დღესდღეობით, ბაზარზე არსებობს კატებისთვის განკუთვნილი მრავალი ვიტამინი და საკვები დანამატი, რომლებიც რეკომენდირებულია საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ბეწვის ბზინვარებისთვის და ა.შ. უფრო მეტიც, შინაური ცხოველების ბევრი პატრონიპერიოდულად ან მუდმივად თავად იღებს კომპლექსურ ვიტამინებს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: სჭირდებათ თუ არა კატებს ვიტამინები ან საკვები დანამატები? თუ კი, როგორ ავირჩიოთ ისინი სწორად?
როდის არის ვიტამინები აუცილებელი?
ვიტამინები, მაკრო და მიკროელემენტები საკვებთან ერთად ხვდება ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში. შესაბამისად, საკვების შემადგენლობაზეა დამოკიდებული, იღებს თუ არა კატა საჭირო რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს. კარგი მწარმოებლის მაღალი ხარისხის მზა რაციონი შეიცავს აუცილებელ ვიტამინებს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს.
უფრო მეტიც, სხვადასხვა ასაკისა და ჯიშის ჯანსაღი ცხოველების საკვებში განსხვავებული იქნება მიკრო და მაკრო ელემენტების, ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების შემცველობა. ამიტომ არის საკვები კნუტებისთვის, ორსული კატებისთვის, ახალგაზრდა და მოხუცებული ცხოველებისთვის, სტერილიზებური შინაური ცხოველებისთვის და კატებისთვის, რომლებიც ხშირად დადიან ქუჩაში. იგივე პრინციპების დაცვით მზადდება სამკურნალო საკვებიც. ასე, მაგალითად, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს, ძალზე მნიშვნელოვანია საკვებში ნატრიუმის და ფოსფორის შემცველობის კონტროლი და შეზღუდვა.
ამრიგად, ჯანსაღ კატებსა და კატებს, რომლებიც იკვებებიან მაღალი ხარისხის მზა რაციონით არ სჭირდებათ დამატებითი ვიტამინები. ვიტამინების ზედმეტი დოზა, კარგი არაა.
დაავადებულ ცხოველებს, რომლებიც იკვებებიან მზა სამკურნალო საკვებით (ვეტერინარის დანიშნულებით) არ სჭირდებათ ვიტამინის დანამატები, უფრო მეტიც, ისინი გარკვეულ პირობებში შეიძლება საზიანოც კი იყვნენ. ასეთ სიტუაციაში დამატებითი ვიტამინები საჭიროა? დიახ, რადგან ქრონიკული დაავადებების მქონე ცხოველებმა შეიძლება განიცადონ გარკვეული მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტი ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან საკვები ნივთიერებების არასაკმარისი შეწოვა ხდებოდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში, უკვე საუბარია ვეტექიმის მიერ დანიშნულ ინექციებზე, რომლებსაც ექიმი გამოკვლევის შემდეგ დაუნიშნავს ცხოველს.
Leave your comment