მიდრეკილნი გამოავლინონ აგრესია უმიზეზოდ. ზედმეტად ავი ძაღლი ჯიშის ხინჯად ითვლება. ისინი ძალიან მორჩილები არიან. ირჩევენ ერთ პატრონს და მზად არიან მას უსიტყვოდ დაემარჩილონ. მაგრამ იმისათვის, რომ ძაღლი კარგ მეგობარად გექცეთ, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. სათანადო მომზადების გარეშე, შინაური ცხოველი შეიძლება გახდეს ჯიუტი და ბოროტი. კანე კორსო ერთ ადამიანს სამუდამოდ ეჯაჭვება. მას პატრონის გამოცვლა ძალიან უჭირს. ასევე, მტკივნეულად იტანს ხანგრძლივ განშორებას პატრონთან, ძალიან დარდობს. არ არის რეკომენდებული ძაღლის დიდი ხნით მარტო დატოვება. შეძლებისდაგვარად თავიდან უნდა აიიცილოთ ხანგრძლივი მოგზაურობები. ეს შინაური ცხოველი ყოველთვის მოითხოვს ყურადღებას და სიყვარულს. უყვარს თავზე, ზურგზე და მუცელზე მოფერება. ყოველთვის ცდილობს პატრონს ასიამოვნოს. მას შეუძლია მომენტალურად დაიჭიროს ადამიანის განწყობა – ესმის ადამიანის მიმიკები და მაშინვე რეაგირებს ხმის ტემბრის ცვლილებაზე. ხმამაღლა ნუ უყვირებთ. შეიძლება ეწყინოს და იდარდოს. კანე კორსოებს ძალიან უყვართ გასეირნება, მათ შორის ხანგრძლივი. შეგიძლიათ წაიყვანოთ პიკნიკზე, ტყეში, სათევზაოდ.. კანე კორსო შესანიშნავი არჩევანია ბავშვიანი ოჯახებისთვის. ის საიმედოდ დაიცავს ბინას ან აგარაკს. ძაღლს შეუძლია მხოლოდ თავისი ვიზუალით შეაშინოს თავდამსხმელები . მათ ტერიტორიულობის გრძნობა ძალიან მძაფრად აქვთ გამოხატული. ეს ჯიშის დამახასიათებელი თვისებაა. პროფესიული მომზადების პირობებში ცხოველი შეიძლება გახდეს შესანიშნავი დარაჯი და მცველი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!