ინგლისური კოკერ სპანიელი
ინგლისური კოკერ სპანიელი არის ძაღლი ლამაზი, აბრეშუმისებრი ბეწვით. გამოირჩევა ხალისიანი, მშვიდობისმოყვარე ხასიათითა და აქტიურობით.
• წარმოშობის ქვეყანა: ინგლისი
• ზომა: საშუალო
• სიმაღლე: 38-დან 41 სმ-მდე
• წონა: 14-16 კგ
• ასაკი: 12-15 წელი
პლუსები:
• ინტელექტის მაღალი დონე;
• პატრონის მიმართ ერთგულება;
• არ ეშინია წყლის;
• ადვილად ეგუება სხვა შინაურ ცხოველებს;
• საშუალო ზომები;
• მხიარული და მოძრავი.
მინუსები: • მის ბეწვს მოვლა ესაჭიროება; • ხშირი და ხმამაღალი ყეფა; • საჭიროა რეგულარული ვარჯიში; • ზოგჯერ ძაღლმა შეიძლება ყურადღების მიპყრობის მცდელობებით თავი მოგაბეზროთ. ძირითადი ინფორმაცია • ინგლისური კოკერ სპანიელი ხშირად გამოიყენება როგორც სამუშაო ძაღლი შესანიშნავი ყნოსვის გამო. ეს ცხოველები მონაწილეობენ ნარკოტიკების ძებნაში; • ცუდად იტანენ მარტოობას, სჭირდებათ მუდმივი კონტაქტი ადამიანთან; • ჯიში რეკომენდებულია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს გარე აქტივობებს – პიკნიკებს ბუნებაში, ლაშქრობებს, მოგზაურობას. პატრონი შეიძლება იყოს ახალგაზრდა ან მოხუცი, მარტოხელა ან დაქორწინებული. • შინაური ცხოველი თავს ერთნაირად კარგად გრძნობს აგარაკსა და ქალაქის ბინაში. მაგრამ აქტიური ძაღლის დახურულ სივრცეში – ვოლიერში მოთავსება ცუდი იდეაა. • ინგლისური კოკერ სპანიელი საკმაოდ სწრაფად სწავლობს ახალ ბრძანებებს. ის მუდმივად ცდილობს ასიამოვნოს პატრონს და მისგან ქებას ელის. • დაავადების ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულ ტიპებს მიეკუთვნება ბარძაყის დისპლაზია, ალერგიული რეაქციები და კატარაქტა. ინგლისური კოკერ სპანიელის აღწერა ინგლისური კოკერ სპანიელი საშუალო ზომის ძაღლია. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია სხვადასხვა შეფერილობის აბრეშუმისებრი ბეწვი და გრძელი ყურები. ძაღლები ძალიან ჰარმონიული აგებულების არიან. კუნთები კარგად აქვთ განვითარებული. ისინი თითებს შორის მდებარე პატარა გადაბმების წყალობით, შესანიშნავად ცურავენ. ამ ჯიშში შეფერილობების უდიდესი რაოდენობა გვხვდება. ყველაზე გავრცელებულია: წითური, შავი, რუხ-ცისფერი, შავი-წითური. ინგლისური კოკერ სპანიელის ხასიათი ჯიში გამოირჩევა მხიარული და ხალისიანი ხასიათით. ძაღლები თითქმის ყოველთვის აქტიურები და მოძრავები არიან. ამ სპორტულ ძაღლს ძალიან უყვარს ფიზიკური აქტივობა – სირბილი, ხტუნვა, სიამოვნებით მოძებნის დამალულ ნივთებს და ითამაშებს ადამიანთან. კოკერები იშვიათად სხედან ერთ ადგილას, მათი დაუოკებელი ენერგია ამის საშუალებას არ აძლევთ. ინგლისური კოკერ სპანიელი სიამოვნებით გაუწევს კომპანიონობას პატრონს ტყეში ლაშქრობის დროს. მონადირული ბუნებიდან გამომდინარე უყვარს ღია წყალსაცავებში ბანაობა. თუ შინაური ცხოველი კარგად არის სოციალიზებული, მაშინ ის ალერსიანი და გახსნილია ყველასთან, თუნდაც უცნობებთან. როდესაც ძაღლი ვერ გრძნობს უცხო ადამიანისგან მომდინარე საფრთხეს, დიდი ალბათობით მიუახლოვდება და მოფერების უფლებასაც მისცემს. ინგლისელი კოკერ სპანიელებისთვის უმიზეზო აგრესია დამახასიათებელი არ არის და, სტანდარტის მიხედვით, მნიშვნელოვან ნაკლად ითვლება. ამ ჯიშისგან დარაჯი არ გამოვა. ძაღლები ძლიერად ეჯაჭვებიან პატრონს და ვერ იტანენ მარტოობას. პატრონს ყველგან გაჰყვებიან. მას სჭირდება მუდმივი კომუნიკაცია ადამიანთან. ინგლისური კოკერ სპანიელი მზად არის დაუჯეროს ოჯახის ყველა წევრს და შეასრულოს მათი ბრძანებები. მას ძალიან უყვარს ბავშვები, ყოველთვის მხარს დაუჭერს მათთან ნებისმიერ თამაშს. ინგლისური კოკერ სპანიელები მშვიდად ეპყრობიან სხვა შინაურ ცხოველებს. სათანადოდ გაწვრთნილი კოკერი კატას არასოდეს დაედევნება. ერთადერთი, რამაც ისინი, როგორც მონადირეები, შეიძლება დააინტერესოთ, არის ფრინველი. ეს ძირითადი ინსტინქტით არის განპირობებული. ქუჩაში ინგლისური კოკერ სპანიელები იშვიათად შედიან კონფლიქტში სხვა ძაღლებთან. ისინი კომუნიკაბელურები არიან და მზად არიან მოედანზე ყველა შინაურ ცხოველს გაეცნონ. ვისთვის არის ეს ჯიში? ინგლისური კოკერ სპანიელი შესაფერისია მათთვის, ვინც ოცნებობს ყავდეს: • საშუალო ზომის, სქელ და აბრეშუმისებრბეწვიანი, აქტიური და სპორტული, კომუნიკაბელური და მშვიდობობისმოყვარე ძაღლი, რომელიც კარგად შეეგუება სხვა სინაურ ცხოველებს, გამორჩეული იქნება ინტელექტის მაღალი დონით და ახალ ინფორმაციას სწრაფად აითვისებს. ეს ჯიში არ უნდა შეიძინონ მათ, ვინც: • შინ ცოტა დროს ატარებს და ვერ დაუთმობს საკმარის დროს ამ კომუნიკაბელურ შინაურ ცხოველს, არ არის მზად გრძელი ბეწვი დასავარცხნად ყოველდღე, არ სურს რეგულარულად ვარჯიში გარეთ და სახლში, გეგმავს იყოლიეს დამცველი და ვოლიერში აცხოვროს. საშუალო ზომის ძაღლის ყოლა დასაშვებია ქალაქის პატარა ბინებში და კერძო სახლებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ინგლისური კოკერ სპანიელის პატრონები შეიძლება იყვნენ როგორც დაქორწინებული, ასევე მარტოხელა. მთავარი წესი ის არის, რომ სახლში ჯდომა არ უნდა უყვარდეთ, რადგან სეირნობისთვის საკმარისი დროის დათმობა მოუწევთ. ვინაიდან ინგლისური კოკერ სპანიელები თავდაპირველად სანადიროდ გამოიყვანეს და თავიანთ მონადირულ ინსტინქტებს დღემდე ინარჩუნებენ, მათი შეძენა მონადირეებს შეუძლიათ. უპირველეს ყოვლისა, ეს ჯიში გამოიყენება წყლის ფრინველზე სანადიროდ.
Leave your comment